ვახტანგ ქორიძე: სირცხვილი იქნებოდა, გელა კეტაშვილი არ დაგვეფასებინა

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის 3 ოქტომბრის ყრილობის შემდეგ ლოგიკური იყო, რომ ცვლილება ვეტერან ფეხბურთელთა კავშირშიც მომხდარიყო.

გადაწყვეტილია, რომ ამ გაერთიანებას ვახტანგ ქორიძე უხელმძღვანელებს - თბილისის "დინამოს" ყოფილი ნახევარმცველი და საფეხბურთო წრეებში ფრიად პატივსაცემი პიროვნება. ის პოსტზე ვაჟა ჟვანიას ნაცვლად აირჩიეს. ამ უკანასკნელმა გადადგომა ფეხბურთის ფედერაციის ყრილობის შემდეგ, რამდენიმე დღეში გადაწყვიტა.

"ყრილობიდან ორიოდე დღეში შევიტყვეთ, რომ ჟვანია გადადგომას აპირებდა. 40-მდე ვეტერანი ფეხბურთელი შევიკრიბეთ და ვაჟამ იქ თავად თქვა, რომ წასვლას აპირებდა.

მაგრამ რაც ამის შემდეგ მოხდა, ჩემთვის მოულოდნელი იყო. თენგიზ სულაქველიძემ თავმჯდომარედ ჩემი
კანდიდატურა წამოაყენა. მას დანარჩენებმაც აუბეს მხარი და მიხარია, რომ ერთ კაცს აუგი არ უთქვამს.

ასეთი საფეხბურთო ოჯახის ხელმძღვანელობა რთულიც არის და საპატიოც, თუმცა დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან ბევრი საკითხია მოსაგვარებელი და დასალაგებელი", - ამბობს ქორიძე.

კავშირის თავმჯდომარის მოადგილედ გელა კეტაშვილი აირჩიეს. ქორიძე ამბობს, რომ ეს სამართლიანი გადაწყვეტილება იყო:

"საქართველოში კი არა, მთელ კავკასიაში ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონი გვყავს. ამ კაცს მეტი დაფასება ერგებოდა, რადგან კარგი ფეხბურთელიც იყო და სიმართლის თქმასაც არასოდეს ერიდებოდა.

მასზე ყველაფერი ალალია, დაფასებაც, ჯილდოებიც და თავმჯდომარეობაც. სირცხვილი იქნებოდა, არ დაგვეფასებინა".

ქორიძემ ვეტერანთა კავშირის გეგმებზე ილაპარაკა:

"ბიძინა ივანიშვილისა და თბილისის "დინამოს" პრეზიდენტის, რომან ფიფიას დახმარებით ვეტერანებმა სული მოითქვეს და ახლა შიმშილით არავინ კვდება. მაგრამ ჩვენი სურვილია, ამ საკითხზე ფეხბურთის ფედერაციასა და მთავრობას დაველაპარაკოთ და დამსახურებული ვეტერანების დახმარების თანხები გავზარდოთ.

იქნებ მოვახერხოთ და უფრო მეტ ვეტერან ფეხბურთელს დავუდგეთ გვერდში".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
გეტანხმები დატო ასი პროცენტიტ
Unknown
15 ოქტომბერი 2015 13:37
0
გაიხერე, ბიძინა ივანიშვილო.გული იმაზე მტკივა ადამიანმა ქვეყანაში 2 მილიარდი ქველმოქმედებაში დახარჯა და გამოდიან მართლა სინდისგარეცხილი ადამიანები, რომელთაც ქვეყნისთვის კი არა თავის ძმისთვის, გაჭIრვებული მეგობრისთვის სიტყვიერი დახმარებაც კი არ გაუწევია. რომ ვიშახით მართლმადიდებელი ერი ვართო, მერე ვინ ააშენა სამება, ვინ აღადგინა 300 ეკლესია მონასტერი და ბოლოს ვინ მოგვაშორა მოუშორებელი ჭირი, შიში, უკანონობა , ცემა, წამება. კაცი მართლა სიტყვის კაცია თქვა მოგაშორებთ სააკაშვილს ძმაო და მე პოლიტიკოსი არა ვარ აჰა ხომ იბრალებთ პოლიტიკოსობას და მართეთ ქვეყანაო. მაგრამ გაიხედეთ გვერდზე როგორი ადამიანები ვართ, ქვეყნის საქმეს ხომ ჩვენი ოჯახების გამდიდრებაზე, გოიმები ვართ ჯიპომანია. იმ დღეს სურათი იდო ფეისბუკეზე დანიის პარლამენტის შენობა მოკრძსლებული და ველოსიპედები ჩამწკრივებული ეწერა 300 მილიონი ევრო ბიუჯეტი და მერე ჩვენი პარლამენტი ავტობუსის ხრლა ჯიპებით. ეს სურათი უნდა დააკრა კარგ მაგარი ხის ფიცარზე და ამით უნდა ცემო ბიუჯეტის ფულით ნაყიდი ჯიპომანი გოიმები. ამისთვის უნდა ეშველა პირველ რიგში ბიძინას.
dato devdariani
15 ოქტომბერი 2015 12:21
0
მადლობა უფალს,რომ მისი ნებით ხდება ყველაფერი...თუ კობის, ქორიძის, კეტაშვილის,მუჯირის და მისნაირი კაცების ხელში იქნებაქართული ფეხბურთი წინსვლა აუცილებლად იქნება...
kasi gurgushauli
15 ოქტომბერი 2015 12:00
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული