ლევან კობიაშვილმა დაიწყო - პრეზიდენტმა სფფ-ის პრობლემებზე ისაუბრა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ლევან კობიაშვილის ტელეკომპანია GDS-თან ინტერვიუს მონაკვეთები.

სფფ-ის პრეზიდენტი ფედერაციაში არსებულ პრობლემებსა და ვალებზე საუბრობს, რომელიც ფედერაციას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ აქვს.

- საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე დგას, დავალიანებები გვაქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ...

- რუსთავში საფეხბურთო აკადემია გასულ აგვისტოში უნდა გახსნილიყო, მაგრამ სამშენებლო სამუშაოების მხოლოდ 50 პროცენტია შესრულებული. ეს უეფას პროექტია და ვალდებულები ვართ, ბოლომდე მივიყვანოთ...

- ფეხბურთის ფედერაციამ წელიწადნახევრის წინ კლუბებისთვის გადასაცემი 2 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტი ერთ-ერთ
ევროპულ ბანკში აიღო და ეს ვალი უნდა დაფარულიყო უეფადან მიღებული ფულით...

- საქართველოს ნაკრების მიერ შესარჩევი ციკლისთვის უეფადან 2016 წელს მისაღები თანხა ქართულ ფეხბურთს ვერ მოხმარდება – მთლიანად წავა დავალიანებების დაფარვაზე...

- ვალის ზუსტ ოდენობას მას მერე დავასახელებ, რაც ფეხბურთის ფედერაციაში აუდიტი შემოვა და ფინანსურ მდგომარეობას შეისწავლის...

- ჩემს ინტერესებშია, ზუსტად ვიცოდე, რას ვიბარებ, რა იქნება ათვლის წერტილი შემდგომი ნაბიჯების გადადგმამდე...

- ქვეყნის ბიუჯეტში ფეხბურთისთვის გათვალისწინებული 7 მილიონი ლარი საკმარისია ხელფასების გასაცემად, ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მომზადებისა და მგზავრობისთვის. მაგრამ ეს არაა ფეხბურთის განვითარება, ესაა კონკრეტული მიმართულებების ხელშეწყობა...

- არ შეიძლება, ფეხბურთის ფედერაცია არ ინტერესდებოდეს და არ აკონტროლებდეს, თუ რამდენად მიზნობრივად იხარჯება თანხები, რაც კლუბებში არა სფფ-დან, არამედ მუნიციპალიტეტებიდან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან შედის.

- 2016 წლიდან სერიოზული მუშაობა გველის კლუბებთან და რეგიონულ ფედერაციებთან მიმართებაში...

- ფეხბურთის განვითარების სამთავრობო კომისიაში ჩემს პროგრამას, ხედვას და სტრატეგიას წარვადგენ. ვისაუბრებთ სახელმწიფოს მხრიდან ფეხბურთის განვითარების პროგრამის ხელშეწყობის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ იქნება განხილვა, შემოთავაზებები...

- სახელმწიფო თანამონაწილეა 2017 წელს საქართველოში ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ჩატარების პროექტისა, რაც გამოიხატება თბილისის, გორის, მცხეთისა და რუსთავის სტადიონების რეკონსტრუქციასა და სხვა მრავალ საკითხში. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება აუცილებელია საქართველოში ფეხბურთის განვითარებისთვის...

- 1 სექტემბერს, თანამდებობიდან წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე, როცა სიჭინავამ უკვე იცოდა, რომ პრეზიდენტი აღარ იქნებოდა და როდესაც უკვე ცნობილი იყო არჩევნების თარიღიც, ტელეკომპანია "ტვ პირველთან" ორწლიანი ვადით 500 ათასი ლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა. ამ ფაქტს პოზიტივად ვერ მივიღებ. აქ ბევრი კითხვის ნიშანია, რადგან არ ვიცი, ვის ინტერესებში შედიოდა ეს ნაბიჯი. მანამდეც მოქმედებდა ამავე ტელეკომპანიასთან სუპერთასთან დაკავშირებული კონტრაქტი, რომლის მიზანშეწონილობაში ეჭვი არ შემაქვს, მაგრამ არჩევნებამდე გაფორმებული ახალი, ნახევარმილიონიანი ხელშეკრულება კითხვის ნიშნებს ბადებს...

- გარდა "ტვ პირველთან" დადებული ხელშეკრულებისა, ფეხბურთის ფედერაციამ 3 ოქტომბრის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე სხვადასხვა კომპანიასთან ისეთი კონტრაქტები გააფორმა, რომელთა აუცილებლობაც არ არსებობდა. ამ ფაქტებს შევისწავლით და საზოგადოებას ამომწურავ ინფორმაციას მივაწვდით...
მკითხველის კომენტარები / 20 /
დაიცკო და ზალიან ცუდათ დაამთავრებს დაიმახსოვრეთ კველამ
zviadi
16:02 16-10-2015
0
მიდი კობი მიაწექი არველაძეები ხომ მოვიშორეთ და.ეხლა იწყება მე2-რე ტაიმი.მაგის ხალხიდან გაწმინდე მაქაურობა და არ ენდო შენი ხალხის გარდა არავის. ხურცილავებმა ძოძუაშვილებმა და ჟვანიამ დაყვინა მაგ მეფულეებმა.რეგიონის ყველა ხემძღვანელი ვინც არ იყო ჩვენი მხარე შეცვალე და პოდხალიმები არ გვინდა.
თენგო
17:20 16-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული