ლევან კობიაშვილი: ხელფასს იღებენ ისეთები, ვინც ფედერაციაში საერთოდ არ უნახავთ

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში პრესკონფერენცია გამართა.

ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც კობიაშვილი შეეხო, ფედერაციაში მომუშავე პერსონალი გახდა. მისი თქმით, სფფ-ში მუშაობენ ადამიანები, რომლებიც ფედერაციაში არც კი უნახავთ.

"ძალიან ბევრი გაურკვეველი ადამიანი არსებობს ფეხბურთის ფედერაციაში, რომლებიც ხელფასს იღებენ და მუშაობენ და არავინ არ იცის, ვინ არიან ეს ადამიანები. ეს ადამიანები ფედერაციაში საერთოდ არ უნახიათ. სამწუხაროდ, ასეთი კონტრაქტები ბევრია.

ამიტომ ვამბობთ, რომ პირველ რიგში, სისტემას შევცვლით და სტრუქტურას ჩამოვაყალიბებთ, რომელიც მსგავს რაღაცებს გააუქმებს", - თქვა კობიაშვილმა.

ასევე
იხილეთ:

ლევან კობიაშვილი: სფფ-ს ვალები აქვს ბანკთან, უეფასთან და კონტრაქტორებთან
მკითხველის კომენტარები / 9 /
წარმატებები,კობი!
nana
16:12 20-10-2015
0
წარმატებებიიიიი კობიიიიი
მაია
16:37 20-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული