ბათუმის "დინამო": სტადიონი თუ არა, ბაზა მაინც...

AutoSharing Option
ბათუმის "დინამო" სტადიონის აშენებას ვერა და ვერ ეღირსა, მაგრამ ამ ფონზე მცირე კომპენსაციად ანგისას საფეხბურთო ბაზა გამოდგება, რომელსაც საფუძველი ახლახან ჩაეყარა.

სპორტული ბაზის მშენებლობა ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძესთან ერთად დაათვალიერა.

ცნობილი გახდა, რომ ბაზაზე ბუნებრივ და ხელოვნურსაფარიანი მოედნები მოეწყობა და საცხოვრებელი კორპუსიც წამოიჭიმება. პროექტის ღირებულება 4,9 მილიონი ლარია. მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ენერგოსექტორმშენი" ახორციელებს.

ანგისას საფეხბურთო ბაზის მშენებლობის დასრულებას 2016 წლის დეკემბერში ვარაუდობენ.

"ბათუმის "დინამო" საკმაოდ დიდი ტრადიციების მქონე კლუბია. ამის მიუხედავად, გუნდს საკუთარი ბაზა
არასოდეს ჰქონია და მიხარია, ეს პრობლემა რომ გვარდება.

ტენდერი მცირე ხნის წინათ ჩატარდა და მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. პრეზენტაციაზე ითქვა, რომ მთავარ მოედანთან 1575 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა აშენდება, აგრეთვე, 4-სართულიანი ადმინისტრაციული შენობა, სადაც სამ სართულზე სასტუმრო განთავსდება. ეს იმიტომ, რომ ბათუმი მზარდი საკურორტო ქალაქია და შეკრებაზე მყოფი გუნდებიც უნდა მივიღოთ. ეს გუნდს დამატებით შემოსავალს მოუტანს, რაც ნამდვილად არ გვაწყენს", - ამბობს "დინამოს" დირექტორი ოთარ ფედიჩკინი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სტადიონი აღარ აშენდება ეს ცალსახად.ბაზა? სატყუარაა,არც ეს აშენდება, მილიონი მიზეზი აღმოჩნდება.
vaxvax
16:04 23-10-2015
1
სტადიონი აშენდება და ის იქნება სუფთა საფეხბურთო დაჯდება 25 მილიონი და პროექტის თანხაც გადახდილია ადგილიც გამოყოფილი ასე რო დროში შეიძლება გაიწელოს მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროსო ნათქვამია.ისე ვინც თავის დროზე დაანგრია და სტადიონის ძველი ადგილი გაყიდა აი იმას უნდა ააშენებიო ეგ სტადიონი.აჭარის ტვ ზე იყო გადაცემა ამ თემასთან დაკავშირებით.
qutaiseli
15:32 24-10-2015
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული