"მარგვეთი 2006": მცირე პერიოდში ეს ძალიან სერიოზული პროგრესია...

AutoSharing Option
ერთ დროს ზესტაფონის "მარგვეთი" ქართული ფეხბურთის ლიდერებს შორის იყო და უეფას თასზეც ითამაშა, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ეს წარმატება გუნდის წინსვლის საფუძველი გამხდარიყო, მის პრეზიდენტ ვასილ ხაჭაპურიძეს გვერდით არავინ დაუდგა, ფინანსური პრობლემები შეექმნა და ბოლოს გუნდი დაიშალა...

მისი ადგილი კი ილია კოკაიას "ზესტაფონმა" დაიკავა, რომელმაც ქართულ ფეხბურთს ლამაზი 10-წლიანი პერიოდი და წარმატებები აჩუქა. მაგრამ ეტყობა, ამ ქალაქში ორ გუნდს ერთად არსებობა არ უწერია.

"მარგვეთი" 2006 წელს აღდგა, მაგრამ სერიოზული მიზნები მხოლოდ ახლა გაუჩნ
და. პარალელურად, "ზესტაფონი" ფეხბურთის ფედერაციამ მეორე ლიგაში დააქვეითა და ჯერაც უცნობია, მისი მეპატრონე კოკაია გუნდს დიდ სარბიელზე როდის დააბრუნებს...

ამასობაში, "მარგვეთი 2006" მოღონიერდა და პირველ ლიგაში გადასვლას უმიზნებს - 10 ტურის შემდეგ თამაზ გაბრიჭიძის გაწვრთნილებმა მეორე ლიგის დასავლეთ ზონაში 24 ქულა დააგროვეს და ლიდერ ვანის "სულორს" მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან.

Sportall.Geზესტაფონელთა სპორტული მენეჯერი მამუკა მდინარაძე იმედოვნებს, რომ "მარგვეთი 2006" გაძლიერდება და წინსვლას მოახერხებს.

"გუნდის ფეხზე დასაყენებლად ზესტაფონის მუნიციპალიტეტი ბევრ რამეს აკეთებს. იანვრამდე 100 ათასი ლარი გამოგვიყვეს, საიდანაც 70 ათასი ლარი რეგიონული ლიგის "მარგვეთი 2006"-ს მოხმარდება, 30 ათასი ლარი კი - საფეხბურთო სკოლას.

ეს არსებობისთვის საკმაოდ ნორმალური თანხაა. ყურადღება რომ არის და გვეხმარებიან, ამის შედეგია, მეორე ლიგაში მეორე ადგილზე რომ დავწინაურდით და პირველში გადასვლის რეალური იმედი გაგვიჩნდა; პლუს ამას, ბავშვებშიც პროგრესი გამოჩნდა", - ამბობს მდინარაძე.

მარგველთა სპორტული მენეჯერი იმედოვნებს, რომ საფეხბურთო სკოლა კარგ თაობებს გაზრდის:

"რაც მთავარია, "მარგვეთი 2006"-ს ზურგს უმაგრებს საფეხბურთო სკოლა, რომელიც დასავლეთ საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატებში მონაწილეობს. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ "ზესტაფონის" გაჩერება რაიონის საფეხბურთო მდგომარეობაზე ძალიან უარყოფითად აისახა - უმაღლესი ლიგის გუნდი აღარ დაგვრჩა, ბევრი მშობელი იმედგაცრუებული იყო და ბავშვები მეზობელი რაიონების გუნდებში თუ თბილისში წაიყვანეს.

მაგრამ "მარგვეთის" საფეხბურთო სკოლა მთელი ძალით რომ ამუშავდა, ბავშვების რაოდენობა ისევ გაიზარდა. ეს იმიტომ, რომ კლუბმა დაფინანსება აზრიანად გამოიყენა - ბავშვები უფასოდ ვარჯიშობენ, ეს კი ფეხბურთის მასობრიობის უპირველესი გარანტიაა. ადრე თუ 150 ბავშვი ვარჯიშობდა, ბოლო მონაცემებით, ეს ციფრი 268-მდე გაიზარდა.

მერწმუნეთ, მცირე პერიოდში ეს რაიონისთვის ძალიან სერიოზული პროგრესია".

მდინარაძის თქმით, საფეხბურთო სკოლის ინფრასტრუქტურა მალე გაუმჯობესდება:

"მუნიციპალიტეტი რომ გვეხმარება, ეს გუნდსაც დაეტყო, საფეხბურთო სკოლაც და ინფრასტრუქტურაც მალე მოწესრიგდება.

ბავშვების რაოდენობის გაზრდის გამო მოედნები ისე დაიტვირთა, ყველა მსურველს ვეღარ აუდის. ამის გამო რაიონის ხელმძღვანელობამ ახალი ხელოვნურსაფარიანი მოედნის დაგება გადაწყვიტა. ზესტაფონის 2016 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია არასტანდარტული (60/40) მოედნის მოწყობა, სადაც განათების სისტემასაც დაამონტაჟებენ და ვარჯიში საღამოთიც შესაძლებელი იქნება. მომავალი წლისთვის კი, სავარაუდოდ, ბიუჯეტი გაორმაგდება.

ვფიქრობთ, ასეთი მიდგომა "მარგვეთსაც" ძალიან წაადგება და ზესტაფონში - ფეხბურთის წინსვლასაც".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 22 /
ვასილიჩ ვაი შენს პატრონს კი არა .... ვაი შენ პატრონს უთხარი ვინც კოკაიას ..... პეგბურთის აზრზე არახართ წადით სხვა საქმე ნახეთ
anzori
26 ნოემბერი 2015 11:59
0
ეეე ტ
anzori
26 ნოემბერი 2015 11:55
0
იცით რატო ხართ ეგრე ბოგმიანები რო ზესტაფონლებს რო მიეცატ იმის შანსი რო ფეგბურტი არ დაიკარგოს კოკაიამ და ფუტკარადზემ როგორ დაიკიდეს ფეგბურტი მე მკითხეტ გაგცემ პასუხს ტუ მარტლა გულშემატკივარი ხარ ვასილიჩიიიიიიიი
bagrati
14 ნოემბერი 2015 02:06
0
vasilich shen shemogevle arc aravin gadzalebs margvetis siyvaruls da arc chven gvchirdeba egetii xalxis siyvaruli gmertma shens gzaze gagimarjos magraam momkali da ver vxvdebi tqvens logikas,margveti tu tamashobs moparuli logoti zestafoni moparuli adgilit tamashobda... an iqneb ar icit visi adgili daikava umagleshi kokais zestafonma? mteli katalonia ver itans barcelonas prezidents magram gunds mteli qalaqi gverdit udgas,vigacam dawera shturms gvinda vugebdeto,mec minda ligaze vtamashobde magram ver vtamashobt,liverpuls saukuneebia tasi ar mougia magram raa ar gulshematkivroben? tu davijero barcaze da liverpulze metii gvaqvs chven nanaxi da magat gulshematkivrebze magrebi xart? )) ra shuashia es gundi givia targamadzis gamo gaketda tuu vigac anzor petriashvilis? mtavari isaa ro exla mag gundshi iseti xalxi mushaobs ro pativismcemas imsaxureben yvelasgan,da exla givia targamadze ki ar aris chveni gundis uprosi,guma kakoishvilia da vinmes rame augi aqvs mag kacze satqmelii?? magaze patiosani kaci ginaxavt romelimes?? tu ragamc es gundi adre givia targamadzis axloblebistvis gaketda tu ravi rasac shen ambob imis gamoo exla vigaca zizgit unda uyurebdes? sircxviulia meti araperi eeseti logika
babu
13 ნოემბერი 2015 09:30
0
vkitxulob da ver vxvdebi am xalxs saidan aqvs amdeni zizgi.an rashuashi arian es bichebi romlebic yvelapers aketeben ro zestaponshi pexburti ar mokvdes da tavisi sayvareli zestaponi asaxelon tqven damdgarxart aq kide da stadionze saubrobt visia da sheuzlia tuaara tamashi eg kiaraa gverdshi daudeqit bichebs ugulshematkivret.. mag bichebis brali araperi araa ro kokaia aset dgeshiaa piriqit.amodit tamashze da naxavt ro martla kargi gundia da yvelapers cdiloben yvela iseti bichebi arian ro sheuzliat am bichebs miagwion warmatebas ertmanetis zizgvnas gverdshi daudeqit .....
keko
12 ნოემბერი 2015 11:37
0
ძალიან ბევრი კი გიწერა, თან ჩემს გასაგონად, მარა რა გინდა რომ მIთხრა, მაინც ვერ გავიგე.
გივია თარგამაძის მიერ თავის ახლობლების დასაპურებლად შექმნილი გუნდი, რომელიც ჩემი საყვარელი მარგვეთისთვის მოპარული ლოგოთი თამაშობს, გინდა რომ შემაყვარო?
არც მიყვარს და არ მეყვარება!
სტადიონს რაც შეეხება, თავის სტდიონზე გათამაშებთ ზესტა, ოღონდ აგერ თქვენს მენეჯერს ერთი მადლიერი სიტყვა არ უთქვია ამის შესახებ
vasilich
10 ნოემბერი 2015 17:51
0
vasilichis gasagonad,margveti metia shen shemogevle vidre eg sami pirovnebaa,shen tu vinmestan rame piradi gaqvs wadi da gaarkvie imastan,me pexburteli var da sul ar mainteresebs vin ras shveboda adre mitumetes arc kokaiaa angelozii! da an tavs ro iklavt pexburti miyvarso eg ar aris pexburtis siyvaruli,zestafoni rogorc ki sheiqmna im dgidanvee vgulshematkivrobdi mag gunds umagleshi da chemi ocneba is ki ar iyo dinamoshi an torpedoshi metamashaa,is iyo zestafonshi metamasha da chemze metad eg gundi arcerts ar giyvart albad,da vtamashobdi kidec magram dublebshi da umagleshi metamasha ar momeca magis sashualeba da gamomishves da ki ar davbogmilvar zog zogiertebivit rogorc aq umravlesoba,aramed yvela tamashze dabyvebodi mainc gunds da mitiria kidec magat wagebebze,da ki me mimachnia chemi tavii iset adamianad visac pexburti uyvars zestafonshi da ai tqvennairebs me egetad ver mivichnev,imito ro tqven ara gundis aramed pirovnebebis fanebi xart ese gamodis tqveni laparakidan,margvetistvis da qalaqistvis ashenebuli stadionia zestafonis stadioni da ar ushveben bichebs imistvis ro pexburti itamashon da tyuilad dgas 1 welia amxela stadioni,da eg aris kokaias damsaxureba da ro kitxos kacma "qartul pexburts emsaxureba" eg baneri dgesac gakrulis stadionze,da eg aris qartuli pexburtis msaxureba? stadionze ro gunds ar sheushveb mitumetes eg stadioni qalaqis aris da mere ra ro tviton uvlida da balaxi daaago da puls xarjavda? eg magis movaleoba iyo,tu ar undoda pulis xarjva wasuliyo saxlshi...ase rom margvetshi mag pirovnebebis garda vinc gulze ar gexatebat atjer upro metni vart gundshi is vinc tqvens konfliktshi araper shuashi vart da daukvirdit ras wert,zestafonelebi xart da unda gitydebodet,an vis rashi chirdeba tqvennairi gulshematkivrebis siyvaruli,damonebulebi xart kokaias da wadit da uyuret exla cariel tribunebs da exvewet dabrundes....netav martla dabrundes da zestafons isev yavdes is udzlieresi gundi rac yavda chemze metad arcerts ar gagixardebat eg magashi darwmunebulebi iyavit yvelani,zogi imis gamo balelshikobda mag gunds ro xelpas adzlevdnen da vai da umushevari darcheniliyo mere da me imito vbalelshikobdi ro sisxlit xorcamde zestafoneli var da zestafonis pexburti miyvars da ar aq mnishvneloba gundi zestafonis zestafonis gerbit gamova tu margvetis maisurebit,zestafonia da zestafonelma pativi unda sces es aris swori,da romlebic ese ar piqrobt imatan salaparako arc araperia da gmertma tqvens gzaze gagimarjot magram margvets nu axsenebt,tu vinmestan problema gaqvs wadi da motxovet!
vasilichs
10 ნოემბერი 2015 14:34
0
იმის მიუხედავად ვისი იდეით შეიქმნა ფაქტია კარგი რო კიდე ერთი ფეხბურთის კერა გაჩნდა მით უმეტეს ღონღაძე და სიპიტოც იქ არიან. ამ შემთხვევაში წყარო მეორე ხარისხოვანია გულშემატკივარისთვის.
irakli apkhaidze
10 ნოემბერი 2015 13:06
0
უბრალოდ მარგვეთს ეგ გუნდი ვერ დაირქმევს, იმიტომ რომ ნაღდი მარგვეთი იყო მთელი ზესტაფონის საყვარელი გუნდი, ისეთივე როგორც დღეს ზესტაა, ხოლო მარგვეთი-2006, რომელიც სულ სხვა იურიდიული პირია და ამის მიუხედავად მიისაკუთრა სხვა კლუბის ემბლემა, არის ნაციონალების ერთ-ერთი იდეოლოგის გივი თარგამაძის ზესტაფონის ნაცების დროინდელ გამგებლთან ზარისა და თხოვნის საფუძველზე შეამნილი გუნდი (ჰკითხეთ ალე სარალიძესა და დუდევიჩს) და ამ ქალაქის სიყვარულს მიტომაც ვერ იმსახურებს.
და ამას ვერც სიპიტოს იქ მიყვანა უშველის და ვერც ღონღასი. აღარაფერს ვამბობ დიმა მაღრაძეზე, რომელიც ადრე ნაცების ოფისიდან არ გამოდიოდა და საჩივრებს წერდა, ახლა კი საზიზღarი ნაცების შავ-ბნელ საქმიანობაზე გვწერს აგერ
vasilichi
10 ნოემბერი 2015 12:21
0
ისე 2006-ს თუ ჩამოაშორებენ სახელს უფრო შტამბეჭდავი იქნება. იმ მარგვეთმა დიდი წარმატებები მოუტანა ზესტაფონს. უეფა ერთია (და ძალიან საეჭვო გამოვარდანა ბირკირკარასთან), მაგრამ ზესტაფონში ქულის აღებას, თბილისის დინამოც წარმატებად თვლიდა. საპოვნელა რო უმაღლესიდან გამოვარდა და მალე თერჯოლაში ფეხბურთი 20 წლით დასამარდა, მარგვეთი იყო ჩვენი ჯილა.
irakli apkhaidze
09 ნოემბერი 2015 18:08
0

სიახლეები პოპულარული