მიუხედავად იმისა, რომ სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია ახალი დაარსებულია, მისი დამფუძნებლები დიდი ხანია, სხვადასხვა ტურნირის ორგანიზატორებად გვევლინებოდნენ.
"ჩვენ გვსურს ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და საზოგადოებაში ფეხბურთის სამოყვარულო დონეზე განვითარება.
ასოციაცია შეეცდება საქართველოს ყველა რაიონსა და სოფელში არსებული სტადიონების აღდგენას, ნიჭიერი მოთამაშეების აღმოჩენასა და
ამ მიზნით წლის ბოლომდე დაგეგმილია ორგანიზაციებს შორის სამოყვარულო ფეხბურთის ლიგის ექსპერიმენტული ტურნირის ჩატარება. ხოლო 2016 წლის გაზაფხულიდან სამოყვარულო ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება და გვსურს, მასში რაც შეიძლება მეტი რაიონი ჩავრთოთ", - ამბობს ასოციაციის პრეზიდენტი ბერდია ჯიბლაძე.
როგორ აპირებენ მიზნების განხორციელებას? ჯიბლაძემ პრეზენტაციაზე კობიაშვილისა და ლორთქიფანიძის მიერ დასმულ ამ კითხვასაც უპასუხა:
"ცხადია, ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტის სამინისტროსთან, ადგილობრივ თვითმმართველობებთან და სხვა პარტნიორებთან. გარდა მოყვარულთა თამაშებისა, სხვადასხვა სახის სამოყვარულო ტურნირების ჩატარებაც გვსურს ქალთა, ბავშვთა და პრობაციონერთა შორის".
გამომცემლობა "ეტალონის", "TV ეტალონისა" და კოლეჯი "ეტალონის" გენერალურმა დირექტორმა ზვიად ხაჭაპურიძემ თქვა, რომ სამოყვარულო ლიგაში თავისი ორგანიზაციის გუნდს გაიყვანს, "TV ეტალონი" კი ჩემპიონატს გააშუქებს. ამას გარდა, ასოციაციას საფეხბურთო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში დახმარებასაც დაჰპირდა.
სამოყვარულო ლიგით დაინტერესებულია ევროპული უნივერსიტეტის წარმომადგენელი გოჩა გოგუაძე. თავის მხრივ, ის ასოციაციას დაჰპირდა, რომ დაეხმარება ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებთან, მათ შორის, მიუნხენის, ბარსელონის, კოლუმბიის უნივერსიტეტებთან კავშირების დამყარებაში.
პირველ ტურნირში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს სარეკლამო ორგანიზაციებმა, იურიდიულმა ფირმებმა, რესტორნების ქსელმა და რამდენიმე უნივერსიტეტმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"