sportall.ge-მ სანდო წყაროსგან შეიტყო, რომ აღმასკომში წევრთა რაოდენობა 18-დან 10 კაცამდე შემცირდება, ვიცე-პრეზიდენტების პოსტებს კი თბილისის "დინამოს" გენერალური დირექტორი ნიკა ჯღარკავა და "საბურთალოს" გენერალური დირექტორი კახა ჭუმბურიძე დაიკავებენ.
მესამე ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ჯერჯერობით კანდიდატურის დაზუსტება მიდის.
ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომში "დინამო თბილისის" პრეზიდენტი რომან ფიფია და ვეტერანი ფეხბურთელი ალექსანდრე იაშვილიც შევლენ.
სფფ-ის ახალი ყრილობა, რომელიც ახალ აღმასკომს აირჩევს, 18 ნოემბერს გაიმართება.
მამუკა კვარაცხელია