ექსკლუზივი: სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტები ნიკა ჯღარკავა და კახა ჭუმბურიძე გახდებიან

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მალე ახალი აღმასკომი და ვიცე-პრეზიდენტები ეყოლება.

sportall.ge-მ სანდო წყაროსგან შეიტყო, რომ აღმასკომში წევრთა რაოდენობა 18-დან 10 კაცამდე შემცირდება, ვიცე-პრეზიდენტების პოსტებს კი თბილისის "დინამოს" გენერალური დირექტორი ნიკა ჯღარკავა და "საბურთალოს" გენერალური დირექტორი კახა ჭუმბურიძე დაიკავებენ.

მესამე ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ჯერჯერობით კანდიდატურის დაზუსტება მიდის.

ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომში "დინამო თბილისის" პრეზიდენტი რომან ფიფია და ვეტერანი ფეხბურთელი ალექსანდრე იაშვილიც შევლენ.

სფფ-ის ახალი ყრილობა, რომელიც ახალ აღმასკომს აირჩევს, 18 ნოემბერს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
მე მუჯირის და კობიაშვილის დიდი მეხოტბე არ გახლავართ (არ ვგულისხმობ მათ ნამდვილად ძალიან დიდი საფეხბურთო ნიჭს) და არც არჩევნების პროცესის დროს მომხდარი ამბები მომეწონა, მაგრამ კახა ჭუმბურიძე მართლაც გამორჩეული ადამიანი არის როგროც საერთოდ პატიოსანი და დადებითი პიროვნება და როგორც ფეხბურთის განმავითარებელი საქართველოში. ასეთი იყო მისი ძმაც, აწ ცხონებული ქართლოს ჭუმბურიძე (ღმერთმა გაანათლოს მისი ხსოვნა). კახასნაირ ადამიანებს ნამდვილად შეუძლიათ მნიშვნელოვნად შეცვალონ მდგომარეობა უკეთესობისკენ ქართულ .ფეხბურთში. წარმატებები ბატონ კახას და წარმატებები ქართულ ფეხბურთს.
ქართველი ადამიანი
16 ნოემბერი 2015 16:16
0
დათა ჩემო კარგო საერთოდ არ ვარ საფეხბურთო სფეროში დასაქმებული, და არც რაიმეს "გაპრავებას" ვაპირებ და არც თქვენთან პოლემიკაში ჩაბმას უბრალოდ ჩემი შეხედულება და აზრი დავაფიქსირე, როგორც ქართული ფეხბურთის გულშემატკივარმა
Salome
16 ნოემბერი 2015 15:23
0
ბიჭებო დამიჯერეთ ორივე ძალიან პატიოსანი და საქმიანი პიროვნებაა- კახას 25 წელია ვიცნობ, ნიკას კი 17 წელია. ისინი მართლაც დიდი ძალაა ახლანდელი ფედერაციისთვის, მითუმეტეს ასეთ დღეში. მთავარია სწორად შეირჩეს ქართული ფეხბურთის სტრატეგია და ორივენი ძალიან კარგი შემსრულებლები არიან!

მამუკა კვარაცხელია
MAMUKA KVARACXELIA
16 ნოემბერი 2015 15:21
0
თუმცა ერთი კია. ჯღარკავა ძალიან სერიოზული კადრია მთელი ქვეყნის მასშთაბით და გამიხარდა მისი დანიშვნა. სიმართლე გთხრათ გენერალურ მდივნად მერჩივნა მისი ხილვა. რაც ეხება ჭუმბურიძეს. არც მას აქვს რამე დასაწუნი. მთავარია სავარძელმა მათი პიროვნება არ შეცვალოს ისე, როგორც ბევრი შეცვალა და ნურც ცხვირს აწევენ ზემოთ, რადგან ყველაფერი დროებითია და მათი მაგ თანამდდებობაზე ყოფნაც. წარმატებებს ვუსურვებ მათ
დათა
16 ნოემბერი 2015 15:12
0
ქალბატონო სალომე, თქვენ როგორც ჩანს აქ იმისთვის ხართ დარეგისტრირებული, რომ ფედერაციის ახალი ხემლძღვანელობის ნაბიჯები "აპრავოთ" ეჭვი მაქვს უკვე ფედერაციაში ხართ დასაქმებული და თავს თბილად გრძნობთ. ზვიად, აბსოლუტურად გეთანხმები რაც დაცერე. ზუსტად მასეა. ვალებს დაბრუნება უნდა და აბრუნებე კიდევაც.
დათა
16 ნოემბერი 2015 15:07
0
kaxa aris girseuli pirovneba,sxva rom araferi mis sheqmnil "saburtalos"shexedet,tu ar gaxsovt cxonebul qartlostan ertad rogor atarebs "bendelas"tasis gatamashebas.yvalafers gaigebs qartuli fexburtis saketildgeod!!
zura
16 ნოემბერი 2015 13:29
0
ზვიად და გიორგი ვერ დაგეთანხმებით, ჯერ ერთი იმიტომ, რომ არამგონია კახა ჭუმბურიძეს ვინმეს "ჩასაკვეხებლად" ჰქონდეს საქმე (თქვენ არ ხართ ალბათ კარგად ჩახედული მის საქმიანობაში) და მეორე იმიტომ, რომ კახა ჭუმბურიძეც და ნიკა ჯღარკავაც თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალები არიან. მემგონი თქვენი არგუმენტები აბსურდულია, რადგან პაქტია რომ საბურთალო და დინამო მთელს საქართველოში ყველაზე წარმატებული, ყველანაირად გამართული, პროგრესირებადი კლუბებია, რაც თავისთავად ხაზს უსვამს მათი ხელმძღვანელების პროფესიონალიზმს. ჩემი აზრით ზუსტად ასეთი პროფესიონალები და სწორად მოაზროვნე ხალხი სჭირდება დღეს ქართულ ფეხბურთს.
Salome
16 ნოემბერი 2015 12:40
0
Zviad-shen rac tkvi kvelapershi getanxmebi. Amdeni puli ro shechama cina federaciam chumad aris kvela imis magivrad ro pasuxi agebinon. Ar ackobs xelisuplebas zedmeti xmauri etkoba.
gio
16 ნოემბერი 2015 11:56
0
კახა ჭუმბურიძე,ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარია. ღირსეული კანდიდატურა !
ელენე
16 ნოემბერი 2015 11:53
0
კახა ჭუმბურიძე ნამდვილად ღირსეული კანდიდატია
irakli
16 ნოემბერი 2015 11:05
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული