ექსკლუზივი: სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტები ნიკა ჯღარკავა და კახა ჭუმბურიძე გახდებიან

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მალე ახალი აღმასკომი და ვიცე-პრეზიდენტები ეყოლება.

sportall.ge-მ სანდო წყაროსგან შეიტყო, რომ აღმასკომში წევრთა რაოდენობა 18-დან 10 კაცამდე შემცირდება, ვიცე-პრეზიდენტების პოსტებს კი თბილისის "დინამოს" გენერალური დირექტორი ნიკა ჯღარკავა და "საბურთალოს" გენერალური დირექტორი კახა ჭუმბურიძე დაიკავებენ.

მესამე ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ჯერჯერობით კანდიდატურის დაზუსტება მიდის.

ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომში "დინამო თბილისის" პრეზიდენტი რომან ფიფია და ვეტერანი ფეხბურთელი ალექსანდრე იაშვილიც შევლენ.

სფფ-ის ახალი ყრილობა, რომელიც ახალ აღმასკომს აირჩევს, 18 ნოემბერს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
მე მუჯირის და კობიაშვილის დიდი მეხოტბე არ გახლავართ (არ ვგულისხმობ მათ ნამდვილად ძალიან დიდი საფეხბურთო ნიჭს) და არც არჩევნების პროცესის დროს მომხდარი ამბები მომეწონა, მაგრამ კახა ჭუმბურიძე მართლაც გამორჩეული ადამიანი არის როგროც საერთოდ პატიოსანი და დადებითი პიროვნება და როგორც ფეხბურთის განმავითარებელი საქართველოში. ასეთი იყო მისი ძმაც, აწ ცხონებული ქართლოს ჭუმბურიძე (ღმერთმა გაანათლოს მისი ხსოვნა). კახასნაირ ადამიანებს ნამდვილად შეუძლიათ მნიშვნელოვნად შეცვალონ მდგომარეობა უკეთესობისკენ ქართულ .ფეხბურთში. წარმატებები ბატონ კახას და წარმატებები ქართულ ფეხბურთს.
ქართველი ადამიანი
16:16 16-11-2015
0
დათა ჩემო კარგო საერთოდ არ ვარ საფეხბურთო სფეროში დასაქმებული, და არც რაიმეს "გაპრავებას" ვაპირებ და არც თქვენთან პოლემიკაში ჩაბმას უბრალოდ ჩემი შეხედულება და აზრი დავაფიქსირე, როგორც ქართული ფეხბურთის გულშემატკივარმა
Salome
15:23 16-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული