სამწუხაროდ, ზარალს ვერც ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი გადაურჩა, რომელიც ქალაქის მთავარი სპორტული არენაა და რომელზეც მატჩებს საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" ატარებს.
მოვარდნილმა ღვარცოფმა დააზარალა სტადიონის ინფრასტრუქტურაც - დამხმარე სათავსოები; პრაქტიკულად, განადგურებულია სატრენაჟორო დარბაზი... გარდა ამისა, ზარალი მიადგა "ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზას - ღვარცოფმა წყალსაქაჩი სისტემა მოშალა...
ამ დროისთვის ზარალის ოდენობა ზუსტდება. წინასწარი ვარაუდით, ის დაახლოებით 60 ათას ლარს გაუტოლდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"