სტიქიამ "ზესტაფონის" სტადიონსაც შეუტია

AutoSharing Option
დასავლეთ საქართველოში სტიქიამ ბევრი რამ მიანგრ-მოანგრია.

სამწუხაროდ, ზარალს ვერც ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი გადაურჩა, რომელიც ქალაქის მთავარი სპორტული არენაა და რომელზეც მატჩებს საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" ატარებს.

მოვარდნილმა ღვარცოფმა დააზარალა სტადიონის ინფრასტრუქტურაც - დამხმარე სათავსოები; პრაქტიკულად, განადგურებულია სატრენაჟორო დარბაზი... გარდა ამისა, ზარალი მიადგა "ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზას - ღვარცოფმა წყალსაქაჩი სისტემა მოშალა...

ამ დროისთვის ზარალის ოდენობა ზუსტდება. წინასწარი ვარაუდით, ის დაახლოებით 60 ათას ლარს გაუტოლდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული