სფფ-ის ემბლემა რომელ ქვეყანას ეკუთვნის? მამუკა კვარაცხელია ქართულ ენას იცავს

AutoSharing Option
18 ნოემბერს, სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგით 25-ე რიგგარეშე ყრილობა გაიმართა.

ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და უეფას მედიაოფიცერი მამუკა კვარაცხელია, რომელიც 3 ოქტომბრის არჩევნებში დღევანდელი პრეზიდენტის კონკურენტი იყო:

"მსურს, ყრილობას ვთხოვო, ყურადღება გაამახვილოს რამდენიმე საკითხზე:

1. ინფრასტრუქტურაზე ვილაპარაკეთ და თუ არ დავიცავით სტადიონები, მათზე ისეთი შეტევა მიდის ვაიბიზნესმენების მიერ კორპუსების ასაშენებლად, რომ მალე საერთოდ აღარ გვექნება ფეხბურთის მოედნები და მერე რაღა აზრი ექნება ჩვენს მუშაობას?!

მოდით, ყრილობამ დაავალოს რეგიონული ფეხბურთის ფედერაციებს, აღრიცხონ ყველა მოედანი მათ რეგიონებში, ხოლო ტარიელ ხეჩიკაშვილს ვთხოვოთ, დააყენოს პარლამენტში მათი ხელშეუხებლობის საკითხი!..

2. ახსენეთ კერძო ინვესტორები: დღეს შვიდმა კაცმა რომ თქვას, ფეხბურთი აღარ გვინდაო, ქართული ფეხბურთი მოკვდება: მოდით, ყრილობამ მიმართოს პარლამენტსა და მთავრობას, რომ რომან ფიფიას ("დინამო"), ბესო ჩიხრაძეს ("გაგრა"), ილია კოკაიას ("ზესტაფონი"), ფრიდონ ინჯიას ("მერანი"), გურამ რუხაძეს ("ვიტ ჯორჯია"), ლექსო თოფურიას ("ლოკომოტივი"), ტარიელ ხეჩიკაშვილს ("საბურთალო") ღირსების ორდენი მიანიჭონ იმ წვლილისთვის, რაც მათ ჩვენი ფეხბურთის შესანარჩუნებლად გაიღეს და ამდენი წელია, კლუბებს საკუთარი სახსრებით ინახავენ...

3. თქვენ უკან, კედელზე, გაკრულია ფედერაციის ემბლემა და გეკითხებით, ის რომელ ქვეყანას ეკუთვნის? GFF - შეიძლება გრენლანდიასაც ჰქონდეს ასეთი აბრევიატურა და გიბრალტარსაც. რატომ არ არის ქართული დასახელება - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია? ჩვენ "ჯი-ეფ-ეფი" არ დაგვიფუძნებია 25 წლის წინათ!

ფიფაში 209 ქვეყანაა და ასე უპატივცემულოდ არავინ ეპყრობა საკუთარ ენასა და ანბანს, რომელიც, სხვათა შორის, მსოფლიოში მხოლოდ თოთხმეტია", - განაცხადა კვარაცხელიამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
მართალია ეს ადამიანი,არ შეიძლება რომ,კობიაშვილმა დაასაქმოს ფედერაციაში. ნამდვილად არ არის დასაკარგი პიროვნება
beqa
13:10 19-11-2015
0
სწორი შენიშვნებია. მდაბიო მიდგომა გვაქვს საკუთარი ანბანისა და ენისადმი, ფეხბურთშიც და კალათბურთშიც.
რეზო
13:23 19-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული