ახალი სპონსორი ქართულ ფეხბურთში? - ტყიბულის "მეშახტე" თურქებმა შემოსეს

AutoSharing Option
თურქეთის უდიდესი სამედიცინო გაერთიანების, "მედიკალპარკის" წარმომადგენელმა საქართველოში - ნური დურსუნ ოსკანლიმ პირველ ლიგაში ტყიბულის "მეშახტეს" საჩუქრად სათამაშო ფორმის კომპლექტი გადასცა.

"მედიკალპარკი", რომელიც ქვეყნის მასშტაბით 32 კლინიკას აერთიანებს, სპონსორობას ცნობილ თურქულ კლუბებს უწევს.

ნური დურსუნ ოსკანლის განცხადებით, "მედიკალპარკი" დაინტერესებულია და მზადაა, ქართულ სპორტს გაუწიოს დახმარება და ამ მხრივ, "მეშახტე" პირველი კლუბია. უახლოეს მომავალში ტყიბულელებს სამედიცინო აღჭურვილობაც გადაეცემათ.

თურქები საქართველოს უმაღლესი ლიგის კლუბებთანაც აწარმოებენ მოლაპარაკებებს. "მედიკალპარკისა" და "მეშახტეს" შორის თანამშრომლობა სპორტულ სფეროში მოღვაწე რამაზ მაღლაფერიძის ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ფორმები? კარგია, მაგრამ ლოგო რა ახატიათ?
0
ეგრევე ნუ იცით ხოლმე ილუზიებში გადავარდნა. კარგია, რომ თურქებმა მოწყალება გაიღეს და ფორმები შეუძინეს მეშახტეს. მაგრამ ეს საიდან გაძლევთ იმის თქმის საშუალებას, რომ სპონსორი გამოჩნდა? ამ კომპანიამ მეშახტე იყიდა თუ სასპონსორო კონტრაქტი გააფორმა?
ეს არის ამ კომპანიისთვის ერთი რიგითი კეთილშობილური აქცია.
georgiano
23:16 02-12-2015
0

სიახლეები პოპულარული