ლიონელ მესიმ ჯაბა ჯიღაურს საჩუქარი გაუკეთა

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" ფორვარდმა ლიონელ მესიმ თბილისის "დინამოს" ნახევარმცველს, ჯაბა ჯიღაურს თავისი მაისური უმახსოვრა, რომელსაც თან ავტოგრაფი ახლავს.

23 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ამის შესახებ "ფეისბუქში" დაწერა. როგორც პოსტიდან ვიგებთ, ჯიღაურს მესის მაისურის მოპოვებაში "დინამოს" ყოფილმა მწვრთნელმა ალექს გარსიამ შეუწყო ხელი, რომელიც თბილისური გუნდის გაწვრთნამდე "ბარსელონაში" მუშაობდა.

"საჩუქარი ლეო მესისგან. დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს, ალექს გარსიას და გიორგი ყოლბაიას", - წერს ჯიღაური.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 8 /
:D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D

ქართული ფეხბურთის მიღწევა :D :D :D :D
giga
15:51 04-12-2015
0
:))))))))))))))))
:))))
17:06 04-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული