დავით პეტრიაშვილის გარდაცვალების ფაქტს პროკურატურა იძიებს

AutoSharing Option
უეფას ეროვნული ასოციაციის სამმართველოს უფროსი მენეჯერის, დავით პეტრიაშვილის გარდაცვალების ფაქტს პროკურატურა იძიებს. ამის შესახებ ინფორმაცია sportall.ge-ს პროკურატურაში დაუდასტურეს.

ცნობილია, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

უწყებაში სხვა კონკრეტულ დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ. პროკურატურაში აცხადებენ, რომ დამატებითი ინფორმაცია მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

20 დეკემბერს უეფას ეროვნულ ფედერაციებთან ურთიერთობის მენეჯერი დავით პეტრიაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა.

დავით პეტრიაშვილს მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავა როგორც
ქართულ ფეხბურთში, ისე - უცხოურში. პეტრიაშვილი უეფას და ფიფას მატჩების დირექტორი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, თბილისის "დინამოს" ყოფილი მმართველი დირექტორი გახლდათ.

გარდა ამისა, პეტრიაშვილი სამხრეთ აფრიკაში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქალაქ ბლუმფონტეინში გამართული ყველა მატჩის დირექტორი იყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული