საფეხბურთო სკოლა "ოლიმპთან" მოსწავლეებისა და მშობლების საპროტესტო აქცია გაიმართა

AutoSharing Option
საფეხბურთო სკოლა "ოლიმპთან" მოსწავლეებისა და მშობლების საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა "ოლიმპის" ტერიტორიაზე არსებული სტადიონის ადგილზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა გააპროტესტეს.

როგორც "ოლიმპის" დამფუძნებელმა მამუკა გუგეშაშვილმა განაცხადა, ლატვიური კომპანია "საბას" წარმომადგენლებმა სტადიონის ტერიტორია მოტყუებით შეიძინეს.

"დავით საგანელიძე, რომელიც კომპანია "საბას" წარმომადგენელია, ფულის მონაა
- აქ სპორტული კომპლექსი უნდა აშენებულიყო, სანაცვლოდ კი საცხოვრებელ კორპუსს აშენებენ. 500-მდე ბავშვი ჰაერშია დარჩენილი და მათ სავარჯიშო ადგილი აღარ აქვთ. მოვითხოვ, გამოძებნონ ალტერნატიული ფართი და აგვინაზღაურონ ზარალი", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მამუკა გუგეშაშვილმა.

სკოლის დირექტორის, ანდრო ცინცაძის თქმით კი, ადმინისტრაცია არავის გაუფრთხილებია იმის თაობაზე, რომ სტადიონის დემონტაჟი გუშინ ღამით დაიწყებოდა. მისივე განმარტებით, კომპანია "საბასთან" მიღწეული შეთანხმების საფუძველზე მშენებლობა ივნისში უნდა დაწყებულიყო და არა გუშინ ღამით. აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. მათ სტადიონზე შეკრებილ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

"სტადიონის გაყიდვაზე პასუხისმგებელმა პირმა აუცილებლად უნდა აგოს პასუხი და არ აქვს მნიშვნელობა, ეს ამ მთავრობის დროს მოხდა თუ წინა მთავრობის პირობებში. გასარკვევია, მერიაში ვის ეკისრება ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა", - განაცხადა ნიკა მელიამ.

კომპანია "საბას" წარმომადგენლებს საპროტესტო აქციის მონაწილეთათვის ჯერჯერობით არ უპასუხიათ.

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
იქნებ მელიამ ბათუმის სტადიონის დანგრევაზეც თქვას რამე, მაგის გუნდელები ასევე წარმატებით რომ ანგრევდენ სტადიონებს, ახლა ვითომ შეწუხებულები არიან მაგას არავინ ჭამს.
bebeto
23:07 30-12-2015
0
კაი კაცი ხარ,ნიკა რომ შეუერთდი აქციას,იქნებ ალასანიასა უნივერსიტეტის სტადიონზეც თქვა პროტესტი ,მაგასაც ანგრევს მიშას დედა,ყოფილი ს.ტ.უ.
zaza
16:50 30-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული