ალექსანდრე ჩივაძე ახალგაზრდულს აღარ გაწვრთნის, მაგრამ სფფ-ში იმუშავებს

AutoSharing Option
გადაწყვეტილი ამბავია - ქართული ფეხბურთის ლეგენდა, 60 წლის ალექსანდრე ჩივაძე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს აღარ გაწვრთნის. ეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილსა და თავად ჩივაძეს შორის მოლაპარაკების შემდეგ გაირკვა.

გადაწყვეტილია ისიც, რომ ჩივაძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში იმუშავებს, ოღონდ რა თანამდებობაზე, ეს უახლოეს მომავალში გაცხადდება.

მალე გაირკვევა ისიც, თუ ვინ იქნება ჩივაძის შემცვლელი 21-წლამდელთა თავკაცის პოსტზე. ამ დროისთვის, ჩვენს ახალგაზრდებს ევროშესარჩევ ციკლში მეოთხე ადგილი უჭირავთ და ფინალურ ეტაპზე მოხვედრის იმედი გადაწურული აქვთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ჩივაძის მოძულეებს არანაირი მტკიცებულებები, ლოგიკა და არგუმენტი არ აქვთ. მხოლოდ ჭორებს ეყრდნობიან. საშა იყო, არის და იქნება მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა.
tngh
17:28 31-12-2015
0
ული ჰიონესმა ბევრი ვინმე ჭამა როგორც ფეხბურთელმა მარა სადაც არის კი ვიცით, და ჩივაძე ყველას მოერგო 
ყველა ნაკრები მენეჯერეის პოსტი არა სამუდამოდ ქონდეს ყველაფრის უფლება რახან ნაპოლი შეჭამა, ნაკრებში ყოფნა ქველმოქმედება არ არის.
niko
16:28 31-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული