ალექსანდრე ჩივაძე ახალგაზრდულს აღარ გაწვრთნის, მაგრამ სფფ-ში იმუშავებს

AutoSharing Option
გადაწყვეტილი ამბავია - ქართული ფეხბურთის ლეგენდა, 60 წლის ალექსანდრე ჩივაძე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს აღარ გაწვრთნის. ეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილსა და თავად ჩივაძეს შორის მოლაპარაკების შემდეგ გაირკვა.

გადაწყვეტილია ისიც, რომ ჩივაძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში იმუშავებს, ოღონდ რა თანამდებობაზე, ეს უახლოეს მომავალში გაცხადდება.

მალე გაირკვევა ისიც, თუ ვინ იქნება ჩივაძის შემცვლელი 21-წლამდელთა თავკაცის პოსტზე. ამ დროისთვის, ჩვენს ახალგაზრდებს ევროშესარჩევ ციკლში მეოთხე ადგილი უჭირავთ და ფინალურ ეტაპზე მოხვედრის იმედი გადაწურული აქვთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ამიტომ არ უნდა ჩაიდინო ისეთი რამ რომ მერე შეგრცხვება.მართალია ჩივაძეს არ ეპიტნავებოდა კობის მოსვლა რადგან თბილად იყო რ.არველაძესთან შესული.მაგრამ ხალხმა ასე გადაწყვიტა.ეხლა წავიდეს თუ კაი ბიჭია და ნუ ემათხოვრება კობის.მაგრამ კობი კეთილია ითვალისწინებს დამსახურებას ქართული ფეხბურთის წინაშე და 60წლისა აღარ გამოეკიდა და აპატია რაც ჭამა
ქუთაისი
12:59 31-12-2015
0
ბ-ნი ალექსანდრე ჩივაძის გარეშე, პირადად ჩემთვის და ჩემს ირგვლივ მყოფი გულშემატკივრებისათვის, წარმოუდგენალია საქარტველოს ფეხბურთი. ჩივაძის დამსახურებას და უდიდეს ღვაწლს სათანადო დაფასება უნდა და არა ჭორების აგორება. იმედი მაქვს, რომ ყველას ეყოფა გონიერება და ბ-ნი ალექსანდერს შესაფერის, დამსახურებულ და ფრიად საპატიო ადგილს შესთავაზებენ. ესეთი შეიძლება იყოს საქართველოს ყველა ნაკრებების გენერალური მენეჯერის პოსტი.
tngh
14:57 31-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული