ხეჩიკაშვილი მიიჩნევს, რომ მოსწავლეებს ვარჯიშში პრობლემები არ უნდა შეექმნათ.
"ყველა ჭკუათმყოფელი ადამიანი იმას იფიქრებს, რომ აუცილებელია ბავშვებისთვის ალტერნატიული ფართის მოძიება. არ უნდა შეწყდეს არც ერთი სპორტული აქტივობა ბავშვების მხრიდან", - განაცხადა ხეჩიკაშვილმა.
მისი განმარტებით, დაელოდება აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას.
"ბავშვებს სტადიონის გარეშე არ დავტოვებ", - აღნიშნა მინისტრმა.