ტარიელ ხეჩიკაშვილი: ბავშვებს სტადიონის გარეშე არ დავტოვებ

AutoSharing Option
აუცილებელია მოიძებნოს ალტერნატიული ფართი, თუ მერიამ სტადიონის დემონტაჟის ბრძანება გასცა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დღეს სპორტის სასახლესთან განუცხადა, სადაც სკოლა "ოლიმპის" მოსწავლეებისა და მშობლების მორიგი აქცია გაიმართა.

ხეჩიკაშვილი მიიჩნევს, რომ მოსწავლეებს ვარჯიშში პრობლემები არ უნდა შეექმნათ.

"ყველა ჭკუათმყოფელი ადამიანი იმას იფიქრებს, რომ აუცილებელია ბავშვებისთვის ალტერნატიული ფართის მოძიება. არ უნდა შეწყდეს არც ერთი სპორტული აქტივობა ბავშვების მხრიდან", - განაცხადა ხეჩიკაშვილმა.

მისი განმარტებით, დაელოდება აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას.
"ბავშვებს სტადიონის გარეშე არ დავტოვებ", - აღნიშნა მინისტრმა.

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნამდვილად არ უნდა დარჩენ სტადიონის გარეშე ბავშვები.იმ ადგილის გამყიდველი სად არის ახლა ნეტავ ალბათ ბუჩქებში ზის და იქიდან აკვირდება მოვლენებს.
bebeto
23:04 06-01-2016
0
ოდაოდ საუკეთესო სპორტის მინისტრია!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული