"ახლა ყველაფერი დამოკიდებულია დავით ნარმანიაზე, გადარჩება თუ არა "ოლიმპი"

AutoSharing Option
გულშემატკივრები და საფეხბურთო საზოგადოება გვიან, მაგრამ მაინც გამოცოცხლდა. "ოლიმპის" სტადიონის გარშემო დაწყებული ბრძოლა სწორედ საზოგადოების გამოფხიზლების ნიშანი იყო...

ეგაა, ამ საქმეში პოლიტიკოსების აქტიურობა საქმეს აშკარად ვნებს და სხვა კალაპოტში გადაჰყავს. თუმცა, მწვრთნელების, ფეხბურთელებისა და "ოლიმპის" მეპატრონე მამუკა გუგეშაშვილის აქტიურობა და მერიის, ფეხბურთის ფედერაციისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელთა ჩართულობა კარგია, ოღონდ, ამ ყველაფრის მიუხედავად, "ოლიმპის" გადარჩენა შეუძლებელი ჩანს.

ამის მიუხედავად, გუგეშაშვილი გაჩერებას არ აპირებს.

საერთოდ, "ოლიმპის" გარშემო კურიოზული ვითარებაა - საფეხბურთო სკოლას ტერიტორია 25-წლიანი იჯარით აქვთ აღებული, მაგრამ ის გაყიდ
ეს და ეს ხელშეკრულება ფარატინა ქაღალდად აქციეს. ახლა ამბობენ, რომ ტერიტორიის მესაკუთრის, ანუ სამშენებლო კომპანიის უფლებას არ დაარღვევენ.

აბსოლუტურად მართალია, მაგრამ "ოლიმპის" სკოლის არსებობაზე გაცემული საიჯარო ხელშეკრულება, იქ არსებული შენობა-ნაგებობები და მატერიალური ქონება დასაცავი არ არის? ერთის უფლება თუ დაცულია, საფეხბურთო სკოლის მესაკუთრის კანონიერ მოთხოვნებს დაცვა არ სჭირდება?!

"ახლა ყველაფერი დამოკიდებულია დავით ნარმანიაზე - გადარჩება და თუ არ გადარჩება "ოლიმპი", თბილისის მერს შეუძლია გასცეს ან არ გასცეს მშენებლობის ნებართვა. ჩვენი პრობლემა სპორტის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა კარგად გაიგო და იმედია, ამას სხვებიც გაითავისებენ.

ფინანსურ დავაზე ჯერ თავს შეგნებულად ვიკავებ. არ მინდა, ყველაფერი ისე გაიგონ, თითქოს მე აქ ეს ინტერესი მაქვს. მთავარი - ბავშვები და ფეხბურთია.

თუ "ოლიმპის" ამ ტერიტორიის გადარჩენა მოხერხდება, პირობას ვიძლევი, გვერდზე გავიწევი და სკოლას სპორტის სამინისტროს, ფეხბურთის ფედერაციას და ნებისმიერ იმ პირს გადავცემ, ვისაც ფეხბურთის გადარჩენის ინტერესი აქვს", - ამბობს გუგეშაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
აბა დარხევია "ოლიმპს" და ეგაა. კ.... რისი გადამრჩენელია :(
მერაბი
13:13 09-01-2016
0
ოლიმპს მაშვინ დაერხა როცა გაყიდეს და ნარმანია აქ რაშუაშია ისე სადიყო ოლიმპის ყოფილი მეპატრონე აქამდე ხმას როარ იღებდა ან მისი მომხრეები და ნარმანიას კრიტიკოსები რას აკეთებდენ 2009 წლიდან დღემდე მოყოლებული.
qutaiseli
18:15 09-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული