პროტესტი... სიმღერით! - გლდანის მინისტადიონის დასაცავად აქცია იგეგმება

AutoSharing Option
გულშემატკივრები და საფეხბურთო საზოგადოება გვიან, მაგრამ მაინც გამოცოცხლდა. "ოლიმპის" სტადიონის გარშემო დაწყებული ბრძოლა სწორედ საზოგადოების გამოფხიზლების ნიშანი იყო...

ხალხი გლდანში (გლდანის I მ/რ-ის მე-10 კორპუსი) არსებული მინისტადიონის შენარჩუნებასაც ცდილობს. ამ დიდ დასახლებაში სპორტული მოედნების ნაკლებობაა და ეს მინიმოედანი გამონაკლისია. მაგრამ წლების წინათ, ტერიტორია კერძო მესაკუთრეს გადაეცა, რომელმაც მაღაზია ააშენა, ახლა კი მოედნის აღება და იქ კორპუსის ჩადგმა სურს.

ამან ხალხის პროტესტი გამოიწვია. განსაკუთრებით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი კახა ალადაშვილი აქტიურობს. მან "ჯვაროსნების" სხვა ყოფილი და დღევანდელი წევრ-კანდიდატებიც აიყოლია -
ოთარ მარცვალაძე, დავით კვირკველია, ლაშა სალუქვაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი ილურიძე
...

ალადაშვილი ამასაც არ დასჯერდა, საზოგადოებრივი მოძრაობა - "დავიცვათ ხალხის უფლებები" - ჩამოაყალიბა და სტადიონის დასაცავად ცნობადი სახეებიც შემოიკრიბა. მან ეს "ლელოსთან" საგანგებო განცხადებაში გაამხილა.

"კვირას, 10 იანვარს, 13 საათზე, ჩვენს მინისტადიონზე გაიმართება სოლიდარობის კონცერტი. მასში მონაწილეობას მიიღებენ ნოდიკო ტატიშვილი, გიო ხუციშვილი, გიორგი სუხიტაშვილი და სხვა ცნობილი სახეები.

ჩვენი სტადიონის პრობლემა გულთან ახლოს მიიტანეს ისეთმა ადამიანებმა, რომელთაც ჩვენს უბანთან არანაირი კავშირი არ აქვთ. მათ ჩვენი თანადადგომა სურთ და თავისებურად გამოხატავენ პროტესტს ამ უკანონობასთან დაკავშირებით - სტადიონის ნაცვლად კორპუსის აშენება მომავალ თაობებს ბავშვობას წაართმევს.

უბრალოდ, ჩვენი ვალიცაა, კვირას სტადიონზე შევიკრიბოთ და ხმამაღლა დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი. იქნებ, ეს პროტესტი ყველამ გაიგოს და შეისმინოს", - ამბობს ალადაშვილი.

ძალიანაც კარგი, რომ სტადიონების შენარჩუნების პროცესში ფეხბურთელები გააქტიურდნენ. თბილისში უკვე დაკარგულია 25 სტანდარტული მოედანი და საფეხბურთო სკოლა. ეს დამღუპველი პროცესი უნდა შეჩერდეს... თუმცა დიდი ხნით ადრე უნდა შეჩერებულიყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ვინც სტადიონებსა და საერთოდ სპორტულ ნაგებობებს ანადგურებს ...
მურთაზი
10 იანვარი 2016 17:38
0
კარგია რო ვიცავთ მოედნებს ეხლა გაათმაგებული შრომა ჩადეთ ვარჯიშში კომპიუტერთან ჯდომას ჯობია ის გაქსუებულები რო ხედავენ მაიც არავის უნდა ფეხბურთი იმიტომ ბედავენ ბავშვებო მარტო 2 საათი კი არა დილიდან საღამომდე ივარჯიშეთ
dato
10 იანვარი 2016 11:00
0
კარგია რო ვიცავთ მოედნებს ეხლა გაათმაგებული შრომა ჩადეთ ვარჯიშში კომპიუტერთან ჯდომას ჯობია ის გაქსუებულები რო ხედავენ მაიც არავის უნდა ფეხბურთი იმიტომ ბედავენ ბავშვებო მარტო 2 საათი კი არა დილიდან საღამომდე ივარჯიშეთ
dato
10 იანვარი 2016 10:58
0
აბა თქვენც მოგცეს მაგ კორპუსში ბინები გასცემდით თუ არა ნებართვებს ჰაა ? :D
ბურუსა
09 იანვარი 2016 22:32
0
ჩემი კორპუსის წინ არის. დღე და ღამ ჟრიამულია მაგ სტადიონზე. შევარდნაძის დროს კაპიკებად და ქრთამების ფასად ჩაიგდო ვიღაც გაქსუებულმა ხელში ეგ ადგილი, სააკაშვილის დროს უნდოდა 10-სართულიანი კორპუსის ჩადგმა, მაგრამ ხალხის პროტესტის გამო ვერ შეძლოშეძლო და სანაცვლოდ მაღაზიისთვის იქვე მიუზომეს ტერიტორია, ახლა "სამართლიანობა" აღადგინა მიშას დროს "დაჩაგრულმა" და ეტყობა იმ დონეზე ჩააწყო, უკვე უფრო დიდი, 16-სართულიანი კორპუსის აშენებას აპირებს
merabi
09 იანვარი 2016 18:36
0
Yvelas visac fexburti uyvars da ელემენტარულად თავისი შვილების მომავალი აღელვებს ყველა უნდა მივიდეთ და დავდგეთ ერთად ამ უმსგავსობის აღსაკვეთად,ამის მერე ერთი სტადიონიც კი არ უნდა დაინგრეს საქართველოში აი ამით უნდა დავიწყოთ ფეხბურთის მშენებლობა და არა სტადიონების ნგრევით.მე პირადად მივალ ხვალ აუცილებლად და თქვენც მოგიწოდებთ მისვლას!!!
zviad
09 იანვარი 2016 17:06
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული