[ოთხშაბათის საკითხავი] რატომ (არ) უნდა შევიყვანოთ ბავშვი ფეხბურთზე?

AutoSharing Option
ფოტოზე: ნოდარ ახალკაცი
დღევანდელ რუბრიკაში სულ სხვა რამეზე მინდოდა დამეწერა, მაგრამ თემა ისეთია, წაყრუება ნაღდად არ ივარგებს. თემა იმდენად ღრმაა და მტკივნეული, რომ ერთი საგაზეთო წერილი ვერაფრით ეყოფა, მაგრამ ისიცაა, რომ თუ პრობლემა ადგილიდან არ დაძარი, ის ყოველთვის იქნება მწვავე და არც თავს დამალავს...

სამარშრუტო ტაქსის ამბავი უნდა მოვყვე. იქ ერთი დედა უმტკიცებდა მეორეს, რომ ძალიან მართებულად მოიქცა, როცა შვილი ფეხბურთზე არ შეიყვანა. მისი თქმით, ბავშვი ახლა სპორტის სხვა სახეობაზე დადის (შეგნებულად არ ვასახელებთ სახეობას, რათა იმ შესანიშნავი სპორტისადმი "ისეთი"
დამოკიდებულება არ დაგვწამონ).

მეორე, ფეხბურთელი ბავშვის დედა კი იმ ქალს, გამარჯვებულის პოზით რომ ლაპარაკობდა, თავჩაღუნული უსმენდა და ბევრი აღარ აკლდა, ალბათ, დაეთანხმებოდა კიდეც ყველაფერში, მაგრამ შვილი აყოვნებდა, რომელიც ლამის თვალცრემლიანი უცქერდა დედას.

ის ქალი კი დაიქოქა და აღარ გაჩერდა. ქართული ფეხბურთიო, ამბობდა ის, ერთი დიდი წუმპეაო. თუ პატრონი არ გყავს და შეძლება არ მოგდევს, შენი საქმე წასულიაო.

საქართველოში საეჭვო თამაშები ბევრიაო. ვთქვათ, თუ გაუმართლა ვინმეს და რაღაცას მიაღწია, მერე ეგრევე თავში უვარდებაო. აგერ, ჩვენი ჩემპიონატი რა არისო, ჯერ ტელევიზორში არ აჩვენებენ და მერე რასაც ვხედავთ, სულ ცარიელი ტრიბუნებიაო...

მეო, ამბობდა ძალიან მოწადინებული და მოტივირებული ქალი, შვილს ამისთვის ვერ გავწირავო. მე მინდა, რომ ის წესიერი, პატიოსანი კაცი გამოვიდეს და დღეს ქართულ ფეხბურთში ასეთების დეფიციტიაო...

გააგრძელა და ბოლოს მენტორის პოზით უთხრა მეორე დედას, ეგ შენი შვილი, ჩემთვის ძვირფასი ბავშვი, სასწრაფოდ გაარიდე ფეხბურთს, სანამ საბოლოოდ არ დაღუპულაო...

სათქმელი ენის წვერზე მომადგა. კინაღამ უთანასწორო კამათში ჩავები უზომოდ მოტივირებულ ქალთან და ის კი დამავიწყდა, წინასწარვე მარცხი რომ მქონდა გამოწერილი. ბოლოს შევიკავე თავი და მაგრადაც გადავრჩი.

ჯერ ერთი, ის ქალი ისე იყო თავის სიმართლეში დარწმუნებული, ვეღარავინ გადაარწმუნებდა და მეორეც - სულო ცოდვილო, ბევრ სიმართლეს კი ღაღადებდნენ იმ ზომიერად ფერხორციანი ქალის ბაგენი.

აი, მეც არ ვიცი, შვილი რომ მყავდეს, ფეხბურთზე შევიყვანდი თუ არა. ერთ დროს ზუსტად ვიცოდი, ახლა კი აღარ ვიცი...

* * *
ჩვენ ყველა ერთად ვთანხმდებით იმაზე, რომ დავით პეტრიაშვილის უდროო და ტრაგიკულმა გარდაცვალებამ ქართულ ფეხბურთს სერიოზული დარტყმა მიაყენა. არადა, ფიფასა თუ უეფაში "ქართული საქმე" კვლავ საკეთებელია და თუ მთლად მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები არა, ელიტრაუნდები და ევროპის ასაკობრივი პირველობები მაინც არის "წამოსაღები".

უმცროსი ნოდარ ახალკაცის თანამდებობებს გადავხედე ფიფასა და უეფაში. რბილად რომ ვთქვა, შთამბეჭდავი ჩამონათვალია. ნოდარ ახალკაცი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იყო. მისი მმართველობის დრო-ჟამი ქართული ფეხბურთისთვის არ იყო ერთმნიშვნელოვანი. ჩვენ ვნახეთ ბევრი შეცდომა და არჩევნები, რომელიც არ უნდა გვენახა.

და მაინც, დღემდე მიმაჩნია, რომ ნოდარ ახალკაცის ფორმაციის ფედერაციამ კარგიც ბევრი გააკეთა. დღეს ჩვენში ამაზე ლაპარაკი არ არის პოპულარული, მაგრამ სწორედ იმ დროს შეიქმნა ერთიანი სანაკრებო სისტემა, გამოჩნდნენ ახალი ტალანტები, სულო ცოდვილო, უკეთესად შეფუთულ ჩემპიონატს ვატარებდით და ნაკრებიც ხშირად თვალსასეიროდ თამაშობდა.

რა ვუყოთ, რომ იმ დროში რომელიმე სფეროს მმართველი ხშირად იყო საერთო სიტუაციის მძევალი და დამოუკიდებლად, სხვა სფეროებთან ერთად, ვერც ფეხბურთი სუნთქავდა.

ნოდარ ახალკაცი ჯერ მხოლოდ 40 წლისაა. ჩინოსნისთვის ეს ძალიან ცოტაა. ქართულ ფეხბურთს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ნოდარ ახალკაცი გარიყოს.

ჩვენ გვყავს მამუკა კვარაცხელია, ვინც გამუდმებით, ყველა ფრონტზე დიდი მოთმინებითა და თავდადებით იბრძვის ქართული ფეხბურთის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. კვარაცხელია უკვე კარგა ხანია, უეფაში მუშაობს და დიდი ავტორიტეტი აქვს.

მოკლედ, არ არის ეს ხალხი გასარიყავი, დასაკარგი ხალხი...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 28 /
ახალკაცıს გაპრავება გıნდათ:
ruso
21 იანვარი 2016 23:38
0
Aხალკაცს არავინ მისტირის, საუბარი იმაზეა რომ ვისაც ძალუძს, ყველა უნდა დადგეს ფეხბურთის გადასარჩენად...

სატირალი კი ისაა, რომ ქართული ფეხბურთი მარტო თქვენს ამარაა დარჩენილი - არც ნაკლებია, მარა არც მეტი...
3რთი ბეწოა რა...
mamukas
21 იანვარი 2016 18:21
0
ფიფასა და უეფაში წარდგენა ხდება მხოლოდდამხოლოდ ეროვნული ფედერაციების მიერ. ანუ ახალკაცმა ჯერ თავისი თავი წარადგინა, ხოლო შემდეგ სიჭინავა წარადგენდა ხოლმე ! ახლა ვინც ახლკაცის ცოდნას მისტრის- როგორ უნდა გამოვიყენოთ ქართულ ფეხბურთში? ხელით დაჰქონდა მილიონები (1 მილიონ 700 ათასი ზუსტად) და კაცმა არ იცის დღემდე სად წაიღო მაქედან 200 000.... სიჭინავა არ ამბობდა 16 მილიონი ვალი დამიტოვაო? მერე თავად სიჭინავა წარადგენდა ხოლმე უეფაში :-) მოკლედ, რას თამაშობდნენ, ჩმთვის ადვილი გასაგებია... ვინმე ზურას რაც შეეხება. აგერაა ჩემი მობილი, 551955511 დამირეკე და კარგად გაგარკვევ ოლიმპის ამბავში! ვინც შეურაცხყოფა მომაყენა, ღმერთმა მოგიტევოთ, ლოცვაში მოგიხსენიებთ...
mamuka kvaracxelia
21 იანვარი 2016 17:27
0
ცნობისთვის: Mr. Nodar Akhalkatsi -
FIFA:
1) FIFA Consultant for FIFA Development Programme "Performance"
2) FIFA Consultant for governance, management and legal issues
3) FIFA Course Instructor
4) FIFA Match Commissioner
5) FIFA Development Office in Delhi - Assistant Development Officer

UEFA
1) UEFA Ethics and Disciplinary Inspector
2) UEFA Consultant
3) UEFA Match Delegate
4) Member of UEFA Research Grant Jury

ასეთი ბევრი გვყავს?

esec daidos
21 იანვარი 2016 11:40
0
მიტომაც უნდა მოხდეს მასიურად შეყვანა სხვა სპორტის სახეობებში. ეგ ყველაზე ადეკვატური პროტესტი იქნება.
giga
21 იანვარი 2016 11:34
0
დღევანდელი ნაკრების მოთამაშეთაგან რომელინეს მშობელი თუა მოქმედი ან ყოფილი მუშა? დამლაგებელი? მეეზოვე? ან გა თუნდაც "პუსტა–პუსტა" პოლიცლი? არა რა თქმა უნდა. მასეთი ხალხის შვილებისთვის დიდი ფეხბურთი არ არსებობს. ჯერ ხომ უზარმაზარი გადასახადია გადასახდელი ბავშვთა სკოლებში და მერე იმ გადასახადს გარდა თუ ნწვრთნელები არ აქეიფე დროდადრო, აღდგომა–ახალწლებზე "გრევები" თუ არ უკეთე, ისე ვინ ჩაგისვავს ძიორითადში ბავშვს?
გოგა
21 იანვარი 2016 11:13
0
საქართველოში გეხბურთს თამაშობენ?
13
21 იანვარი 2016 10:44
0
საერთოდ ნუ ლაპარაკობთ ქართულ ფეხბურთზე,სადაა ქართული ფეხბურთი?ჩაბარდა წარსულს
x
21 იანვარი 2016 09:57
0
ხალხს გონია საზგვარგარეთ უნივერსიტეტის დამთავრება მარტო დიდ მოაზროვნეს შეუძლია, ბევრი ძალიან საშუალო გაქნების ადამიანი დაამთავრებს არ არის აუცილებელი გენიოსი იყო ეს ერთი და მეორე ის რომ რახან უნივერსიტეტი დაამთავრა მაშინვე ამხელ თანამდებობა ჩააბარო ეს არის მარაზმი და რაც მივიღეთ კი ვნახეთ.
niko
21 იანვარი 2016 03:36
0
ძალიან უცნაური სტატიაა, ჯერ ერთი ყველამ იცის რა წუმპეშიცაა ქართული ფეხბურთი და მხოლოდ ფულიანი მამიკოს შვილებს აქვთ შანსი რაღაცის მიღწევის, მეორეც ახალკაცის ადვოკატობა რა საჭირო იყო, თქვენ გგონიათ ფიფა-უეფაში მარტო ტვინით გატენილი ზნემაღალი ბიძიები მუშაობენ? შეხედეთ რა სკანდალში არიან ეგენიც გახვეულები. ისე ტოპმიოლერის, კუპერის, ქეცბაიას და ბევრი სხვა ვინმეს ხელფასით რამდენი გაჭირვებული ოჯახის შვილი შეძლებდა საფეხბურთო სკოლებში სიარულს?
kote
21 იანვარი 2016 02:28
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული