[ოთხშაბათის საკითხავი] რატომ (არ) უნდა შევიყვანოთ ბავშვი ფეხბურთზე?

AutoSharing Option
ფოტოზე: ნოდარ ახალკაცი
დღევანდელ რუბრიკაში სულ სხვა რამეზე მინდოდა დამეწერა, მაგრამ თემა ისეთია, წაყრუება ნაღდად არ ივარგებს. თემა იმდენად ღრმაა და მტკივნეული, რომ ერთი საგაზეთო წერილი ვერაფრით ეყოფა, მაგრამ ისიცაა, რომ თუ პრობლემა ადგილიდან არ დაძარი, ის ყოველთვის იქნება მწვავე და არც თავს დამალავს...

სამარშრუტო ტაქსის ამბავი უნდა მოვყვე. იქ ერთი დედა უმტკიცებდა მეორეს, რომ ძალიან მართებულად მოიქცა, როცა შვილი ფეხბურთზე არ შეიყვანა. მისი თქმით, ბავშვი ახლა სპორტის სხვა სახეობაზე დადის (შეგნებულად არ ვასახელებთ სახეობას, რათა იმ შესანიშნავი სპორტისადმი "ისეთი"
დამოკიდებულება არ დაგვწამონ).

მეორე, ფეხბურთელი ბავშვის დედა კი იმ ქალს, გამარჯვებულის პოზით რომ ლაპარაკობდა, თავჩაღუნული უსმენდა და ბევრი აღარ აკლდა, ალბათ, დაეთანხმებოდა კიდეც ყველაფერში, მაგრამ შვილი აყოვნებდა, რომელიც ლამის თვალცრემლიანი უცქერდა დედას.

ის ქალი კი დაიქოქა და აღარ გაჩერდა. ქართული ფეხბურთიო, ამბობდა ის, ერთი დიდი წუმპეაო. თუ პატრონი არ გყავს და შეძლება არ მოგდევს, შენი საქმე წასულიაო.

საქართველოში საეჭვო თამაშები ბევრიაო. ვთქვათ, თუ გაუმართლა ვინმეს და რაღაცას მიაღწია, მერე ეგრევე თავში უვარდებაო. აგერ, ჩვენი ჩემპიონატი რა არისო, ჯერ ტელევიზორში არ აჩვენებენ და მერე რასაც ვხედავთ, სულ ცარიელი ტრიბუნებიაო...

მეო, ამბობდა ძალიან მოწადინებული და მოტივირებული ქალი, შვილს ამისთვის ვერ გავწირავო. მე მინდა, რომ ის წესიერი, პატიოსანი კაცი გამოვიდეს და დღეს ქართულ ფეხბურთში ასეთების დეფიციტიაო...

გააგრძელა და ბოლოს მენტორის პოზით უთხრა მეორე დედას, ეგ შენი შვილი, ჩემთვის ძვირფასი ბავშვი, სასწრაფოდ გაარიდე ფეხბურთს, სანამ საბოლოოდ არ დაღუპულაო...

სათქმელი ენის წვერზე მომადგა. კინაღამ უთანასწორო კამათში ჩავები უზომოდ მოტივირებულ ქალთან და ის კი დამავიწყდა, წინასწარვე მარცხი რომ მქონდა გამოწერილი. ბოლოს შევიკავე თავი და მაგრადაც გადავრჩი.

ჯერ ერთი, ის ქალი ისე იყო თავის სიმართლეში დარწმუნებული, ვეღარავინ გადაარწმუნებდა და მეორეც - სულო ცოდვილო, ბევრ სიმართლეს კი ღაღადებდნენ იმ ზომიერად ფერხორციანი ქალის ბაგენი.

აი, მეც არ ვიცი, შვილი რომ მყავდეს, ფეხბურთზე შევიყვანდი თუ არა. ერთ დროს ზუსტად ვიცოდი, ახლა კი აღარ ვიცი...

* * *
ჩვენ ყველა ერთად ვთანხმდებით იმაზე, რომ დავით პეტრიაშვილის უდროო და ტრაგიკულმა გარდაცვალებამ ქართულ ფეხბურთს სერიოზული დარტყმა მიაყენა. არადა, ფიფასა თუ უეფაში "ქართული საქმე" კვლავ საკეთებელია და თუ მთლად მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები არა, ელიტრაუნდები და ევროპის ასაკობრივი პირველობები მაინც არის "წამოსაღები".

უმცროსი ნოდარ ახალკაცის თანამდებობებს გადავხედე ფიფასა და უეფაში. რბილად რომ ვთქვა, შთამბეჭდავი ჩამონათვალია. ნოდარ ახალკაცი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იყო. მისი მმართველობის დრო-ჟამი ქართული ფეხბურთისთვის არ იყო ერთმნიშვნელოვანი. ჩვენ ვნახეთ ბევრი შეცდომა და არჩევნები, რომელიც არ უნდა გვენახა.

და მაინც, დღემდე მიმაჩნია, რომ ნოდარ ახალკაცის ფორმაციის ფედერაციამ კარგიც ბევრი გააკეთა. დღეს ჩვენში ამაზე ლაპარაკი არ არის პოპულარული, მაგრამ სწორედ იმ დროს შეიქმნა ერთიანი სანაკრებო სისტემა, გამოჩნდნენ ახალი ტალანტები, სულო ცოდვილო, უკეთესად შეფუთულ ჩემპიონატს ვატარებდით და ნაკრებიც ხშირად თვალსასეიროდ თამაშობდა.

რა ვუყოთ, რომ იმ დროში რომელიმე სფეროს მმართველი ხშირად იყო საერთო სიტუაციის მძევალი და დამოუკიდებლად, სხვა სფეროებთან ერთად, ვერც ფეხბურთი სუნთქავდა.

ნოდარ ახალკაცი ჯერ მხოლოდ 40 წლისაა. ჩინოსნისთვის ეს ძალიან ცოტაა. ქართულ ფეხბურთს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ნოდარ ახალკაცი გარიყოს.

ჩვენ გვყავს მამუკა კვარაცხელია, ვინც გამუდმებით, ყველა ფრონტზე დიდი მოთმინებითა და თავდადებით იბრძვის ქართული ფეხბურთის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. კვარაცხელია უკვე კარგა ხანია, უეფაში მუშაობს და დიდი ავტორიტეტი აქვს.

მოკლედ, არ არის ეს ხალხი გასარიყავი, დასაკარგი ხალხი...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 28 /
ახალკაცი უმცროსი რაც იყო ყველამ კარგად იცის და რა ვალებიც ქონდა ფედერაციას ესეც კარგად გვახსოვს ასე რო არუნდა აქეხლა ფიფა და უეფა და ზღაპრები ეგ ფიფა და უეფაც კარგი ნაგვის ყუთია და აგერ გამოჩნდა კიდეც რა ხალხი მართავს ფეხბურთს მსოფლიოში.დდ რა დაამთავრა სულარ მაინტერესებს რა გააკეთა ეგარი მთავარი.
quTaiseli
23:34 20-01-2016
0
მართალია მამუკა კვარაცხელია. 29 წლის ასაკში ფედერაციის პრეზიდენტობა ძალიან ადრეა. ჩემპიონატის კარგ მარკეტინგზე პროფ ლიგის პროფესიონალი და ფეხბურთზე შეყვარებული მმართველები ახერხებდნენ
dato
00:25 21-01-2016
0

სიახლეები პოპულარული