ეს არ არის მეგობრული საქციელი! - ერევნის "არარატს" აფხაზეთში გამგზავრება აუკრძალეს

AutoSharing Option
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებულ მიწებზე გამგზავრების წესების უგულებელყოფის არაერთი ფაქტი გვახსენდება. ბოლო მაგალითი 2015 წლის ზაფხულში მოხდა, როცა აფხაზეთში ჩატარებულ ტურნირზე უეფას და ფიფას წევრი სლოვაკეთის ერთ-ერთი პოპულარული კლუბის, "ჟილინას" საბავშვო გუნდი მიიწვიეს. ასევე - შარშან, როცა სეპარატისტული აფხაზეთის ნაკრები სამხრეთ ოსეთისა და მთიანი ყარაბახის ეგრეთ წოდებულ ნაკრებებს დაუპირისპირდა.

აფხაზეთი რუსული კლუბებისთვის მიმზიდველი ხელსაყრელი ფასების გამო გახდა. დღესაც იქ ვარჯიშობენ რუსული კლუბები - ხაბ
აროვსკის "სკა ენერგია" და ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგა". ჩვენი ქვეყნის მიმართ რუსეთის დამოკიდებულების ფონზე, ეს მოულოდნელი სულაც არ ყოფილა.

...მაგრამ ახლა კიდევ ერთი, ძალიან უსიამოვნო ამბავი მოხდა: აფხაზეთში შეკრების ჩატარება და იქ რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა სომხეთის ყველაზე პოპულარულმა კლუბმა, ერევნის "არარატმა" დაგეგმა. მაგალითად, დღეს, 27 იანვარს, სოხუმში, "დინამოს" სტადიონზე, "არარატს" ამხანაგურად ზემოთ ნახსენებ "ვოლგასთან" უნდა ეთამაშა...

თუმცა ეს თამაში ჩაიშალა და ამაში დიდი როლი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ითამაშა. ეს სეპარატისტული აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა რუსლან აჯინჯალმა ინტერნეტგამოცემა "სპუტნიკ-აბხაზიას" უთხრა:

"არარატის" წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ამხანაგური მატჩის ჩატარება აუკრძალა. როცა მიზეზით დავინტერესდით, გვიპასუხეს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთის შესაბამის უწყებას აცნობა, რომ სომხური გუნდის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩასვლა არასასურველი იყო. შესაბამისად, "არარატის" ხელმძღვანელობა საკუთარი მთავრობის წინააღმდეგ ვერ წავიდა".

მეზობელი ქვეყნის გუნდის თავკაცთა ამ საქციელს მეგობრულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ყველამ კარგად იცის, როგორი ტკივილია აფხაზეთი საქართველოსთვის. ცხადია, ეს ჩვენს მეზობელ სომხებს ყურმოკვრით არ სმენიათ.

უკვე გაისმა კიდეც მოწოდებები, რომ "არარატის" მიმართ საქართველოში სანქციები დაწესდეს. დაგვეთანხმებით, ამ ფაქტის ყურიდან ყურში გატარება დაუშვებელია.

გარდა ამისა, წლეულს, ზაფხულში, აფხაზეთი არაღიარებელ ქვეყნებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობას აპირებს. ტურნირში 500-მდე ფეხბურთელი ითამაშებს. ცხადია, მისი რეალური ორგანიზატორი რუსეთია. ამ ყველაფერს კი რეაგირება სჭირდება, რადგან არაღიარებული ქვეყნების ნაკრებების წევრებს აღიარებული ქვეყნების პასპორტები აქვთ და ამ ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებთან შესაბამისი მუშაობაა საჭირო.

ამ საკითხზე სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა პრესკონფერენციაზე ილაპარაკა:

"რა კომენტარი უნდა გავაკეთო? ჯერ უნდა დადასტურდეს ინფორმაცია, რამდენად რეალურია აფხაზეთში არაღიარებელი ქვეყნების მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება. საკითხს შევისწავლით და საჭირო ცნობების მოპოვების შემდეგ რეაგირებას მოვახდენთ.

რაც შეეხება ერევნის "არარატის" აფხაზეთში მომზადებას, ეს ინფორმაცია გუშინ მივიღეთ. უეფასა და ფიფაში წერილს ვამზადებთ, რომ მომავალში მსგავსი პრეცედენტები გამოირიცხოს", - ამბობს კობიაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
მას შემდეგ,რაც ვარდან მამიკონიანი და ვახტანგ გორგასალი გაყიდეს სპარსელებტან ბრძოლაში,ყიდიან ყველაფერს და იპარავენ, რაც კი მოეწონებათ; აბა მომედავეთ ყველაზე მაგარო სომხებო.

ომარი
20:21 07-02-2016
1
იცით სომხებს თავიანთი მიწა ჰგონიათ აფხაზეთი,მითუმეტეს ომის შემდეგ, როცა მათმა რიცხვმა აფხაზეთში საგრძნობლად იმატა,მთელი ვაჭრობა და ეკონომიკა მათ ხელშია, ქართველების საუკეთესო სახლები მაგათ დაიკავეს მოკლედ პარადი მაგათ მიჰყავთ,და რატომ არ ენდომებოდათ ერევნელებს თანამემამულეებთან გასეირნება,მითუმეტეს ზაფხულს იქ ატარებენ.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული