სფფ-მ მსაჯები თურქეთში შეკრებაზე გაუშვა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მომსახურე მსაჯები თურქეთში გაამგზავრა.

39 არბიტრი ანტალიაში კვალიფიკაციის ასამაღლებელ შეკრებას გაივლის და მეორე წრისთვის მოემზადება. ისინი საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებსაც მოემსახურებიან, რომლებიც ახლა ანტალიაში ძალიან ბევრი იმართება.

გამგზავრებამდე მსაჯებს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები შეხვდნენ და პრობლემებზე ილაპარაკეს. სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და ვიცე-პრეზიდენტებმა - კახა ჭუმბურიძემ და ნიკოლოზ ჯღარკავამ მსაჯთა განყოფილებაში დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრეს.

ახალი საფეხბურთო სეზონიდან აქ სტრუქტურული ცვლილებები და ახალი სამუშაო რგოლის შექმნა იგეგმება. სფფ-ის ხელმძღვანელობა საინფორმაციო ფორმატის შეხვედრას
მომავალ კვირას პირველი ლიგის მომსახურე მსაჯებთანაც გეგმავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული