სახელმწიფო ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის 265 მლნ ლარს გამოჰყოფს

AutoSharing Option
მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ფეხბურთის განვითარებისთვის სახელმწიფო 265 მილიონ ლარს გამოჰყოფს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ დღეს დაამტკიცა ფეხბურთის განვითარების ხუთწლიანი პროგრამა და აღნიშნული თანხის გამოყოფას სწორედ ეს პროგრამა ითვალისწინებს.

მისივე თქმით, ამ ხუთწლიანი პერიოდის ათვლა მიმდინარე წლიდანვე დაიწყება.

"დღეს არის ისტორიული დღე. 25 წელია ელოდება გულშემატკივარი ფეხბურთის განვითარების პროგრამას. მინდა მადლობა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციას, რომელმაც უმოკლეს ვადაში ძალიან საინტერესო პროექტი წარმოადგინა, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა.

მომდევნო ხუთი წლის
განმავლობაში სახელმწიფოსგან თითოეულ გუნდს აქვს გარანტირებული თანადგომა. ამ პროგრამით ყველა გუნდი მიიიღებს სარგებელს. ეს პროგრამა ორიენტირებულია ფეხბურთის განვითარებაზე და ასევე, კერძო სექტორის წახალისებაზე, რომ ფეხბურთს გვერდით დაუდგეს", - განაცხადა ხეჩიკაშვილმა.

მისივე თქმით, პროგრამის პრეზენტაციას ფეხბურთის ფედერაცია უახლოეს დღეებში გამართავს.

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 27 /
ნამდვილად ფეხბურთის განვითარებისთვის გამოჰყოფს თუ ისევ ვიღაცეების გასამდიდრებლად....??!!
levani
05 თებერვალი 2016 10:08
0
აქ ზოგს საერთოდაც ვერ გაუგია რომ შეიქმნება ფეხბურთის განვითარების ფონდი და იქ ყველა მიმართულებაზე ცალკე იქნება თანხა გამოყოფილი ეს ერთი და მეორე მუნიციპალიტეტს და ქალაქს აქ უფლება დააფინანსოს გუნდი და ეს ფონდი მას არაფელში ხელს არ უშლის.აბა თუ ვინმეს გონია რო ეს თანხა გუნდის ხელფასებს და მომსახურე პერსონალს მოხმარდება მთლიანად ეს გამორიცხულია უბრალოდ გუნდს თუ აქვს 2მილიონი ბიუჯეტი ფედერაცია წაეხმარება თანხის გარკვეული რაოდენობით და არა ისე მომე ფული და მორჩა.რაგბში რა ვინმემ შეძლო და მოიპარა ფონდიდან რამე ესე იქნება აქაც მომიტან პროექტს რა უნდა გაგიკეთო კი ბატონო ავაშენოთ სკოლა იქნება სტადიონის კეთილმოწყობა იქნება და ას შემდეგ.დაარა საქულას დუქანი ადრე რო იყო.სახელმწიფო აუდიტიც შეგამოწმებს ყოველწელიწადს.ასე რო ვინც მაყუთის შოვაზე ფიქრობს ამ ფონდს არცუნდა გაეკაროს.
qutaiseli
05 თებერვალი 2016 09:37
0
ფეხბურთი უბრალოდ თამაში არაა-ქვეყნის პრესტიჟისა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის კულტივირების გარდა ის ინდუსტრიაა სადაც დასაქმებულია მრავალი ათასი ადამიანი და კიდევ საკმაოდ დიდი რაოდენობის ახალგაზრდებისათვის რეალური საშუალებაა იპოვოს საზღვარგარეთ მაღალანაზღაურებადი სამუშაო.
ფერნანდო
05 თებერვალი 2016 09:29
0
ეგ ფული სხვა სპორტს მოახმაროს მინისტრმა და მთავრობამ ჯობია, ჭიდაობას, ცურვას, ზამთრის სპორტს, სადაც რაიმე შედეგის დადება შესაძლებელია. ამ ფეხბურთს რა გადაეკიდნენ ვერ გავიგე. ნიჭი რაც გვქონდა 70 წლებში იყო და მაგის მერე მოკვდა მეტი აღარც იქნება, ტყუილია. რასაც უფრო ჭირდება ეგ ფული იმას მოახმარეთ... 250 მილიონით რამდენი სპორტის დახმარება შეიძლება, თქვენ კიდევ... ნუ მოკლედ
giorgi
05 თებერვალი 2016 03:29
0
იგივე დაფინანსებაა,რაც წინა წლეებში იყო,არაფერი არ შეცვლილა,გვაღადავებენ თუ რაა არის
beqa
05 თებერვალი 2016 02:24
0
ვის ფულს ხარჯავთ? ,,, და შედეგი თუ არ იქნა?

მაგ ფულით სტადიონებს სეტკა მაინც შემოავლეთ, ტრაქტორი არ შევიდეს და კორპუსი არ დადგას.
შავი მიხო.
05 თებერვალი 2016 02:17
0
ფეხბურთი გულშემატკივარისთვის არსებობს. პროგრამაში სირბილის ევროსტანდარტებამდე აყვანის გზები თუ არ არის დაკონკრეტებული ფეხბურთელებს ისევ ცარიელი ტრიბუნების წინ მოუწევთ თამაში.
გუჯა კახაძე
05 თებერვალი 2016 01:33
0
ვინმე ამიხსნის რატომ უნდა დახარჯოს სახელმწიფომ 265 მილიონი თამაშში?
რატომ?
05 თებერვალი 2016 01:30
0
გვეგადავებიან თუ რა ხდება მაგდენს წინა მთავრობაც იხდიდა. ყველა გუნდის დაპინანსება პლიუს ქვედა ლიგები და პლიუს გუნდების მგზავრობა და დაახლოებიტ 38 დან 48 მილიონამდე ხარჯავდნენ მარტო მაგაში მაგის გარდა ნაკრებების მწვრტნელების გადასახადს სახელმწიფო იხდიდა. რავი თ ცოდნა არ მატყუებს დიდი არპერია ცვლილება თანხაში. მაგრამ ეს არ არის მთავარი მთავარი ის არის რო ეს თანხა რაში დაიხარჯება. ხელპასებს ტუ მოხმარდა პეხბურტელებისას არაპერს არ აქვს აზრი. მტავარია რო მტლიანი ტანმხა დაიხარჯოს ყველა გუნდის ინპრასტრუქტურის მოწესრიგებაზე და აკადემიების შექმნაზე. ყველა გუნდს უნდა დაევალოს რო ქნდეს აკადემია ტუ არადა რა ჩწემი პეხები უნდა უმაგლეს ლიგაში
giorgi1111111
04 თებერვალი 2016 23:07
0
ვკითხულობ კომენტარებს და მიკვრს - არაფერი თქვენ არ მოგწონთ, არაფერი გიხარიათ, ყველაფერში ცუდს ხედავთ. რამე თქვენი ვარიანტი თუ გაქვთ დაწერეთ, იქნებ ჯობდეს ამათსას.
გური
04 თებერვალი 2016 22:53
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული