უცნობი ისტორია: ჯეიმი ვარდის თბილისის "დინამოში" უნდა ეთამაშა!

AutoSharing Option
"ოთხშაბათის საკითხავში" გვეწერა, რომ ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და პრემიერლიგის ლიდერ "ლესტერის" 29 წლის ფორვარდი ჯეიმი ვარდი, თავის დროზე, კინაღამ საქართველოში, კერძოდ, თბილისის "დინამოში" აღმოჩნდა.

ამის თაობაზე გვესაუბრება მენეჯერი ირაკლი ხვედელიანი, ვინც მაშინ "დინამოში" მუშაობდა, ოღონდ არა მენეჯერის თანამდებობაზე...

"ლაპარაკია 2011/12 წლების სეზონზე. მაშინ ვარდი ინგლისის რანგით მეხუთე ლიგის "ფლიტვუდში" თამაშობდა და იმ სეზონში დიდებული სტატისტიკა ჰქონდა - 36 მატჩში 31 გოლი! ინგლისის თასზე კი 6 შეხვედრაში 3 გოლი შეაგდო. რაც ყველაზე უფრო საყურადღებოა, გაუტანა რანგით მაღალი ლიგის კლუბებს...

იმ პერიოდში
თბილისის "დინამოში" ვმუშაობდი. ჩემს უშუალო მოვალეობაში არ შედიოდა ფეხბურთელების ტრანსფერებზე ზრუნვა და სრული პასუხისმგებლობით უნდა ვთქვა, რომ საკუთარი აზრი თავზე არასდროს არავისთვის მომიხვევია. მით უმეტეს, საქმე ეხებოდა ყველასთვის აბსოლუტურად უცნობ მოთამაშეს...

უბრალოდ, ვთქვი, რომ არის ასეთი და ასეთი მოთამაშე, მავანი ჯეიმი ვარდი და მას ეხერხება გოლების გატანა. ეს იყო და ეს. გავიხსენოთ, რომ "დინამოში" მაშინ ეგრეთ წოდებული გამტანი ფორვარდის პრობლემა იდგა...

იმ ადამიანის სახელს და გვარს არ დავასახელებ, მაშინაც "დინამოში" მუშაობდა და ახლაც საკმაოდ მაღალ თანამდებობაზეა. მან მითხრა - მეხუთე ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელი როგორ უნდა გამოგვადგესო?! რომ გავივლიდი და დამინახავდა, "ვარდი, ვარდიო", ხუმრობით მომაძახებდა ხოლმე...

მიმაჩნია, რომ ვარდი, რომელიც მაშინ 24 წლის იყო, "დინამოში" თამაშს სიამოვნებით დათანხმდებოდა. თანაც, მის წინ იყო ევროტურნირების პერსპექტივა...

ამ ამბებიდან ცოტა ხანში ერთ-ერთ ფორუმზე შევედი, სადაც მენეჯერები ამა თუ იმ ფეხბურთელზე ერთმანეთს აზრებს უზიარებდნენ, მსჯელობდნენ...

ვარდის თაობაზე ჩემი აზრიც დავწერე და აღვნიშნე - კარგი ფეხბურთელია-მეთქი. უცებ ვიღაცამ მომწერა - თუ გექნებათ ამ ფეხბურთელის მიმართ ინტერესი, შეგიძლიათ დამიკავშირდეთო. იქვე მივწერე - არ მაქვს არანაირი ინტერესი, უბრალოდ, ჩემი აზრი დავაფიქსირე-მეთქი...

როგორც დრომ აჩვენა, არ შევმცდარვარ. უკვე შემდეგ სეზონში ვარდი მივიდა "ლესტერში", რომელიც მაშინ ჩემპიონშიფში თამაშობდა. ერთი სეზონი მას ახალ გუნდთან ადაპტაციისთვის დასჭირდა. მერე პრემიერლიგაში 5 გოლი შეაგდო, ხოლო ამ სეზონში რასაც შვრება, ყველა ერთად ვხედავთ...

არადა, მაშინ, "ფლიტვუდში" ყოფნისას, ვარდის ღირებულება 50 ათასი ევრო იყო. დღეს რა ფასი აქვს ინგლისის ნაკრების ძირითად შემტევს, ამას ჩემი შეხსენება აღარ სჭირდება. განსხვავება მართლაც რომ ასტრონომიულია...

ისე, ახლა რომ ვფიქრობ, საქართველოში ჩამოუსვლელობამ ვარდის კარიერა აშკარად გადაარჩინა. არ მგონია, ჩვენი ჩემპიონატიდან ის ინგლისის პრემიერლიგის რომელიმე ლიდერში, თუნდაც დღევანდელ "ლესტერში" გადასულიყო და, შესაბამისად, ვერც ინგლისის ნაკრებში მოხვდებოდა", - გვითხრა ირაკლი ხვედელიანმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 31 /
ინგლისის ნაკრები ყოველ ტურნირზე მიიჩნევა უმთავრეს თუარა ერთ-ერთ ფავორიტად,თუმცა არაერთხელ დავრწმუდდით იმაში რომ შესარჩევი ეტაპის მაღალ დონეზე ჩატარება სულაც არ ნიშნავს რომ ფინალურ ეტაპზე გუნდი აუცილებლად ჩემპიონი გახდება,ინგლისიც მსგავსი მაგალითია.პრემიერლიგა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ლიგაა თუმცა ნაკრები რასაც აკეთებს ყველა ვხედავთ.ამით იმის თქმა მინდა რომ ეროვნული ჩემპიონატის დონე ყოველთვის არ არის გადამწყვეტი.
les-555
11 თებერვალი 2016 17:30
0
და მოიცათ, ეხლა აქ ამ ჩასვრილ ცოდო ქვეყანაში უნდა ჩამოსულიყო და თავისი ნამდვილი მომავალი არ ენახა? ვარდი კიარა ძროხებს მიხედეთ მინდვრებზე რო დაგირბით.
Darko
11 თებერვალი 2016 17:05
0
პირადად მე ინგლისის გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ და უფრო სხვა სტილის ფეხბურთი მომწონს, მაგრამ მათი ფეხბურთელების დონეს ეჭვქვეშ ვერვაყენებ...

მაგრამ ეგ რთულია თქვა დღევანდელ ინგლისზე, რაცარუნდა ჯგუფიდან პირველები გასულიყვნენ ესეთი სუსტი ინგლისის ნაკრები მე არმახსენდება!!
Gio
11 თებერვალი 2016 16:37
0
ბრაზილიის ნაკრებს გაგახსენებ 2006-ში რა ნაკრები ყავდა?? მაგრამ საფრანგეთთან სახელები და გვარები იყვნენ დარჩენილი არსად ჩანდა შეუჩერებელი, რონალდინიო, კაკა და სხვა ვითომ შეუჩერებელი ფეხბურთელები რადგან გუნდურობა არქონდათ... ეს არის ინგლისის პრობლემაც...
Gio
11 თებერვალი 2016 16:34
0
ერთს ვიტყვი შეიძლება 66ში მსაჯები დაეხმარნენ მაგრამ სერ ბობი ჩარლტონი იყო საუკეთესო მაგ მსოფლიოზე და არუნდა დაუკარგო მას შესანიშნავი თამაში... რაც შეეხება მსაჯებს ძალიან ბევრი ფინალის ბედი გადაუწყვეტიათ და არამარტო ფინალის!!

ანუ მე ვამბობ რომ რთულია ამ ფეხბურთელების კლასის ეჭვქვეშ დაყენება!! აქ ბევრი რამ მწვრთნელზე არის, იგივე ხავი-ინიესტა რას თამაშობდნენ გვარდიოლამდე და გვარდიოლას მერე?? ლამპარდი არასდროს ითამაშებდა ჯერარდზე და ჯერარდი ლამპარდზე ეგ იყო მათი პრობლემა და არა მათი კლასი...
Gio
11 თებერვალი 2016 16:32
0
გარკვეულწილად გეთანხმები, ვინც ჩამოთვალე კარგები იყვნენ, მაგრამ მე ჩემი შეხედულება მაქვს: მაგარი ფეხბურთელი ისაა, ვინც გუნდში , ნაკრებში თავზე აირებს თამაშს და გადამწყვეტ სიტყვას იტყვის, მითუმეტეს ამდენი ”მაგრები” თუ ყავდა ინგლისს, რა უშლიდათ ხელს გუნდურობაში?! დიდი ფეხბურთელობას ეგაა რომ გუნდს, მითუმეტეს ნაკრებს მოერგო და მნიშვნელოვანი თამაშები მოიგო, რაც არცერთ მათგანს არ გაუკეთებია.
gio-ს
11 თებერვალი 2016 16:06
0
კიდე ველი რო ვინმეზე იტყვიან მომავალში შეგვეძლო მისი საქართველოში ჩამოყვანაო :D
giga
11 თებერვალი 2016 16:05
0
აი შენ კი მართლა არ გცოდნია ფეხბურთი;) ინგლისის ნაკრები საუკეთესო 1966 წელსაც კი არ იყო, რადგან თავიდან ბოლომდე მსაჯებმა და ფიფამ ათრია და ძალით გააჩემპიონეს. მოიძიე და წაიკითხე, აქ ვერ დაგიწერ ყველაფერს. ბოლოს როდის ითამაშა ინგლისმა მაღალი დონის ფეხბურთი, რომელ ძლიერ ნაკრებს მოუგო მნიშვნელოვანი თამაში მითხარი და ხმა არ ამოვიღებ. ქვეჯგუფებს არ ვგულისმხობ, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებიდან მითხარი, სად დაგამახსოვრდა ინგლისის თამაში .
თენგო-ს
11 თებერვალი 2016 16:04
0
კი ბატონო, ყველა მოიგო, მაგრამ ძალიან სუსტ ქვეჯგუფში. ინგლისს არაერთხელ ჩაუტარებია ძლიერად ქვეჯგუფი, თუმცა მერე ყველამ ვიცით როგორ უსახურად თამაშობს. ვარდი იმიტომ დავაკვშირე, რომ არ შეიძლება ეს ბიჭი მივიჩნიოთ ინგლისის ნაკრების იმედად, ვარსკვლავად, მაშინ როდესაც ჩემს მიერ ხსენებული ფეხბურთელების დროს ვერაფერს მიაღწია ნაკრებმა, 30 წლის ვარდის იმედზე არ უნდა იყვნენ, რომელიც კაცმა არ იცის მომდევნო წელს გოლს გაიტანს თუ არა საერთოდ. ინგლისელებმა უნდა იზრუნონ რომ ჰარი კეინი, დელე ალი და მსგავის ფეხბურთელები აღზარდონ, მისცენ სანაკრებო გამოცდილება და არა ერთწლიანი ვარდით "იმარიაჟონ"...
gela - s
11 თებერვალი 2016 15:56
0
"levan"-ს. და ფეხბურთი რა არის თუ იცი? ინგლისის ნაკრები ერთ-ერთი საუკეტესოა. ეს ევროპის შესარცევმაც აჩვენა და ევროზეც გამოჩნდება. ჰო, ისა, საქართველოს ნაკრები ჯობია ალბათ. ვარდის საქართველოს მოქალაქეობაზეც დაითანხმებ.
თენგო
11 თებერვალი 2016 15:55
0

სიახლეები პოპულარული