უცნობი ისტორია: ჯეიმი ვარდის თბილისის "დინამოში" უნდა ეთამაშა!

AutoSharing Option
"ოთხშაბათის საკითხავში" გვეწერა, რომ ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და პრემიერლიგის ლიდერ "ლესტერის" 29 წლის ფორვარდი ჯეიმი ვარდი, თავის დროზე, კინაღამ საქართველოში, კერძოდ, თბილისის "დინამოში" აღმოჩნდა.

ამის თაობაზე გვესაუბრება მენეჯერი ირაკლი ხვედელიანი, ვინც მაშინ "დინამოში" მუშაობდა, ოღონდ არა მენეჯერის თანამდებობაზე...

"ლაპარაკია 2011/12 წლების სეზონზე. მაშინ ვარდი ინგლისის რანგით მეხუთე ლიგის "ფლიტვუდში" თამაშობდა და იმ სეზონში დიდებული სტატისტიკა ჰქონდა - 36 მატჩში 31 გოლი! ინგლისის თასზე კი 6 შეხვედრაში 3 გოლი შეაგდო. რაც ყველაზე უფრო საყურადღებოა, გაუტანა რანგით მაღალი ლიგის კლუბებს...

იმ პერიოდში
თბილისის "დინამოში" ვმუშაობდი. ჩემს უშუალო მოვალეობაში არ შედიოდა ფეხბურთელების ტრანსფერებზე ზრუნვა და სრული პასუხისმგებლობით უნდა ვთქვა, რომ საკუთარი აზრი თავზე არასდროს არავისთვის მომიხვევია. მით უმეტეს, საქმე ეხებოდა ყველასთვის აბსოლუტურად უცნობ მოთამაშეს...

უბრალოდ, ვთქვი, რომ არის ასეთი და ასეთი მოთამაშე, მავანი ჯეიმი ვარდი და მას ეხერხება გოლების გატანა. ეს იყო და ეს. გავიხსენოთ, რომ "დინამოში" მაშინ ეგრეთ წოდებული გამტანი ფორვარდის პრობლემა იდგა...

იმ ადამიანის სახელს და გვარს არ დავასახელებ, მაშინაც "დინამოში" მუშაობდა და ახლაც საკმაოდ მაღალ თანამდებობაზეა. მან მითხრა - მეხუთე ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელი როგორ უნდა გამოგვადგესო?! რომ გავივლიდი და დამინახავდა, "ვარდი, ვარდიო", ხუმრობით მომაძახებდა ხოლმე...

მიმაჩნია, რომ ვარდი, რომელიც მაშინ 24 წლის იყო, "დინამოში" თამაშს სიამოვნებით დათანხმდებოდა. თანაც, მის წინ იყო ევროტურნირების პერსპექტივა...

ამ ამბებიდან ცოტა ხანში ერთ-ერთ ფორუმზე შევედი, სადაც მენეჯერები ამა თუ იმ ფეხბურთელზე ერთმანეთს აზრებს უზიარებდნენ, მსჯელობდნენ...

ვარდის თაობაზე ჩემი აზრიც დავწერე და აღვნიშნე - კარგი ფეხბურთელია-მეთქი. უცებ ვიღაცამ მომწერა - თუ გექნებათ ამ ფეხბურთელის მიმართ ინტერესი, შეგიძლიათ დამიკავშირდეთო. იქვე მივწერე - არ მაქვს არანაირი ინტერესი, უბრალოდ, ჩემი აზრი დავაფიქსირე-მეთქი...

როგორც დრომ აჩვენა, არ შევმცდარვარ. უკვე შემდეგ სეზონში ვარდი მივიდა "ლესტერში", რომელიც მაშინ ჩემპიონშიფში თამაშობდა. ერთი სეზონი მას ახალ გუნდთან ადაპტაციისთვის დასჭირდა. მერე პრემიერლიგაში 5 გოლი შეაგდო, ხოლო ამ სეზონში რასაც შვრება, ყველა ერთად ვხედავთ...

არადა, მაშინ, "ფლიტვუდში" ყოფნისას, ვარდის ღირებულება 50 ათასი ევრო იყო. დღეს რა ფასი აქვს ინგლისის ნაკრების ძირითად შემტევს, ამას ჩემი შეხსენება აღარ სჭირდება. განსხვავება მართლაც რომ ასტრონომიულია...

ისე, ახლა რომ ვფიქრობ, საქართველოში ჩამოუსვლელობამ ვარდის კარიერა აშკარად გადაარჩინა. არ მგონია, ჩვენი ჩემპიონატიდან ის ინგლისის პრემიერლიგის რომელიმე ლიდერში, თუნდაც დღევანდელ "ლესტერში" გადასულიყო და, შესაბამისად, ვერც ინგლისის ნაკრებში მოხვდებოდა", - გვითხრა ირაკლი ხვედელიანმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 31 /
ჩიკო–ს))))
ზაზა
11 თებერვალი 2016 15:45
0
ეს თავისუფლად შეიძლებოდა მომხდარიყო ..ვის არ გჯერათ
vito colmeurne
11 თებერვალი 2016 15:38
0
levan
ერთ რამეს გეტყვი, ტერი-ფერდინანდი-კოული-სქოულზი-ლამპარდი-ჯერარდი-რუნი და კიდე ძალიან ბევრი ფეხბურთელი ვინც ნაკრებში თამაშობდა იყვნენ უმაღლესი კლასის ვარსკვლავები, უბრალოდ სქოულზს აქვს ნათქვამი რო სანაკრებო კარიერას თავი იმიტომ დავანებეო რომ გუნდურობა საერთოდ არიყოვო!! ანუ აქ იყო ლივერპულის ფეხბურთელები ერთმანეთს აძლევდნენ პასებს, მანჩესტერის ერთმანეთს და ასე შემდეგ... თორე ინდივიდუალურად ვერცერთ გუნდზე ვერიტყვი რო ინგლისს აშკარად ჯობსო!!
Gio
11 თებერვალი 2016 15:36
0
levan-ს. სრულიად გეთანხმები, მაგრამ შენი ეს მოსაზრება რა კავშირშია ამ კონკრეტულ შემთხვევასთან? ცნობისათვის. თუ არ ვცდები, ინგლისის ნაკრებმა ევროპის ბოლო შესარჩევში, ყველა თამაში მოიგო.
gela
11 თებერვალი 2016 15:29
0
ჯერერთი რო ამოსულიყო იმის ნახევარიც არ იქნებოდა რაც ეხაა და მეორე, რო იძახის ავტორი ევროტურინრების პერსპექტივაო 2011-12 სეზონის მერე დინამო ევროტურნირებზე ვერ მოხვდა. მაშინ ზესტაფონი ტორპედო დილა და მეტალურგი გავიდნენ
saba
11 თებერვალი 2016 15:22
0
აი ამ სისულელის დაწერა მართლა არ დაგეზარათ?
ოღონდ სათაურად აშკარად სჯობდა: " როგორ გადაარჩინა ვინმე ხვედელიძემ ჯეიმს ვარდი:)))"
კახა
11 თებერვალი 2016 15:22
0
ვიცი ახლა ამას რო დავწერ ვიღაცეები ჭკუის დარიგებას დამიწყებენ, მაგრამ ფაქტია, ინგლისის ნაკრებს არ ყავს უმაღლესი კლასის ფეხბურთელები. კი ბატონო, პრემიერლიგა ძლიერია, მაგრამ ინგლისელი ფეხბურთელების როლი თავიანთ კლუბებში ნაკლებღირებულია. რაც შეეხება ლამპარდი-ჯერარდი-რუნის ეპოქას, როგორც ჩანს არც ეს ფეხბურთელები იყვნენ იმ დონისანი, ნაკრები რომ ეთრიათ, რასაც აკეთებს ზლატანი, აკეთებდა სტოიჩკოვი, ეტოო, დროგბა და ა.შ
levan
11 თებერვალი 2016 15:18
0
ბატონო ირაკლი იქნებ დააკონკრეტოთ რომელი ფორუმი იყო??? ან ვინმემ თუ იცით მსგავსი ფორუმები მითხარით გთხოვთ
levan nadiradze
11 თებერვალი 2016 15:17
0
კიდე იქნებოდა უეჭველი ჩვენს ძალად ჩემპში კინაღამ მოხვედრილი ვარსკვლავები :D:D :D :D
giga
11 თებერვალი 2016 15:14
0
ბეწვზეა გადარჩენილი ვარდი. მიაკვდებოდა აქ წითელ ვინსტონს და გომის არაყს
ჩიკო
11 თებერვალი 2016 15:10
0

სიახლეები პოპულარული