[ოთხშაბათის საკითხავი] ცუდია, ცუდი...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი კვლავ ვაკანტურია და სანამ ეს ასეა, სწორედ ეს არის მთავარი თემა ქართულ ფეხბურთში. სხვა თუ არაფერი, კარს მოგვადგა სანაკრებო ამხანაგური მატჩები...

დღეს საქმე ასეა: კვალიფიციური უცხოელის იმ თანხითა და მოდელით მოთაფვლა, რის გაცემასაც ფეხბურთის ფედერაცია ვარაუდობს, საძნელო საქმე უნდა იყოს. ცოდვა გამხელილი სჯობს და ისე გვგონია, რომ ჯერ არც ჩვენი გუნდის დღევანდელობა ითხოვს გინდა თუ არა უცხოელ სპეციალისტს.

საქმეში კარგად ჩახედული, ბევრის მნახველი ხალხი ამბობს - ჩამოვიყვანოთ უცხოელი მწვრთნელი, ერთი რომელიმე საფეხბურთო სკოლის მიმდევარი
და ის ჩვენს ბიჭებს სწორ ფეხბურთს ასწავლისო.

მე კი ასე მგონია: სანაკრებო, რამდენიმედღიანი შეკრებებისას მწვრთნელს ძალიან უნდა გაუჭირდეს შეგირდებისათვის სწორი ფეხბურთის სწავლა. ამის გაკეთება სხვანაირად შეიძლება.

ყველა კლუბი ვალდებული უნდა იყოს, ჰქონდეს თავისი საბავშვო აკადემია. ამ აკადემიაში უნდა დასაქმდნენ მცოდნე მწვრთნელები. საკამათო არავისთვის უნდა იყოს, რომ ბავშვს სწორ ფეხბურთს მანამ უფრო ასწავლი, სანამ ის ბავშვია და სანამ დრო მეტია.

ხშირად გამიგონია, ამა თუ იმ ნაკრების მწვრთნელი პირად საუბრებში მაინც გამოთქვამს უკმაყოფილებას იმის გამო, რომ "ფეხბურთელები ელემენტარულ რამეებს სანაკრებო შეკრებებზე სწავლობენ".

და ისინი მართლები არიან. ნაკრები ის ადგილი არ არის, სადაც უნდა ისწავლო. ნაკრებში ნასწავლი უნდა მიხვიდე და მერე ლექტორი (მწვრთნელი) გადაწყვეტს, ჩააბარებ თუ არა გამოცდას. არადა, როგორ მიხვალ ნასწავლი, როცა ქართულ კლუბებს, მათ უმრავლესობას, ელემენტარული ცოდნის გაცემის რესურსიც კი არ აქვს.

ამ საჭირბოროტო თემას უახლოეს მომავალში კიდევ მივუბრუნდებით, მანამდე კი ეს უნდა ვთქვა - ჩემი აზრით, უმაღლესი ლიგის ყველა კლუბს უნდა ჰქონდეს გამართული საკლუბო აკადემია. თუ ადგილზე არ გვყოფნის სპეციალისტები, მათ კვალიფიციური უცხოელები უნდა მივაშველოთ. თუ არ აქვს აკადემია, ასეთ კლუბს უძლიერესთა შორის არც არაფერი ესაქმება.

* * *
ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების გაწვრთნა შოთა არველაძეს შესთავაზა და უარი მიიღო - ასე შევიტყვეთ გუშინ.

უარი ცუდია. შოთას ჯერ არ ჰქონია ხმაურიანი წარმატებები სამწვრთნელო ასპარეზზე, მაგრამ მისი საფეხბურთო ერუდიცია, ფეხბურთისადმი მიდგომა გვაძლევს უფლებას, ვივარაუდოთ, რომ ის ოდესმე "გაისვრის".

და რატომ არ უნდა მოხდეს ეს საქართველოს ნაკრებში? შოთა აქ შინაური კაცია. მან ამ გუნდის ყველაფერი იცის და რატომ არ უნდა იყოს საქართველოს უპირველეს გუნდში მუშაობა მისი სამწვრთნელო აღმავლობის დასაწყისი?

ფეხბურთის ფედერაცია და გია გეგუჩაძე ერთხმად ამბობენ, რომ ახალგაზრდული ნაკრების დღევანდელი მწვრთნელი ეროვნულ გუნდს არ ჩაიბარებს. ერთი შეხედვით, ისე ჩანს, რომ შექმნილ ვითარებაში საუკეთესო კანდიდატურა სწორედ შოთა იქნებოდა, მაგრამ...

ათასი მიზეზის გამო დღეს მას არ სურს საქართველოს ნაკრების გაწვრთნა და მე მისი მესმის...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 28 /
საქართველოს ნაკრებს დღეისატვის არსებულ სიტუაციაში ქრისტე ღმერთი ვერ უშველის.რადგანაც მას ისევე როგორც საერთოდ ჩვენს ფეხბურთს სარძიკველი აქვს დამპალი.აქედან გამომდინარე ამ ეტაპზე ეროვნულ ნაკრებზე დიდი თანხის დაბანდება უაზრობაა.ვემხრობი უცხოელი მწვრთნელის მოწვევას ;მაგრამ იგი უნდა დათანხმდეს იგივე პირობებზე მუშაობას ,რომელსაც ცხადაძეს სთავაზობდნენ.აქვე უპრიანი იქნება მას გვერდში რომელიმე ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელი ჰყავდეს.ამ ეტაპზე ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარება და აქვე ახალგაზრდა მწვრთნელების ,ფიზ მომზადების სპეციალისტების,მედიკოს მასაჯისტების,არბიტრების და აშ მომზადება ფორმირება და სწორედ ამაში უნდა ჩაიდოს ტანხების ლომის წილი.ჩვენთვის მაგალითის მომცემი ისლანდია უნდა იყოს ,ამ ქვეყანამ სწორედ ასე დაიწყო საქმე და ეხლა რა წარმატებებიცა აქვთ ყველა ვხედავთ.ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებში ძირითადი ყურადღება უნდა გამახვილდეს არა შედეგზე არამედ იმაზე თუ ნაკრებში მიწვეული ფეხბურთელი რამდენად გულიანად და ბეჯითად ასრულებს თავის საქმეს.აქ ვარსკვლავები კი არა და მეომრები უნდა გადიოდნენ მოედანზე ჰოდა ასე თუ ვიზამთ ნელ ნელა ყველაფერს მოევლება.რადგან კარგად მოწყობილი ინფრასტრუქტურა ;მცოდნე მწვრთნელები და აშ ისევ მოიზიდავენ მასებს ფეხბურთში და აი ეს არის სწორედ მომავალი წარმატების წინაპირობაც.
vep1963
21 თებერვალი 2016 01:32
0
ჩაკნორისიც არ იქნებოდა ცუდი ვარიანტი მაგაზე ლეგენდები დადის
nika
19 თებერვალი 2016 05:20
0
berdo-ს. გეთანხმები. რაღა დროს პრასტატიანი ძოძუაშვილია!!!!!!!
lako
18 თებერვალი 2016 11:22
0
ვფიქრობ ამ შესაჩევს, თუ გუგუშვილი ან ძოძუაშვილი უხელმძღვანელებს კარგი იქნება, შემდეგში კი გეგუჩაძე უკვე მზად იქნება მაღალ დონეზე მუშაობისთვის მის ხელში გაზრდილი ფეხბურთელებთან ერთად.
gizog
18 თებერვალი 2016 11:09
0
ზვიადი-ს. რაღა დრო ძოძუაშვილია ბიჭო!!!!!! კაი რა. ფეხბურთი ისე გაფრინდა წინ, რომ ძოძუაშვილი სინათლის სიჩქარით რომ შეაიარაღო, მაინც ვეღარ დაეწევა მას. გაგებაში არ ხართ "გეიგე"!!!.... თუ იცი რამდენი წლისაა ძოძუაშვილი?
berdo
18 თებერვალი 2016 10:53
0
elguja-ს. მერედა ვინ მოხელე ჩიქვანა შენ ხარ, რომ შენი მოსაზრება ვინმეს აინტერესებდეს!!! ან "გაყინვას" სარ ეძახი? "ჩემი მოსაზრებით", ტვინი გაქვს გაყინული.
arkadi raikini
18 თებერვალი 2016 10:46
0
შალვა ხომ არ დავნიშნოთ ? ნათელაშვილი. ბოლოს და ბოლოს ვენდოთ ერთხელ ამ კაცს.
kote
18 თებერვალი 2016 10:01
0
საერთოდ არ გვჭირდება მწვრთნელი.კობიმ "გრაფიკი" შეადგინოს და მორიგეობით ათამაშოს ყველა ფეხბურთელი.
NMN789
18 თებერვალი 2016 09:28
0
მიშა ჩამოიყვანეთ სააკაშვილი მწვრთნელად
TTT
18 თებერვალი 2016 02:30
0
shotas mogebuli rame damanaxet??
eqskluzivi
18 თებერვალი 2016 01:42
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული