ტარიელ ხეჩიკაშვილი: ქართულ ფეხბურთში იწყება განვითარების და ერთიანობის ახალი ერა

AutoSharing Option
ფეხბურთში იწყება განვითარებისა და ერთიანობის ახალი ერა, - ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა ფეხბურთის განვითარების პროგრამის პრეზენტაციის დაწყების წინ ისაუბრა.

მისი განცხადებით, ახალი პროექტი საშუალებას მისცემს კერძო სექტორს, ფეხბურთის განვითარების გეგმაში ჩაერთოს.

"ძალიან საინტერესო პროექტია და ვფიქრობ, ეს პროექტი შანსს აძლევს ყველა დაინტერესებულ მხარეს, მიიღოს მონაწილეობა ქართული ფეხბურთის შენებასა და განვითარებაში. ეს არის ძალიან კარგი გზავნილი კერძო ბიზნესისთვის და მთავარია, გუნდებს ექნება საშუალება სტაბილურად დაგეგმონ მომავალი.

ფეხბურთში იწყება განვითარების და ერთიანობის ახალი ერა. გულშემატკივრები, ჟურნალისტები, ფეხბურთელები,
ჩვენ, ყველა ერთად უნდა დავდგეთ იმისთვის, რომ ფეხბურთი განვითარდეს", - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
რევოლუცია: 10-გუნდიანი ლიგა, გაზაფხული-შემოდგომის სისტემა, 3.5 მლნ ჩემპიონს!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული