ლევან კობიაშვილი: ფეხბურთის განვითრების პროგრამას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" საზოგადოებას ფეხბურთის განვითარების ხუთწლიანი პროგრამა გააცნო.

როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ფეხბურთის განვითარების პროგრამამ საფეხბურთო საზოგადოებაში დადებითი გამოხმაურება მოიპოვა, ხოლო პროგრამის შედეგს საზოგადოება უახლოეს მომავალში დაინახავს.

"ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის. დღეს ჩვენ საშუალება მოგვეცა პროგრამა საზოგადოებისა და საფეხბურთო სამყაროსთვის გაგვეცნო. ეს არის ფეხბურთის განვითარების გრძელვადიანი პროგრამა. მას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ის მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მხრიდან, რომელიც ფეხბურთის ფედერაციამ მოიპოვა ამ პროგრამის განხორციელებისთვის", -
განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
რევოლუცია: 10-გუნდიანი ლიგა, გაზაფხული-შემოდგომის სისტემა, 3.5 მლნ ჩემპიონს!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული