დიდი ხანია, ზუგდიდელები სტადიონის მშენებლობას ელოდებიან. პრემიერის თქმით, მათ ახლო მომავალში 7200-ზე მეტ მაყურებელზე გათვლილი საფეხბურთო არენა ექნებათ, რომელიც უეფას III კატეგორიას დააკმაყოფილებს.
პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი, თანამედროვე სტადიონი მთლიანად რეგიონის განვითარებას წაადგება.
ტრიბუნებზე იქნება მაყურებელთა 10 შესასვლელი, ასევე, სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანების მისასვლელები. დასავლეთ ტრიბუნასთან განთავსდება ავტობუსის პარკინგი გუნდების, ქომაგებისა და მედიისთვის. ტრიბუნების ქვეშ განლაგდება მაღაზიები, კვების ობიექტები, გუნდების ოთახები, საშხაპეები,
სტადიონები და დამხმარე ინფრასტრუქტურა 6,5 ჰექტარ მიწის ფართობს დაიკავებს. სტადიონს ასევე ექნება 1224 მაყურებელზე გათვლილი სათადარიგო მოედანი. ძირითადი მოედანი ბუნებრივი საფარით დაიფარება, ხოლო სათადარიგო - ხელოვნურით.
პროექტის ღირებულება 20 მილიონი ლარია. სტადიონის პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის კი 9,747 მილიონი ლარია გამოყოფილი. ამჟამად მიწისზედა გრუნტზე მძიმე ტექნიკა მუშაობს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"