"მარკ სტარი"-"ალაზნის" მატჩში მომხდარი ჩხუბის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

AutoSharing Option
თბილისში, "შატილის" სტადიონზე, საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგის მატჩში მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული პირი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის 1-ლი და მე-3 მუხლით, ხულიგნობის ბრალდებით არის დაკავებული. გამოძიება გრძელდება სსსკ-ის 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ინციდენტი 16 მარტს, თბილისის "მარკ სტარისა" და გურჯაანის "ალაზნის" შეხვედრის დროს მოხდა, რომელიც მოედანზე შეჭრილი გულშემატკივრის გამო შეწყდა. მოედანზე დაწყებული არეულობა კი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა.
სხეულის დაზიანება "ალაზნის" ფეხბურთელებმა, გიორგი მურველაშვილმა და აჩიკო ბოყაშვილმა მიიღეს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს დაზიანებები ე.წ. სპიცით მიაყენეს.

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ლიგის მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი შეისწავლის.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მარკ სტარი ჰმ! დისკვალიფილაცია თუა არა ,მაშინ სამით ნოლი წაგება უნდა ჩაუთვალონ მარკ სტარს ჰმ?!
რა სახელია
12:38 17-03-2016
0

სიახლეები პოპულარული