გადავარჩინოთ კაკო დევაძე! - საქველმოქმედო მატჩი და ნაკრების აქცია

AutoSharing Option
კაკო (აკაკი) დევაძის ამბავი საზოგადოებამ ცოტა ხნის წინათ შეიტყო. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული მეკარის, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრის მდგომარეობა 2015 წლის ოქტომბრიდან გაუარესდა. თურქულ კლინიკაში მას უთხრეს, რომ სასწრაფოდ ესაჭიროება ღვიძლის ოპერაცია და ადგილზე 3-თვიანი რეაბილიტაციის კურსი.

მართალია, ოპერაცია 70 ათასი დოლარის ნაცვლად, 50 ათასი უჯდება, მაგრამ დღემდე ვერც ეს თანხა შეაგროვა. არადა, დამატებით - რეაბილიტაცია, ყველა წინასაოპერაციო ანალიზი და დონორის თანხა სჭირდება.

დევაძის გასაჭირმა ქართული საფეხბურთო სამყარო გააერთიანა. სოციალურ ქსელებში დაფუძნდა გვერდი - "გადავარჩინოთ კაკო დევაძე!".

გუშინ
კი შევიტყვეთ, რომ ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარის დასახმარებლად საქველმოქმედო მატჩი გაიმართება.

"სპორტის სამინისტროდან დაკვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის ინიციატივით, დახმარებას აპირებენ და პლუს, საქველმოქმედო მატჩის გამართვასაც გეგმავენ. გარდა ამისა, ვიცით, რომ ყაზახეთის ნაკრებთან ამხანაგური თამაშის დროს ტრიბუნაზე გამოეფინება კაკოს მხარდასაჭერი ბანერი, ფეხბურთელები კი, ჰიმნის დროს, თანადგომის აქციას გეგმავენ", - ამბობს ყოფილი მეკარის მეუღლე მანონი დევაძე.

კომენტარი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილსაც ვთხოვეთ:

"საქველმოქმედო მატჩი, რომელიც სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით დაიგეგმა, შემდეგ კვირაში გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ კაკო დევაძის მეგობრები, ვეტერანი მოთამაშეები, ხელოვნებისა და მედიის წარმომადგენლები...

სამინისტრომ კაკოს ანგარიშზე 10 ათასი ლარი ჩარიცხა, რადგან კანონი მეტის უფლებას არ გვაძლევს. ჩემი და ნებისმიერი გულშემატკივრის ადამიანური ვალია, რომ კაკოს დავეხმაროთ, როგორც შეგვიძლია - დანაზოგები იქნება ეს თუ სხვა ფორმით.

ის თავის თაობაში გამორჩეული იყო ნიჭითა და სიკეთით, ქვეყანასა და ნაკრებს წლების განმავლობაში ემსახურა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ნაკრების ერთ-ერთი თამაშის დროს სიკვდილს თვალებში ჩახედა... ამ ყველაფერს დანახვა და დაფასება სჭირდება.

ახლა კიდევ ერთხელ გამოვგლიჯოთ სიკვდილს, ისევ ქართულ ფეხბურთსა და მომავალი თაობების აღზრდას რომ ემსახუროს. თუკი ჟურნალისტებმა და ხელოვნების წარმომადგენლებმა თავიანთი კოლეგების გადარჩენა მოახერხეს, ეს ტესტი ჩვენც, სპორტულმა ოჯახმაც ღირსეულად უნდა ჩავაბაროთ.

სხვათა შორის, ჟურნალისტებისა და ხელოვნების წარმომადგენელთა იდეაა, რომ დევაძის დასახმარებლად ტელემარათონი გაიმართოს. იმედია, ამ მძიმე მდგომარეობიდან კაკოს ერთობლივი ძალებით აუცილებლად გამოვიყვანთ".

აქვე, მინისტრმა გვითხრა, რომ დაფუძნდება ვეტერან სპორტსმენთა დახმარების ფონდი:

"ასეთ მდგომარეობაში, შესაძლოა, სხვა სპორტსმენიც აღმოჩნდეს. ამიტომ გადაწყდა, რომ მალე სპორტსმენთა სოლიდარობის ფონდი ჩამოყალიბდეს, რასაც მომავალ კვირას ვგეგმავთ.

იმედია, ჩვენი წარმატებული სპორტსმენები ჯანმრთელად იქნებიან, მაგრამ დახმარება რომ დასჭირდეთ, ფონდის საშუალებით მინიმალური თანხით მაინც დავეხმარებით".

ბოლოს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ კაკო დევაძის პირადი ანგარიშის ნომერს:

საქართველოს ბანკი
GE52BG0000000692294500
მიმღები AKAKI DEVADZE

ტელეფონები:
5-93-956330
5-79-677447
5-55-445913

დრო აღარ ითმენს. სულ უფრო მცირდება ის ვადა, როცა აკაკი დევაძეს ოპერაცია უნდა გაუკეთონ!..

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
SOS: გადავარჩინოთ აკაკი დევაძე!
აკაკი დევაძე: მას შემდეგ ტელეფონი არ გაჩერებულა...
მკითხველის კომენტარები / 2 /
აუცილებელია მაგ ფონდის ჩამოყალიბება, მანამდე კი კაკოს სჭირდება დახმარება, არადა მილიონერო სპორტსმენებო, განა რა თანხაა თქვენთვის, რომ გაუწიოტ ამ დამსახურებულ კაცს დახმარება
tamazino
18:00 17-03-2016
0
ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს აკაკის...კაი ადამიანია,,საამაყო მეკარე თავის დროზე,..მიკვირს ის რომ ესე ძნელი ხდება ამ თანხის შეგროვება,როდესაც საქართველოს ნაკრების ყოფილ და მოქმედ ფეხბურთელებს შეუძლიათ იოლად გადაურიცხონ ეს თანხა..მილიონებით აქვთ გატენილი ანგარიშები და როგორ ვერ იმეტებენ ფულს რომ ამ ოპერაციის ხარჯი დაფარონ..კალაძე,ქეცბაია,და სხვები,,სირცხვილი თქვეენ..ამათ უჭირთ ის 70 ათასი?სირცხვილია ეს მართლა..კახას არ ეკადრება ეგ.შეუძლია რომ მთლიანად გადარიცხოს,იმდენიმილიონები აქვს.
bakuri
22:31 17-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული