"მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, იმის მიუხედავად, რომ რამაზოტი "იუვენტუსის" ქომაგია"

AutoSharing Option
ჩვენ მართლაც მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, იმის მიუხედავად, რომ ეროს რამაზოტი "იუვენტუსის" გულშემატკივარია, - ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს იტალიის ელჩის რეზიდენციაში მიღებაზე განუცხადა.

კახა კალაძის თქმით, ცნობილ იტალიელ მომღერალ ეროს რამაზოტისთან წლებია მეგობრობს.

"მართლაც მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, იმის მიუხედავად, რომ იგი "იუვენტუსის" გულშემატკივარია. ჩვენ წლებია ვმეგობრობთ. მე 11 წელი მილანში ვცხოვრობდი და თვითონაც მილანიდან არის. ჩვენ დიდი სამეგობრო წრე გვყავს. ეროს რამაზოტი განსაკუთრებით იტალიელ ახალგაზრდებს შორის ძალიან პოპულარულია", - აღნიშნა კალაძემ.

კახა კალაძე: მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, იმის მიუხედავად, რომ რამაზოტი
"იუვენტუსის" ქომაგია

კახა კალაძე ეროს რამაზოტის ხვალინდელ კონცერტს დაესწრება, თუმცა, როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მანამდე იტალიაში რამაზოტის კონცერტს არასდროს დასწრებია.

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული