აფხაზეთი და, ეგრეთ წოდებული, სამხრეთ ოსეთი ზუსტად ანალოგიური სქემით მოქმედებენ. რუსები კი საკუთარ ხელისუფლებას მოუწოდებენ, მათ მიერ შექმნილი სეპარატისტული რეგიონებისთვისაც იმავე სტატუსის მოსაპოვებლად იბრძოლონ.
ამ თემაზე საინტერესო კომენტარები ვრცელდება. ფუტსალის ასოციაციის ყოფილი გენერალური მდივანი ბექა კვიციანი ფეხბურთის ფედერაციას ურჩევს:
"რაც არ უნდა პარადოქსული იყოს,
ახლა მთავარია, ამ ბრძოლაში ჩვენი ინტერესები არ დაზარალდეს. არადა, კოსოვოს თემის წამოწევის შემდეგ, დარტყმა სულ საქართველოზე მოდის. რუსეთი და სერბეთი მეგობარი ქვეყნებია და არავინ იცის, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი რას მოიმოქმედებს.
კარაჯიჩმა სწორი აქცენტი გააკეთა იმ ქვეყნების მისამართით, რომელთაც სეპარატიზმი აწუხებთ. სწორედ ამიტომ, ჩემი აზრით, არაფერს გვარგებს იმის ლოდინი, თუ რას გადაწყვეტენ ლოზანაში.
სფფ-ს დაუდგა მომენტი, რითიც შეუძლია, ევროპულ ფეხბურთში თავისი როლი გაზარდოს. შესაძლოა, მხარეებს შორის არბიტრაჟში დავა წელიწადს მაინც გაგრძელდეს. საქართველოს სრული უფლება აქვს, და ამას უეფასა და ფიფას წესდებებიც ვერ აუკრძალავს, აღიარების წინააღმდეგ წასულ 24 ქვეყანას საერთაშორისო კონფერენციის გამართვა და საერთო პოზიციის შემუშავება შესთავაზოს - რომ უარობენ კოსოვოსთან სანაკრებო და საკლუბო დონეზე თამაშს, ხოლო კოსოვოს პასპორტის მქონე მოთამაშეებს საკუთარ ჩემპიონატებში გამოსვლას უკრძალავენ.
სფფ-მ უმარტივესი პრინციპით უნდა იხელმძღვანელოს. უეფას დებულება ერთხელ თუ დაირღვა, ეს შეიძლება მომავალშიც მოხდეს - ერთი უკანონობა მეორეს წარმოშობს და არავინ იცის, ხვალ რა მოხდება", - ამბობს კვიციანი და ვნახოთ, რამდენად გაითვალისწინებს სფფ ამ რჩევას.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ფედერაციამ არ უნდა დაუშვას ეს პრეცენდენტი ყოველ შემთხვევაში წინააღმდეგი უნდა დარჩეს ბოლომდე და სხვას ვნახავთ რა მოხდება