კოსოვოს თემა: საქართველო მკვეთრ ქმედებებსა და განცხადებებს მოერიდება

AutoSharing Option
3 მაისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ უეფას მე-40 კონგრესზე უეფას წევრად სერბეთის სეპარატისტული რეგიონის, კოსოვოს ფეხბურთის ფედერაცია რომ მიიღეს, ამ თემაზე ვრცელი წერილი შემოგთავაზეთ.

დღეს საქართველოს საგარეო უწყების განმარტებას გაგაცნობთ, მანამდე კი...

..."ლელო" შეგახსენებთ, რომ სერბეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა ტომისლავ კარაჯიჩმა უეფა საკუთარი წესდების მე-5 პუნქტის დარღვევაში დაადანაშაულა: ორგანიზაციაში გაწევრიანების უფლება მხოლოდ იმ ქვეყანას აქვს, რომელიც გაერო-ს მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არის აღიარებული, კოსოვო კი, ჯერჯერობით, ამ ფუფუნებით გ
ანებივრებული არ არის.

დავინტერესდით, კოსოვოს ნაკრებები ან კლუბები მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპებზე ან ევროსაკლუბო ტურნირებზე ქართველებთან ერთად თუ მოხვდებიან (ან დაწყვილდებიან პლეი ოფების სტადიაზე), მათ დელეგაციაზე საქართველოს ხელისუფლება ვიზებს გასცემს თუ არა?

ლოგიკურია ეს კითხვაც - კოსოვოს დელეგაცია 2015 წელს თბილისში გამართულ ოლიმპიურ ფესტივალზე დაუშვეს და მაშინ თუ მივიღეთ სტუმარი, ახლა ამას რატომ ვერ შევძლებთ?

მაშინ ბალკანელებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ყოფნის უფლება ჩვენი მთავრობის საგანგებო გადაწყვეტილებით დართეს, ეს კი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მოთხოვნის შედეგად მოხდა. მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დადგენილებაში დაკონკრეტებული იყო - "ეს საქართველოს მხრიდან კოსოვოს რაიმე ფორმით აღიარებას არ ნიშნავს".

კოსოვოს უეფაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით კომენტარისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დავუკავშირდით. ორდღიანი ლოდინის შემდეგ პასუხი მივიღეთ:

"ბუდაპეშტში, უეფა-ს კონგრესზე, კოსოვოს უეფაში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირა 24-მა ქვეყანამ. მათ შორის წინააღმდეგ ხმა საქართველომ მისცა.

ამ გადაწყვეტილების მიღებისას, სფფ-მ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით იხელმძღვანელა, რომლის თანახმად, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვის ერთგულებიდან გამომდინარე, საქართველო კოსოვოს საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს.

აღსანიშნავია, რომ სამომავლო ქმედებებთან დაკავშირებით, საფეხბურთო სამყარო ჯერ საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის. შესაბამისად, სფფ თვალს მიადევნებს განვითარებულ მოვლენებს და სპორტში არსებული მარეგულირებელი საერთაშორისო წესების შესაბამისად, ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს", - ვკითხულობთ საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველო მკვეთრ ქმედებებსა და განცხადებებს მოერიდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
გასაწევრიანებლად ყველას ხმაა საჭირო თუ როგორაა?
papa
06 მაისი 2016 18:25
0
ივანიშვილი რაშუაშია ფეხბურთთან ეს ვერ გავიგე მკვეთრი განცხადებები და მეცამეტე გოჭობა კიდე მართლა არარის საჭირო კივილ წივილის გარეშეც შეიძლება დაიცვა შენი პრინციპული პოზიცია ყველგან.
qutaiseli
05 მაისი 2016 19:09
0
"მკვეთრი ქმედებებისგან თავის შეკავება" რას ნიშნავს? ესეიგი შემოუშვებენ?! არავითარ შემთხვევაში არ უნდა შემოუშვან ვინც არ უნდა გთხოვოს,თორემ რა გამოდის კოსოვოსთვის შეიძლება და აფხაზეთი-ოსეთისთვის არა?! ორი დღე ამას ფიქრობდა საგარეო საქმეთა სამინისტრო?!
zaza
05 მაისი 2016 18:09
0
ხო მკვეთრ ქმედებებს და განცხადებებს მოერიდება ) როგორც ივანიშვილმა თქვა არავის უნდა გავეჩხიროთ ყელშიო და ჩვნეთვის ვიყოთ წყნარადო ფუ მძულხართ დღევანდელი მთავრობა საგარეო კურსში
Guro
05 მაისი 2016 15:15
0
თუ მაშინ სთხოვა ოლიმპიურმა კომიტეტმა ეხლა ფიფა ან უეფა სთხოვს და დიდი შანსია ამათმა ახალი საგანგებო გადაწყვეტილება მიიღონ და მაინც შემოუშვან...
ჩემი აზრით კიდევ ვინც არ უნდა სთხოვოს ჩვენმა მთავრობამ უნდა დაიკავოს პრინციპული პოზიცია, მეორედ მსგავსი იაღლიში აღარ უნდა მოუვიდეს, უნდა დაიკიდოს ყველას თხოვნა და არც ერთ კოსოვოელს საქართველოს საზღვარი არ უნდა გადმოაკვეთინოს... აბსოლუტურად იდენტური სიტუაცია გვაქვს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან და როგორ მოგვეწონება სერბეთმა რომ სამსხეთ ოსეთის სპორტსმენები მიიღოს და მერე თავი იმართლოს ჩვენი რა ბრალია სხვამ გვთხოვაო...
დაფიქრდით!
Walkabout
05 მაისი 2016 14:48
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული