სერბების მადლობა ლევან კობიაშვილსა და სრულიად საქართველოს

AutoSharing Option
ცნობილია, რომ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ უეფას მე-40 კონგრესზე ორგანიზაციის 55-ე წევრად კოსოვოს ფედერაცია მიიღეს. შეგახსენებთ, რომ უეფაში კოსოვოს გაწევრიანებას მხარი 24-მა ეროვნულმა ფედერაციამ არ დაუჭირა და მათ შორის იყო საქართველოც.

სერბეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა RTS Serbia-მ სფფ-ის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილსა და სრულიად საქართველოს მადლობა გადაუხადა, კენჭისყრისას მათი პოზიცია რომ გაიზიარეს.

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, "შალკესა"
და "ჰერტას" ყოფილი მოთამაშე ლევან კობიაშვილი უეფას ამ გადაწყვეტილებას შეეწინააღმდეგა და მხარი არ დაუჭირა", - აღნიშნავს RTS Serbia.

საინტერესოა, რომ კოსოვოს სასარგებლოდ მისცეს ხმა არა მხოლოდ ხორვატებმა (ეს მოსალოდნელიც იყო), არამედ ჩერნოგორიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა დეიან სავიჩევიჩმაც. სერბეთში მეზობელი და მეგობარი სახელმწიფოს ამგვარ ქმედებას ზურგში დანის ჩარტყმად აფასებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
თეიმურაზ რეებს წერ თვითონ თუიცი
tato
18:10 06-05-2016
0
არავითარი პრეტენზიები ტერიტორიული მეზობლებთან სერბებს არასოდეს არ ქონია აი როცა ერთიანი ქვეყანა იყო იბრძოდენ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ეგარი და ეგ ასე რო მას დღესდღეობით არცეთ მეზობელთან არ გააჩნია ტერიტორიული დავა..
qutaiseli
18:49 06-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული