გაბალა-სამტრედია 5:1 - დიდი იმედგაცრუება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ის, რაც გუშინ გულშემატკივარმა იხილა, ძალიან დამთრგუნველი იყო. ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გასული "სამტრედია" ბაქოში "გაბალასთან" 1:5 დამარცხდა.

ევროპულ შეკრებაზე გია ცეცაძის გუნდმა ძლიერი ალბანური და რუმინული გუნდები ერთი ამოსუნთქვით დაამარცხა და გუშინაც მისგან რაღაც გამორჩეულის იმედად ვიყავით. სამწუხაროდ, იმედები არ გამართლდა...

შეხვედრა მასპინძელთა იერიშებით დაიწყო. ისინი განსაკუთრებით მე-13 წუთიდან გააქტიურდნენ და სტუმრებს კარის დაცვა ძალიან გაუჭირდათ.

მალევე "სამტრედიას" საკუთარ ნახევარზე დაშვებული შეცდომების გამო მწარედ აზღვევინეს: შეტევა ნიკა კვეკვესკირის ლამაზი პასით დაიწყო და სამტრედიელებმა ბურთი კუთხურზე მოიგერიეს, "სტანდარტის" გათამაშების შემდეგ
კი, ძნელი ასახსნელია, კარის წინ შეგროვებულმა სამტრედიელებმა "გაბალას" ცენტრალური მცველი ვოისლავ სტანკოვიჩი როგორ მიატოვეს. ამან კი ზუსტი თავურით ანგარიში გახსნა - 1:0.

გავიდა ორიოდე წუთი და თეო ლუის ვიკსის ფლანგური გადაცემით საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილმა სერგეი ზენიოვმა "სამტრედიის" კარი მეორედ აიღო - 2:0.

ამის შემდეგ "სამტრედია" ოდნავ გააქტიურდა და შეტევის ორგანიზება სცადა, მაგრამ ამას შედეგი არ მოუტანია. სამაგიეროდ, ვისკმა სტუმართა დაცვისა და ნახევარდაცვის მორიგი უყურადღებობით ისარგებლა და საჯარიმოს ხაზიდან ისე თავისუფლად დაარტყა, გეგონებოდათ, ქართული გუნდის მცველები ეპიზოდს ტელევიზორში უყურებდნენ...

თამაშის ცენტრიდან განახლებისთანავე, სხვაობის შემცირების ორი შანსი ჰქონდა ბუდუ ზივზივაძეს, თუმცა ჯერ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ააცილა კარს, მერე კი მეკარე დმიტრი ბეზოტოსნიმ მოიგერია ბურთი.

მეორე ნახევარი სამტრედიელებმა აგრესიულად დაიწყეს და სხვაობა შეამცირეს კიდეც. ლაშა შერგელაშვილმა ეფექტურად შეასრულა საჯარიმო დარტყმა - 3:1.

ამის შემდეგ სამტრედიელები უფრო თამამად ათამაშდნენ და გაჩნდა იმედი, რომ სხვაობის შემცირებას შეძლებდნენ, მაგრამ სწორედ ამ დროს ნიკა სანდოხაძეს საკუთარ ნახევარზე ბურთი ვიკსმა აართვა, კარისკენ სწრაფად დაიძრა, მეკარე ჩამოიცილა და ჩვენს იმედებს ცივი შხაპი გადაასხა - 4:1.

სამ წუთში კი ზენიოვმა ვიკსი მეკარესთან პირისპირ დატოვა და ლიბერიელმა ნახევარმცველმა ჰეთ-თრიკი შეასრულა. "სამტრედიის" დაცვა სრულად ჩავარდა - 5:1.

მალე სხვაობის შემცირების შანსი ბაჩანა არაბულს ჰქონდა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა.

ძალიან არ გვინდა, დავიჯეროთ, მაგრამ საპასუხო შეხვედრა, რომელიც 7 ივლისს ზესტაფონში გაიმართება, ფორმალობად მოჩანს. წაგებაზე არანაკლებ მძიმე და აუტანელი იმის განცდა იყო, რომ ჩვენს მეზობლებთან ჩამორჩენა გაზრდილა. თუკი ადრე მათ ქართველებთან მოგება პატივად მიაჩნდათ, ახლა, სამწუხაროდ, ეს ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

მატჩის შემდეგ
- გია ცეცაძე: გვაქვს თუ არა შანსი? შანსი ყოველთვის არსებობს!
- ნიკა კვეკვესკირი: არ ვფიქრობთ, რომ "სამტრედია" სუსტი მეტოქეა
- რომან გრიგორჩუკი: მეორე რაუნდში ჯერ არ ვართ, "სამტრედიას" სტუმრადაც უნდა მოვუგოთ

ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი
30.06. ბაქო. "ბაქსელ არენა". 5 000 მაყურებელი
გაბალა-სამტრედია 5:1
გოლები: 1:0 სტანკოვიჩი (16), 2:0 ზენიოვი (19), 3:0 ვიკსი (30), 3:1 შერგელაშვილი (59), 4:1 ვიკსი (69), 5:1 ვიკსი (72)
გაბალა: ბეზოტოსნი, აბასოვი, ვერნიდუბი, სტანკოვიჩი, რიკარდინიო, სადიგოვი, კვეკვესკირი, ოზობიჩი, ვიკსი (86. ქ. ალიევი), დაბო (78. ეიუბოვი), ზენიოვი (83. მუტალიმოვი).
სათადარიგოები: პეტრკევიჩი, რ. ჰასანოვი, მირზაბაიოვი, რაფაელ სანტოსი
მწვრთნელი: რომან გრიგორჩუკი
სამტრედია: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი, სანდოხაძე, გოგიაშვილი, შერგელაშილი, დათუნაიშვილი, მანჯგალაძე (71. ცნობილაძე), რაჟამაშვილი, არაბული, ზივზივაძე (58. მარკოზაშვილი), ჯიქია (46. გამყრელიძე).
სათადარიგოები: მეშველიანი, მთივლიშვილი, შ. კერძევაძე, გორგიაშვილი
მწვრთნელი: გია ცეცაძე
გაფრთხილება: ჯიქია (44), მარკოზაშვილი (63), ზენიოვი (65), ვიკსი (69)
არბიტრი: დენის შჩერბაკოვი (ბელარუსი)

სერგო კორძაია
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 57 /
ვინ გეხვეწებათ სამტრედიაზე გული შეგტკიოდეთო ჩვენ სამტრედიელები ვამაყობთ ჩვენი ახალგაზრდებით ისინი მიაღწევენ მიზანს ეს გამოუცდელი ბიჭები პირდაპირ ნიანგის ხახაში მოხვდა ფეხბურთთან დაცილებულებო ლოგიკურათ იაზროვნეთ
joni
01 ივლისი 2016 18:48
0
ჩვენ სამტრედიას გულშემატკივრები ვითხოვდით იმას რაც გუშინ გაბალასთან გააკეთა სამტრედიამ რომ არ ჩაჯდა უკან დაცვაში რაც გამოვიდა ის გამოვიდა ყველამ თავის გუნდს უქომაგოს ბევრს გაასწორებს ჩემპიონატში სამტრედია მერე ილაყბეთ ჩვენ ვაფასებთ გიასაც და გუნდსაც ეს არვის საქმე არაა
dedaia beca kakakia vstreca
01 ივლისი 2016 18:40
0
თუ გგონიათ, რომ თქვენ გუნდზე ლაპარაკის უფლება მარტო თქვენ გაქვთ ძალიან ცდებით
პირველ რიგში საქართველოს წარადგენენ ეს გუნდები და გუშინ სამტრედიამ ქართული ფეხბურთი შეარცხვინა. ეს არც პირველია და არც უკანასკნელი, მაგრამ ხალხს კრიტიკას რა უფლებით "უკრძალავთ"?
სამტრედიელებს
01 ივლისი 2016 18:26
0
და რუსეთის ორ-სამ გუნდთან 5-1 ცაგება დამაკმაყოფილებელი იქნებოდა თქვენთვის? უამბიციო, უთავმოყვარეო ერად ვიქეცით
jigrebs
01 ივლისი 2016 17:35
0
იცით მაინც უკვე რომ სამტრედიაში გუშინდელი თამაში არავის ახსოვს ყველა მომავალი თამაშის ბილეთებზე ფიქრობს ბოღმიანებო მაგრამ რა იცით ვისაც სამტრედიაში გულშემატკივრობა არ უნახავს მას ფეხბურთიც არ უნახავს
tazo
01 ივლისი 2016 16:02
0
ჩვენ სამტრედიელებს გვჯერა ჩვენი გუნდის ვის რა უნდა?
guris ra ewvis
01 ივლისი 2016 15:56
0
სამტრედია შირაქსაც გაარღვევს და ზიმბრუსაც გაბალა რუსეთის ორ სამ გუნდს თუ ჩამორჩება მარტო ყოფილ საბჭოეთში საქართველოს ჩემპიონატში დაამტკიცებს სამტრედია რომ ყველაზე ძლიერია ეს გამოჩნდა მომენტებში გაბალასთანაც თვალები მიხატული ხომ არ გაქვთ
erosi
01 ივლისი 2016 15:53
0
რადღეში ჩააგდეს ჩვენი მცველები მაგათ მაგივრად მე მცხვენოდა ესე მეგონა პირველად იყვნენ სამტრედიის ფეხბურთელები მინდორზე ფილმი პირველი მერცხალი გამახსენდა თან ვისთან ,,გაბალა,, ყველამ ისწავლა ფეხბურთის თამაში ჩვენ კი უკან და უკან მივდივართ, ეს მწვრთნელები ყველანი გასაყრელები არიან ქართული ფეხბურთიდან საიდან მოვიდნენ თვითონ არაფერი იციან და ბავშვებს რა უნდა ასწავლონ
zmo
01 ივლისი 2016 15:43
0
არჩილ ხოფერია-ს. საღოლ ძმა, რომ ასეთი გადამეტებული ოპტიმიზმის მატარებელი ხარ. ცოტა კი გამეცინა შენს ამ კომენტარზე,...
CRACI
01 ივლისი 2016 15:32
0
toma-ს. საქმე ეხება სამტრედიას და საჩხერე და დილა რა შუაშია ამ სტატიასტან. თანაც ნუ დაგავიწყდება ჯიგარ, რომ სამტრედიისაგან განსხვავებით, ორივე ამ გუნდმა მოიგო.
guri
01 ივლისი 2016 15:27
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული