გაბალა-სამტრედია 5:1 - დიდი იმედგაცრუება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ის, რაც გუშინ გულშემატკივარმა იხილა, ძალიან დამთრგუნველი იყო. ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გასული "სამტრედია" ბაქოში "გაბალასთან" 1:5 დამარცხდა.

ევროპულ შეკრებაზე გია ცეცაძის გუნდმა ძლიერი ალბანური და რუმინული გუნდები ერთი ამოსუნთქვით დაამარცხა და გუშინაც მისგან რაღაც გამორჩეულის იმედად ვიყავით. სამწუხაროდ, იმედები არ გამართლდა...

შეხვედრა მასპინძელთა იერიშებით დაიწყო. ისინი განსაკუთრებით მე-13 წუთიდან გააქტიურდნენ და სტუმრებს კარის დაცვა ძალიან გაუჭირდათ.

მალევე "სამტრედიას" საკუთარ ნახევარზე დაშვებული შეცდომების გამო მწარედ აზღვევინეს: შეტევა ნიკა კვეკვესკირის ლამაზი პასით დაიწყო და სამტრედიელებმა ბურთი კუთხურზე მოიგერიეს, "სტანდარტის" გათამაშების შემდეგ
კი, ძნელი ასახსნელია, კარის წინ შეგროვებულმა სამტრედიელებმა "გაბალას" ცენტრალური მცველი ვოისლავ სტანკოვიჩი როგორ მიატოვეს. ამან კი ზუსტი თავურით ანგარიში გახსნა - 1:0.

გავიდა ორიოდე წუთი და თეო ლუის ვიკსის ფლანგური გადაცემით საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილმა სერგეი ზენიოვმა "სამტრედიის" კარი მეორედ აიღო - 2:0.

ამის შემდეგ "სამტრედია" ოდნავ გააქტიურდა და შეტევის ორგანიზება სცადა, მაგრამ ამას შედეგი არ მოუტანია. სამაგიეროდ, ვისკმა სტუმართა დაცვისა და ნახევარდაცვის მორიგი უყურადღებობით ისარგებლა და საჯარიმოს ხაზიდან ისე თავისუფლად დაარტყა, გეგონებოდათ, ქართული გუნდის მცველები ეპიზოდს ტელევიზორში უყურებდნენ...

თამაშის ცენტრიდან განახლებისთანავე, სხვაობის შემცირების ორი შანსი ჰქონდა ბუდუ ზივზივაძეს, თუმცა ჯერ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ააცილა კარს, მერე კი მეკარე დმიტრი ბეზოტოსნიმ მოიგერია ბურთი.

მეორე ნახევარი სამტრედიელებმა აგრესიულად დაიწყეს და სხვაობა შეამცირეს კიდეც. ლაშა შერგელაშვილმა ეფექტურად შეასრულა საჯარიმო დარტყმა - 3:1.

ამის შემდეგ სამტრედიელები უფრო თამამად ათამაშდნენ და გაჩნდა იმედი, რომ სხვაობის შემცირებას შეძლებდნენ, მაგრამ სწორედ ამ დროს ნიკა სანდოხაძეს საკუთარ ნახევარზე ბურთი ვიკსმა აართვა, კარისკენ სწრაფად დაიძრა, მეკარე ჩამოიცილა და ჩვენს იმედებს ცივი შხაპი გადაასხა - 4:1.

სამ წუთში კი ზენიოვმა ვიკსი მეკარესთან პირისპირ დატოვა და ლიბერიელმა ნახევარმცველმა ჰეთ-თრიკი შეასრულა. "სამტრედიის" დაცვა სრულად ჩავარდა - 5:1.

მალე სხვაობის შემცირების შანსი ბაჩანა არაბულს ჰქონდა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა.

ძალიან არ გვინდა, დავიჯეროთ, მაგრამ საპასუხო შეხვედრა, რომელიც 7 ივლისს ზესტაფონში გაიმართება, ფორმალობად მოჩანს. წაგებაზე არანაკლებ მძიმე და აუტანელი იმის განცდა იყო, რომ ჩვენს მეზობლებთან ჩამორჩენა გაზრდილა. თუკი ადრე მათ ქართველებთან მოგება პატივად მიაჩნდათ, ახლა, სამწუხაროდ, ეს ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

მატჩის შემდეგ
- გია ცეცაძე: გვაქვს თუ არა შანსი? შანსი ყოველთვის არსებობს!
- ნიკა კვეკვესკირი: არ ვფიქრობთ, რომ "სამტრედია" სუსტი მეტოქეა
- რომან გრიგორჩუკი: მეორე რაუნდში ჯერ არ ვართ, "სამტრედიას" სტუმრადაც უნდა მოვუგოთ

ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი
30.06. ბაქო. "ბაქსელ არენა". 5 000 მაყურებელი
გაბალა-სამტრედია 5:1
გოლები: 1:0 სტანკოვიჩი (16), 2:0 ზენიოვი (19), 3:0 ვიკსი (30), 3:1 შერგელაშვილი (59), 4:1 ვიკსი (69), 5:1 ვიკსი (72)
გაბალა: ბეზოტოსნი, აბასოვი, ვერნიდუბი, სტანკოვიჩი, რიკარდინიო, სადიგოვი, კვეკვესკირი, ოზობიჩი, ვიკსი (86. ქ. ალიევი), დაბო (78. ეიუბოვი), ზენიოვი (83. მუტალიმოვი).
სათადარიგოები: პეტრკევიჩი, რ. ჰასანოვი, მირზაბაიოვი, რაფაელ სანტოსი
მწვრთნელი: რომან გრიგორჩუკი
სამტრედია: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი, სანდოხაძე, გოგიაშვილი, შერგელაშილი, დათუნაიშვილი, მანჯგალაძე (71. ცნობილაძე), რაჟამაშვილი, არაბული, ზივზივაძე (58. მარკოზაშვილი), ჯიქია (46. გამყრელიძე).
სათადარიგოები: მეშველიანი, მთივლიშვილი, შ. კერძევაძე, გორგიაშვილი
მწვრთნელი: გია ცეცაძე
გაფრთხილება: ჯიქია (44), მარკოზაშვილი (63), ზენიოვი (65), ვიკსი (69)
არბიტრი: დენის შჩერბაკოვი (ბელარუსი)

სერგო კორძაია
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 57 /
ბათუმის დინამო ან ქუთაისის ტორპედო რო ყოფილიყო სამტრეედიის ადგილზე არამგონია ასე მწარედ განადგურებულიყვნენ!ცეცაძემ კიდე ლაპარაკის მეტი არაფერი იცის,თამაში 1ვე წუთიდანვე გაუხსნა,გასვლაზე ვთამაშობდით და იმდენს მაინც უნდა ხვდებოდეს მწვრთნელი კონტრშეტევაზე ააგოს თამაში ასეთ მეტოქესთან.
გიორგი
01 ივლისი 2016 15:13
0
სამტრედიას ნებისმიერ საშინაონ თამაშზე 3 ათასი კაცი მიდის ამდენი ბალეშიკი ჩემპონატში არავის ყავს საქართველოში ზესტაფონში ჩვენც ჩამოვალთ მე მგონია რომ დაცვაში რო არ ჩაიკეტეს ამიტომ მიიღეს 5 გოლი
quTaisi
01 ივლისი 2016 14:39
0
ყველა სამტრედიელი ქომაგი თქვენს გვერდითაა ბატონო გია და ბიჭებო გპირდებით ზესტაში ანშლაგი იქნება
tato
01 ივლისი 2016 14:30
0
კარგით რა გაბალებთან და შამბალებთან თუ ამ ანგარიშით წააგებ აბა ვის უნდა მოუგოთ
d.t
01 ივლისი 2016 13:59
0
ლეგიონერი სიტყვა კი არ შველის საქმეს ლეგიონერს თუ მიიყვან ვიკსიზე ნაკლები არ უნდა მოიყვა თუ არა სირიკო ლეგიონერები არ გვაკლია საქართველოშიც მაგრამ შედეგი არ არის მაგალითიც სახეზეა
+++++++++
01 ივლისი 2016 13:29
0
ხედავთ ხალხო აქ რამდენი ყოფილა დაბოღმილი სამტრედიაზე საჩხერის და გორის თამაშზე თითქმის არავინ არ აკომენტარებს
toma
01 ივლისი 2016 13:12
0
თავის მოჭრა ქართველებს ისედაც არ გვაკლია ამ ფეხბურთელებმა ხო სულ გაგვანადგურეს ან სად პოულობთ ესეთ უსუსურ და უჯიგრო უთავმოყვარე ხალხს ამათი შენახვა და ფულის გადაყრა რაში გჭირდებათ ამდენი გაჭირვებული დადის ქვეყანაზე იმათ მაინც მოახმარეთ თავს მაინც არ მოგვჭრის,
zmo
01 ივლისი 2016 13:08
0
მერე რა, რომ ლიბერიელად ითვლება, პორტუგალიაში თამაშობს და თუ ეგენი უარს იტყვიან, ჩვენ უნდა გავანატურალოთ....
მსქროლავი ტროლი
01 ივლისი 2016 13:01
0
არჩილ ხოფერია საქართველოს პრეზიდენტობა დაგშვენდებოდა. თუ ხუმრობ ბრჭყალებში მაინც ჩასვი შედეგი. თუ არადა დიდება შენს ოპტიმიზმს. გუნდი რომელიც შარშან რიგ შემთხვევაში ტოლსწორად ეჯიბრებოდა ევროპის საშუალოზე ძლიერ გუნდებს და მასთან 4-0 ის მოგების იმედი კიდევ გაქვს კეთილი შურით მშურს ასეთი ოპტიმიზმის. ამის გაკეთება "ბარსელონასაც" კი გაუჭირდებოდა არათუ სამტრედიულ ტრამვაის. გამახსენდა "დორტმუნდმა" მოუგო "გაბალას" შარშან ჯგუფურში 4-0 და რითია ერთი ჩვენზე ძლიერი"ბორუსია".
.........
01 ივლისი 2016 13:01
0
პორტუგალიას რომ ვარსკვლავთბიჭუნას ნაცვლად ეს თეო ვიკსი წაეყვანა, ბევრად უკეთესი გუნდი იქნებოდა.....
მსქროლავი ტროლი
01 ივლისი 2016 12:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული