გაბალა-სამტრედია 5:1 - დიდი იმედგაცრუება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ის, რაც გუშინ გულშემატკივარმა იხილა, ძალიან დამთრგუნველი იყო. ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გასული "სამტრედია" ბაქოში "გაბალასთან" 1:5 დამარცხდა.

ევროპულ შეკრებაზე გია ცეცაძის გუნდმა ძლიერი ალბანური და რუმინული გუნდები ერთი ამოსუნთქვით დაამარცხა და გუშინაც მისგან რაღაც გამორჩეულის იმედად ვიყავით. სამწუხაროდ, იმედები არ გამართლდა...

შეხვედრა მასპინძელთა იერიშებით დაიწყო. ისინი განსაკუთრებით მე-13 წუთიდან გააქტიურდნენ და სტუმრებს კარის დაცვა ძალიან გაუჭირდათ.

მალევე "სამტრედიას" საკუთარ ნახევარზე დაშვებული შეცდომების გამო მწარედ აზღვევინეს: შეტევა ნიკა კვეკვესკირის ლამაზი პასით დაიწყო და სამტრედიელებმა ბურთი კუთხურზე მოიგერიეს, "სტანდარტის" გათამაშების შემდეგ
კი, ძნელი ასახსნელია, კარის წინ შეგროვებულმა სამტრედიელებმა "გაბალას" ცენტრალური მცველი ვოისლავ სტანკოვიჩი როგორ მიატოვეს. ამან კი ზუსტი თავურით ანგარიში გახსნა - 1:0.

გავიდა ორიოდე წუთი და თეო ლუის ვიკსის ფლანგური გადაცემით საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილმა სერგეი ზენიოვმა "სამტრედიის" კარი მეორედ აიღო - 2:0.

ამის შემდეგ "სამტრედია" ოდნავ გააქტიურდა და შეტევის ორგანიზება სცადა, მაგრამ ამას შედეგი არ მოუტანია. სამაგიეროდ, ვისკმა სტუმართა დაცვისა და ნახევარდაცვის მორიგი უყურადღებობით ისარგებლა და საჯარიმოს ხაზიდან ისე თავისუფლად დაარტყა, გეგონებოდათ, ქართული გუნდის მცველები ეპიზოდს ტელევიზორში უყურებდნენ...

თამაშის ცენტრიდან განახლებისთანავე, სხვაობის შემცირების ორი შანსი ჰქონდა ბუდუ ზივზივაძეს, თუმცა ჯერ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ააცილა კარს, მერე კი მეკარე დმიტრი ბეზოტოსნიმ მოიგერია ბურთი.

მეორე ნახევარი სამტრედიელებმა აგრესიულად დაიწყეს და სხვაობა შეამცირეს კიდეც. ლაშა შერგელაშვილმა ეფექტურად შეასრულა საჯარიმო დარტყმა - 3:1.

ამის შემდეგ სამტრედიელები უფრო თამამად ათამაშდნენ და გაჩნდა იმედი, რომ სხვაობის შემცირებას შეძლებდნენ, მაგრამ სწორედ ამ დროს ნიკა სანდოხაძეს საკუთარ ნახევარზე ბურთი ვიკსმა აართვა, კარისკენ სწრაფად დაიძრა, მეკარე ჩამოიცილა და ჩვენს იმედებს ცივი შხაპი გადაასხა - 4:1.

სამ წუთში კი ზენიოვმა ვიკსი მეკარესთან პირისპირ დატოვა და ლიბერიელმა ნახევარმცველმა ჰეთ-თრიკი შეასრულა. "სამტრედიის" დაცვა სრულად ჩავარდა - 5:1.

მალე სხვაობის შემცირების შანსი ბაჩანა არაბულს ჰქონდა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა.

ძალიან არ გვინდა, დავიჯეროთ, მაგრამ საპასუხო შეხვედრა, რომელიც 7 ივლისს ზესტაფონში გაიმართება, ფორმალობად მოჩანს. წაგებაზე არანაკლებ მძიმე და აუტანელი იმის განცდა იყო, რომ ჩვენს მეზობლებთან ჩამორჩენა გაზრდილა. თუკი ადრე მათ ქართველებთან მოგება პატივად მიაჩნდათ, ახლა, სამწუხაროდ, ეს ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

მატჩის შემდეგ
- გია ცეცაძე: გვაქვს თუ არა შანსი? შანსი ყოველთვის არსებობს!
- ნიკა კვეკვესკირი: არ ვფიქრობთ, რომ "სამტრედია" სუსტი მეტოქეა
- რომან გრიგორჩუკი: მეორე რაუნდში ჯერ არ ვართ, "სამტრედიას" სტუმრადაც უნდა მოვუგოთ

ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი
30.06. ბაქო. "ბაქსელ არენა". 5 000 მაყურებელი
გაბალა-სამტრედია 5:1
გოლები: 1:0 სტანკოვიჩი (16), 2:0 ზენიოვი (19), 3:0 ვიკსი (30), 3:1 შერგელაშვილი (59), 4:1 ვიკსი (69), 5:1 ვიკსი (72)
გაბალა: ბეზოტოსნი, აბასოვი, ვერნიდუბი, სტანკოვიჩი, რიკარდინიო, სადიგოვი, კვეკვესკირი, ოზობიჩი, ვიკსი (86. ქ. ალიევი), დაბო (78. ეიუბოვი), ზენიოვი (83. მუტალიმოვი).
სათადარიგოები: პეტრკევიჩი, რ. ჰასანოვი, მირზაბაიოვი, რაფაელ სანტოსი
მწვრთნელი: რომან გრიგორჩუკი
სამტრედია: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი, სანდოხაძე, გოგიაშვილი, შერგელაშილი, დათუნაიშვილი, მანჯგალაძე (71. ცნობილაძე), რაჟამაშვილი, არაბული, ზივზივაძე (58. მარკოზაშვილი), ჯიქია (46. გამყრელიძე).
სათადარიგოები: მეშველიანი, მთივლიშვილი, შ. კერძევაძე, გორგიაშვილი
მწვრთნელი: გია ცეცაძე
გაფრთხილება: ჯიქია (44), მარკოზაშვილი (63), ზენიოვი (65), ვიკსი (69)
არბიტრი: დენის შჩერბაკოვი (ბელარუსი)

სერგო კორძაია
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 57 /
ხედავთ ხალხო აქ რამდენი ყოფილა დაბოღმილი სამტრედიაზე საჩხერის და გორის თამაშზე თითქმის არავინ არ აკომენტარებს
toma
01 ივლისი 2016 12:55
0
კალას და ივანიშვილს ადარებთ აზერებს მაგათ რო აქვთ იმდენ ერთ აზერს ცალ ჯიბეში აქვს
tite
01 ივლისი 2016 12:49
0
ეს არის უამბიციობა და უთავმოყვარეობა...აქ არც ქილიკია არაფერ შუაში და არც უაზრო კრიტიკა. სამწუხაროდ ბოლო წლებია ქართულ კლუბებიში მარტო ამას ვხედავ...არანაირი განვითარების ამბიცია და თავმოყვარეობა არ გააჩნიათ და ევროთასებზე მარტო მოვალეობის მოსახდელად გადიან
mamuka
01 ივლისი 2016 12:46
0
ეხლა თუ ხვდებით ლეგიონერების ძალას? მთელი გაბალას ძირითადი ბირთვი ლეგიონერებია, აბა აზერბაიჯანელებს სად იციან ფეხბურთი.. ეხლაც გამოცტით და თქვით ნუ იმატებთ ლეგიონერებსო აი პასუხიც 5:1

gaga-ს გაგა ამ წაგებასთან არც კალაძეა დანმაშავე არც ფიფია არც კობიაშვილი :) და პირიქით ყველაზე მეტს ესენი აკეთებენ ქართული ფეხბურთისთვის, ეხლანდელი ფეხბურთის ბიუჯეტი, ინფრასტრუქტურა, ფულადი პრემია ჯილდოები და სიჭინავას დროინდელი ერთია? რაც მაგას და მაგის გარემოცვას ფული აქვთ გათეთრებული ფედერაციის ბიუჯეთიდან იმდენი ლარიანი მოგვცა ყველას არ გინდა? :D აბა სითინავამ ფედერაციის სახელით მხიარულ და საზრიანთა კლუბში 100 000 რომ გადარიცხა რა იყო ეგ რაში ჭირდება მხიარულ და საზრიანთა კლუბს ამდენი ფული სასაცილო არაა? ან სად ფეხბურთი და სად მხიარულთა და საზრიანთა კლუბი :D კარგით რა :D და ისეთ მყვლეფავების დროს კეთდებოდა რამე? :D
Akaki
01 ივლისი 2016 12:46
0
samtredski
samtredieli gulSematkivari

კალაძის დამსახურება სამტრედიის კლუბში რა არის ბავშვებო იცით? ის რომ მონახეს ფორმულა რომლის საშუალებითაც სახელმწიფო ფული საკრებულოს დამტკიცების გვერდის ავლით მაგრამ რაიონის ბიუჯეტზე ამოკლებით მ(კონსოლიდირებულ ბიუჯეტს აკლდებოდა რაიონისას,ეგაა რომ საკრებულოს დამტკციცება არ სჭირდებოდა)ეძლეოდა კლუბს და ამით გაჩნდა მეტნაკლებად სტაბილური ფინანსური მდგომარეობა, ჩემი და თქვენი ჯიბეების ხარჯზე და მათი მართვით.
აი ეს იყო სულ კალას და მისიანების დამსახურება.
დღესაც კი ეს არის მუნციპალიტეტისა და რაღაც უცნაური არამომგებიანი საფეხბრუთო კავშირის მართვის ქვეშ მყოფი კლუბი.
მას კი სანამ არ ეყოლება კერძო მეპატრონეები , მანამ იქნება სულ საეჭვო მდგომარეობა მისი მომავალის პერსპექტივების მიმართ,ასე რომ თავს ნუ გადაიდებტ კალაძის დამსახურებაზე,აქ მისი როლი მინიმალურია.
მაგრამ არც არავინ დათმოსბ ამ კლუბს ასე ადვილად გასასხვისებალდ თუკი ვინმე "მათი კაცი" არ მოვა.ასე რომ სმატერდია კიდევ მრავალ წელს იქნება სახელწმფიო ფულზე,ჩემი და თქვენი შესანახი.

მერაბი

მართალი ხარ გენაცვალე, იმედი არის მოგების და ბიჭები შეეცდებიან კიდევაც რომ მოიგონ (ან საბოლოოდ ჩაისვარონ)და დაამტკიცონ რომ გუშინდელი მატჩი მათი ხელმძღვანელობის ბრალი იყო უმეტესწილად და არა მათი.
Jango
01 ივლისი 2016 12:44
0
ვინმაც რა უნდა ილაპარაკოთ ფაქტი ერთია, წავაგეთ ძალიან მწარედ და შევრცხვით საქვეყნოდ, ძალიან სამწუხაროდ. წაგება არ გვინდოდა და არც გვაწყობდა, მაგრამ ვთქვათ 2-1, 3-1 რომ წაგვეგო კიდევ ვიტყოდით რომ არა უშავს ვის არ წაუგიათქო, მაგრამ 5-1 სირცხვილია სხვა თუ არაფერი. რომ ვიცოდე აქ გადავახევთ ბურთს თავზე მაშინ კიდევ ჰო, მაგრამ აქ არა მგონია მსგავსი რამ მოხდეს, სამწუხაროდ
გულშემატკივარი
01 ივლისი 2016 12:43
0
კალაძე და ივანიშვილი ამდენი ფული რო გაქვთ და ქვეყნისთვის არაფერს აკეთებთ, ერთი წესიერი გუნდი მაქინც გააკეთეთ რომ ... აზერებთან არ ვისხამდეთ თავს ლაფს
მახო
01 ივლისი 2016 12:36
0
შერგელას ულამაზეს გოლზე და ზივზივას ას პროცენტიან მომენტზე არაბულის დარტყმაზე რატომ არაფეს ამბობთ შურიანებო ეს ახალგაზრდები პირდაპირ ლომის ხახაში რო მოხვდნენ ა თქვენ კანაკავს გოლის მერე გერმანიასთანაც მოგებას ითხოვდით
rio
01 ივლისი 2016 12:35
0
სირცხვილი გრძელდება და დასასრული არ უჩანს, აი გამოცდილებას შევიძენთ, არა უშავს,ბიჭებმა მაგრად ითამაშეს, მოწინააღმდეგეს გაუმართლა და ასეთი სისულელეების წერა არ არის საჭირო რა და ტრენერი კიდევ რაღაც შანსებზე ლაპარაკობს! ვინც ქართულ ფეხბურთში ხართ არ გრცხვენიათ მაინც? ისლანდიამაც კი ისწავლა თამაში?!
antoni
01 ივლისი 2016 12:30
0
ფეხბურთის ფედერაციაზე ამა თუ იმ მიზეზით განაწყენებული ადამიანებმა დრო იხელთეს და შედგენენ გუნდს, ფედერაციას და საერთოდ ყველაფერს სამტრედიის წაგების გამო! არაფერი მოსვლია სამტრედიას იმ თამაშში ასე კტასტროფული ანგარიშით წასაგები. შემთხვევითობა და უიღბლობა არის მთავარი მიზეზი. აი განმეორებითში 4:0 ს დავასობთ გაბალას და მერე სად მიდიხართ?!
არჩილ ხოფერია
01 ივლისი 2016 12:29
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული