"სისხლი დაიღვრება!" - სააკაშვილის დედის უნივერსიტეტში სტადიონს ანგრევენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სტადიონზე დღეს დილიდან ხელოვნური მინდვრის საფარის აღება და მშენებლობის ნებართვის მისაღებად მოედნის ექვს ადგილას გაბურღვა დაიწყო.

"ნადგურდება კიდევ ერთი სტადიონი. მბურღავებმა სწორედ მაშინ დაიწყეს მინდვრის საფარის აყრა და ბურღვის პროცესი, როცა სტადიონზე უნივერსიტეტის გუნდი ვარჯიშობდა.

ჩემი ინფორმაციით, შვიდსართულიანი სასწავლო კორპუსის აშენებას აპირებენ. როგორც ვიცი, მშენებლობის უფლება არ აქვთ", - განაცხადა უეფას მედიაოფიცერმა მამუკა კვარაცხელიამ.

სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორის, ანზორ აბშილავას განცხადებით, ტერიტორიის ქვეშ განლაგებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის უნიკალური სასწავლო ლაბორატორია.

„მსგავსი ლაბორატორია არ აქვს ევროპის
არც ერთ უნივერსიტეტს. ნებისმიერი მშენებლობა, რომელიც ამ სტადიონის ტერიტორიაზე იქნება განხორციელებული, დიდ ზიანს მიაყენებს აღნიშნულ ლაბორატორიას", - განაცხადა სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს უნივერსიტეტი დაახლოებით ათი წლის წინ მიხეილ სააკაშვილის დედამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა გიული ალასანიამ მანანა სანაძესთან ერთად დააარსა.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 19 /
არ დავანგრევინოთ სტადიონი ისედაც ეს ქალაქი ,ბეტონის კონსტრუქციას დაენსგავსა,მაგის დამანგრეველი ერის მტერია,შევარცხინე თქვენი ადამიანობა ,ტქვენ გიყვართ ქვეყანა ,არა თქვენ დიდი რაოდენობის ფული გიყვართ,ფულია თქვენი სამშობლო...
zaza
05 ივლისი 2016 11:15
0
ვაჟავ ბიჭო, მგონი აქ შენი ბინა უნდა აშენდეს! მეგობრებო სპორტის სასახლე და მისი მიმდებარე ტერიტორია ბეტონების ჯუნგლებად არის გადაქცეული, ლამის გაუსაძლისი მდომარეობაა ჰაერის კუთხით, რეკრეაცია 0-ის ტოლია, ეს უბანი აღარს არის, ეს ყველაფერი ქალაქს აღარ ჰგავს! სტადიონი კერძო თუა სახელწიფოფ უნდა გამოისყიდოს და განავითაროს ან/და ესეთ ადგილებში მშენებლობის უფლება არ უნდა გასცეს! ესეთი ისტორიები აიძულებს ქართველ კაცს დატოვოს ქვეყანა და სადაც მეტი გონიერებაა იქ მიაშუროს!!!
ვაჟას
05 ივლისი 2016 10:48
0
მერე რა რო არ წაართმევს შეუძლია მშენებლობის ნებართვა არ მისცეს და მორჩება
me
05 ივლისი 2016 10:38
0
არ მეგონა თუ ვინმე გაამართლებს ,სტადიონის დნგრევას,მაგრამ საუბედუროდ ესეთებიც ყოფილან და ვინც ამის მომხრეა,ყველა მეზიზგება...მეტის ღირსები ვართ,
zaza
05 ივლისი 2016 10:10
0
ვაჟას ,შეცდომაში თქვენ შეგყავთ ხალხი....სტადიონი სულ იყო მანდ,განახლება კი 2003 წელს ჩაუტარდა და 2004 გაიხსნა,კერძო საკუთრება ეგ არის მთავარი ,მემკვიდრეობით ერგო.?ყველაფერი დავანგრიოთ ამ ქალაქში და ხმა აგარ ამოიღოს ხალხმა,იმ Bავშვებს რას უშვებით ,ქუჩაში გავყაროთ?
gio
05 ივლისი 2016 10:08
0
რა მაჩაიძე, რა ნოდია, ღადაობს ეს კაცი, ისე ქართველების თამაშის შემხედვარე დასანგრევია მოედნები,არ შევრცხვეთ, იქნება.
gia
05 ივლისი 2016 02:15
0
რა ნოდია და მაჩაიძე ხალხო ? რეებს ლაპარაკობთ ?! ეს სტადიონი 2006-2007 წლებში აშენდა ! სად იყო მაშინ ნოდია და მაჩაიძე ?! რომელ თაობებზე ლაპარაკობთ ? რატომ შეგყავთ ხალხი შეცდომაში?! და ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ეს კერძო საკუთრებაა და მეპატრონე რასაც ჩათვლის საჭიროდ იმას გააკეთებს.
ვაჟა
04 ივლისი 2016 23:14
0
მიშას დატოებულ სიბოროტეებს კიდევ დიდხანს მოიმკის საქართველო!!!!
lelo
04 ივლისი 2016 18:03
0
აჩუქა მამამისის ქონებააა? ეს არის ვანდალიზმი ,მეტის მოთმენა აგარ შიეძლება .შვილებს რას ვუტოვებთ,ეს მთავრობა საერთოდ ,რას შვება
dato
04 ივლისი 2016 16:59
0
ძალიან მალე დადგება ჟამი თქვენი განკითხვისა ..................
maxo
04 ივლისი 2016 15:21
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული