"სისხლი დაიღვრება!" - სააკაშვილის დედის უნივერსიტეტში სტადიონს ანგრევენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სტადიონზე დღეს დილიდან ხელოვნური მინდვრის საფარის აღება და მშენებლობის ნებართვის მისაღებად მოედნის ექვს ადგილას გაბურღვა დაიწყო.

"ნადგურდება კიდევ ერთი სტადიონი. მბურღავებმა სწორედ მაშინ დაიწყეს მინდვრის საფარის აყრა და ბურღვის პროცესი, როცა სტადიონზე უნივერსიტეტის გუნდი ვარჯიშობდა.

ჩემი ინფორმაციით, შვიდსართულიანი სასწავლო კორპუსის აშენებას აპირებენ. როგორც ვიცი, მშენებლობის უფლება არ აქვთ", - განაცხადა უეფას მედიაოფიცერმა მამუკა კვარაცხელიამ.

სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორის, ანზორ აბშილავას განცხადებით, ტერიტორიის ქვეშ განლაგებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის უნიკალური სასწავლო ლაბორატორია.

„მსგავსი ლაბორატორია არ აქვს ევროპის
არც ერთ უნივერსიტეტს. ნებისმიერი მშენებლობა, რომელიც ამ სტადიონის ტერიტორიაზე იქნება განხორციელებული, დიდ ზიანს მიაყენებს აღნიშნულ ლაბორატორიას", - განაცხადა სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს უნივერსიტეტი დაახლოებით ათი წლის წინ მიხეილ სააკაშვილის დედამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა გიული ალასანიამ მანანა სანაძესთან ერთად დააარსა.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 19 /
აჩუქა მამამისის ქონებააა? ეს არის ვანდალიზმი ,მეტის მოთმენა აგარ შიეძლება .შვილებს რას ვუტოვებთ,ეს მთავრობა საერთოდ ,რას შვება
dato
16:59 04-07-2016
0
მიშას დატოებულ სიბოროტეებს კიდევ დიდხანს მოიმკის საქართველო!!!!
lelo
18:03 04-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული