თბილისის "დინამო" ავსტრიაში კიევის "დინამოსთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
4 ივლისს ავსტრიულ იენბახში საქართველოს ჩემპიონმა თბილისის "დინამომ" შეკრების უკანასკნელი სპარინგ-მატჩი გამართა - კიევის "დინამოს" შეხვდა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

კიეველებმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანეს ქართველთა კარში.

აღსანიშნავია, რომ ეს "დინამოს" მეხუთე სპარინგი იყო. მანამდე გუნდი დაუზავდა პოლონურ "ლეგიას" - 1:1, დამარცხდა ბულგარულ "ლუდოგორეცთან" - 0:3, მოუგო ჰაიფას "მაკაბის" 2:0 და ასეთივე ანგარიშით დამარცხდა ავსტრიულ ლასკ-თან.

იურაი იარაბეკის გუნდი თბილისში 5 ივლისს დაბრუნდება და ადგილზე გააგრძელებს მზადებას მოახლოებული, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის.

ამხანაგური მატჩი
დინამო (თბ)-დინამო (კ)
0:2

დინამო თბილისი: სკრიბე, ველევი, ლობჟანიძე, ამისულაშვილი (c), შპიჩიჩი (თევზაძე 85), ცინცაძე (ალვარო 46), პარუნაშვილი (ჭელიძე 62), კურიე (კიტეიშვილი 46), ჭანტურიშვილი (პაპუნაშვილი 67), ჯიღაური (ვოლკოვი 85), ქვილითაია (გელაშვილი 60, მიქელთაძე 85)
დინამო კიევი: რიბკა, კორზუნი, ლუკიანჩუკი, ოჩიგავა, მაკარენკო, რიბალკა, სიდორჩუკი, ანდრიევსკი, იარმოლენკო (c), ბესედინი, გლადკი.
მკითხველის კომენტარები / 17 /
კითხვას არავინ არ სვამს,რა ხდება?წინსვლის მაგიერ უკან მიდიან.
0
დინამოს მინიმუმ 1 კარგი ნახევარმცველი და 1 ფორვარდი ჭირდება აუცილებლათ.
bebeto
12:11 05-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული