თბილისის "დინამო" ავსტრიაში კიევის "დინამოსთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
4 ივლისს ავსტრიულ იენბახში საქართველოს ჩემპიონმა თბილისის "დინამომ" შეკრების უკანასკნელი სპარინგ-მატჩი გამართა - კიევის "დინამოს" შეხვდა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

კიეველებმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანეს ქართველთა კარში.

აღსანიშნავია, რომ ეს "დინამოს" მეხუთე სპარინგი იყო. მანამდე გუნდი დაუზავდა პოლონურ "ლეგიას" - 1:1, დამარცხდა ბულგარულ "ლუდოგორეცთან" - 0:3, მოუგო ჰაიფას "მაკაბის" 2:0 და ასეთივე ანგარიშით დამარცხდა ავსტრიულ ლასკ-თან.

იურაი იარაბეკის გუნდი თბილისში 5 ივლისს დაბრუნდება და ადგილზე გააგრძელებს მზადებას მოახლოებული, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის.

ამხანაგური მატჩი
დინამო (თბ)-დინამო (კ)
0:2

დინამო თბილისი: სკრიბე, ველევი, ლობჟანიძე, ამისულაშვილი (c), შპიჩიჩი (თევზაძე 85), ცინცაძე (ალვარო 46), პარუნაშვილი (ჭელიძე 62), კურიე (კიტეიშვილი 46), ჭანტურიშვილი (პაპუნაშვილი 67), ჯიღაური (ვოლკოვი 85), ქვილითაია (გელაშვილი 60, მიქელთაძე 85)
დინამო კიევი: რიბკა, კორზუნი, ლუკიანჩუკი, ოჩიგავა, მაკარენკო, რიბალკა, სიდორჩუკი, ანდრიევსკი, იარმოლენკო (c), ბესედინი, გლადკი.
მკითხველის კომენტარები / 17 /
ბრავო ბიჭებოო ასე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპსაც ვერ გადალახავთ
gio123
22:16 04-07-2016
0
მეორე ტაიმს ვუყურე და არ მომეწონა დინამოს თამაში, გელაშვილი საერთოდ მილიონში ერთ ორთაბრძოლას თუ მოიგებს, ნამდვილად ზედმეტი ხარჯია, დინამოს ახალგაზრდები კიდევ ძალიან ქაოსურად დარბოდნენ მოძრაობდნენო ვერ ვიტყვი, იმედია ოფიციალურებზე ახალგაზრდებს არ მიენდობა მწვრთნელი
Akaki
22:16 04-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული