ჩიხურა-ზიმბრუ 2:3 - გულსაკლავი ქართული სურათი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სტუმრად მოპოვებული გამარჯვების (1:0) შემდეგ საჩხერის "ჩიხურას" ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის მშვენიერი შანსი ჰქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს შანსი ვერ გამოიყენა - საპასუხო შეხვედრაში ბრაზილიელებით გადავსებულ "ზიმბრუსთან" 2:3 დამარცხდა და ევროთასებს პირველივე ეტაპზე გამოეთიშა.

- ზიმბრუ-ჩიხურა 0:1 - ყოჩაღ, "ჩიხურა"! ყოჩაღ, ფრუიძე! [VIDEO+PHOTO]

არადა, სოსო ფრუიძის შეგირდებს ორჯერ მიჰყავდათ ანგარიში, თუმცა კვლავ იჩინა თავი ქართულმა სენმა - ბოლო წუთებზე კონცენტრაცია დაკარგეს და... ისიც გავიხსენოთ, პირველ ტაიმში მასპინძლებმა თითქმის "გასახდელში" რომ გაუშვეს გოლი, ხოლო შემდეგ, იმავე მატჩის ბოლოს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ
დროში დაემართათ.

აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში "ჩიხურა" სტუმართა ბრაზილიელმა ლეგიონერმა ემერსონმა დასაჯა.

...თითქოს ავის მომასწავებლად, მატჩის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ზესტაფონში ცა ნაცრისფრად მოიქუფრა და ისეთი კოკისპირული წვიმა წამოვიდა, თამაშის ჩაშლის საშიშროება შეიქმნა. საგანგებო სიტუაციის გამო მატჩი 37 წუთის დაგვიანებით დაიწყო.

მინდორი წყლით იყო გაჟღენთილი და დამძიმებულ გრუნტზე ფეხბურთელებს გადაადგილება და სწრაფად მოქმედება უჭირდათ, ბურთი ხშირად ჩერდებოდა გუბეებში... მიუხედავად ამისა, გუნდებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და ერთმანეთს საკმაოდ მაღალი ტემპი შესთავაზეს.

"ჩიხურამ" მეტოქეს თავიდანვე შეუტია. განსაკუთრებით აქტიურობდა საჩხერელთა მარჯვენა ფლანგი, სადაც საბა ლობჟანიძის რეიდებს მოლდოველები ვერაფერს უხერხებდნენ.

პირველი რეალური საგოლე მომენტი სწორედ ლობჟანიძემ შექმნა, როცა ორ მეტოქეს აუარა გვერდი და სახიფათოდ დაარტყა, თუმცა "ზიმბრუს" კარის დარაჯი დენის რუსუ დამაჯერებლად გაისარჯა.

მალევე, სტუმრებმა ქართველებს საკმაოდ სახიფათო შეტევით უპასუხეს. ფლანგიდან სპეტარუს დაბალი და გამჭოლი გადაცემის დაგვირგვინებას ემერსონი ცდილობდა, მაგრამ მასპინძლები მეკარე დინო ჰამზიჩმა გადაარჩინა.

ლობჟანიძის მონდომებასა და კარგ გარჯას "ჩიხურას" სწრაფი გოლიც მოჰყვა. მან ისევ დაჯაბნა მოლდოველი მცველები და მახვილი კუთხიდან დაარტყა. ბურთი ძელს მოხვდა, მაგრამ იქვე გიორგი ივანიშვილი გაჩნდა და ანგარიშიც გახსნა.

მალე ანგარიშის გაზრდაც შეიძლებოდა - ლუანის შეცდომის შემდეგ დიმიტრი ტატანაშვილს უნდა გაეტანა, მაგრამ ხეირიანად ვერ დაარტყა.

"ზიმბრუმ", რომელსაც უკანდასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა, მწვავედ შეუტია. მოლდოველთაგან განსაკუთებით ამანსიო ფორტესის სახიფათო თამაში უნდა გამოვარჩიოთ. სტუმართაგან მომენტებს, ძირითადად, ეს ბრაზილიელი ქმნიდა. ერთ ეპიზოდში, საჩხერელი მცველებისა და მეკარის შეუთანხმებელი მოქმედების შემდეგ, ფორტესს შესანიშნავი საგოლე შანსიც მიეცა, მაგრამ ჰამზიჩმა კარში დარტყმის საშუალება არ მისცა.

ჰამზიჩთან შეტაკებისას ფორტესი წაიქცა და მოლდოველები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ სომეხმა არბიტრმა თამაშის გაგრძელება ბრძანა. შემდგომშიც, ფორტესისა და ჰამზიჩის ორი დუელიც საჩხერელთა კიპერის გამარჯვებით დასრულდა.

საპასუხოდ, კვლავ დიდებულად ითამაშა ლობჟანიძემ, რომელმაც სტუმართა თითქმის მთელი დაცვა ჩამოიცილა და კარში "მოჭრილიც" დაარტყა, თუმცა... არაზუსტად.

ტაიმის მიწურულს მოლდოველებმა შორეულ დარტყმებსა და ფლანგურ ჩაწოდებებს უხშირეს. განსაკუთრებით, "ზიმბრუს" მარჯვენა ფლანგი აქტიურობდა. ამან შედეგიც გამოიღო - მსაჯის მიერ დამატებულ, პირველი ტაიმის უკანასკნელ წამზე ემერსონმა თავურით გაათანაბრა ანგარიში - 1:1.

ფრუიძის გუნდმა მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყო და რჩებოდა იმედი, რომ ბოლო მაინც კეთილი იქნებოდა.

ლობჟანიძის მიერ შესრულებული საჯარიმოს შემდეგ მოლდოველთა მეკარე გამოსვლაზე შეცდა, არეულობით ლევან კაკუბავამ ისარგებლა და მასპინძლები მეორედაც დააწინაურა.

ძალზე აქტიური იყო შეცვლაზე შესული დიეგო ლიმა, რომელიც სტუმართა შეტევების მთავარი ორგანიზატორი იყო. "ზიმბრუმ" ისარგებლა იმით, რომ "ჩიხურამ" უპირატესობა დათმო, ძალები მოიკრიბა და ანგარიში სწრაფადვე გაათანაბრა - "სტანდარტულისას" ჟარდანს თანაგუნდელისგან თავით მიუვიდა ბურთი და ახლოდან გადაგზავნა ჰამზიჩის კარში - 2:2.

მატჩის ბოლოსკენ მოედანზე ვითარება დაიძაბა, გახშირდა უხეშობა და მსაჯმაც ყვითელი ბარათები ბლომად ჩამოარიგა (ეს სომეხი არბიტრის, სურენ ბალიანის "სტილია" და მატჩის წინათქმაში "ლელომ" ამაზე მიანიშნა კიდეც "ჩიხურას" ფეხბურთელებს - რედ.).

აქტიურად ჩაერთო თამაშში ირაკლი ლექვთაძე, თუმცა კარში დარტყმები არ გამოუვიდა. ამასობაში, მასპინძლები აშკარა გოლს გადაურჩნენ - ილიე დამაშკანმა ხუთიოდე მეტრიდან ხარიხას მცირედით გადააცილა ბურთი, სპეტარუს თავური კი ჰამზიჩმა მოიგერია.

მატჩის ბოლო წუთებზე "ზიმბრუ" გაცილებით მწყობრად უტევდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, "ჩიხურასაც" შეეძლო ეხეირა - ლექვთაძემ ხელსაყრელი პოზიციიდან ცუდად დაარტყა და ბურთი მეკარე რუსუს იოლი ნადავლი გახდა.

...მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე მოლდოველებმა სწრაფად განავითარეს საპასუხო შეტევა. მასპინძლები მოედნის ცენტრში შეცდნენ. შეტევის ბოლო ფაზაში სპეტარუს დარტყმა მცველებმა და მეკარემ ერთობლივი ძალებით მოიგერიეს, მაგრამ გამოვარდნილ ბურთთან ემერსონი გაჩნდა, რომელმაც მახვილი კუთხიდან დაარტყა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

საინტერესო იქნებოდა მატჩის შემდეგ მწვრთნელების მოსაზრებების მოსმენა, მაგრამ, სამწუხაროდ, ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ გამოგვიცხადეს, რომ პრესკონფერენცია არ ჩატარდებოდა და ამის მიზეზად... ჟურნალისტების სიმცირე (?!) დაასახელეს.

ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი
05.07. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე"
ჩიხურა-ზიმბრუ 2:3
(პირველი მატჩი 1:0)
გოლები: 1:0 ივანიშვილი (13), 1:1 ემერსონი (45), 2:1 კაკუბავა (55), 2:2 ჟარდანი (62), 2:3 ემერსონი (90)
ჩიხურა: ჰამზიჩი, გრიგალაშვილი, კაშია, რეხვიაშვილი, ჩიკვაიძე, კორიფაძე, კაკუბავა, დობროვოლსკი, ს. ლობჟანიძე (78. დეკანოიძე), ივანიშვილი (71. ლექვთაძე), ტატანაშვილი (90. მუმლაძე).
სათადარიგოები: სეფიაშვილი, სარდალიშვილი
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
ზიმბრუ: რუსუ, ჟარდანი, ლუანი, ემერსონი, იზალდო, ერიკი (80. ზაგაევსი), ალექს ბრუნო, კულიბალი (39. დიეგო ლიმა), სპეტარუ, ფორტესი (88. ბურგიუ), დამაშკანი.
სათადარიგოები: ტიმბური, სტარიში, ჟალო, რუსნაკი
მწვრთნელი: ფლავიუს სტოიკანი
გაფრთხილება: ალექს ბრუნო (13), კაკუბავა (14), ემერსონი (17), ლუანი (26), ლექვთაძე (81), ტატანაშვილი (89), რეხვიაშვილი (90), დანიელ ჟალო (90. სათადარიგო), დობროვოლსკი (90)
არბიტრი: სურენ ბალიანი (სომხეთი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 68 /
ერთი რა გამაგებინე იცი გულშემატკივრობა თქვენინ გაგებით რა არის??? რაგბისტების მლანძრველი ადამიანი არ მოიძებნება საქართველოში, იმიტომ რომ წაგების დროსაც ტაშით ვაცილებთ ბიჭებს თავიანთი თავდადებისთვის და პატიოსნებისთვის! ფეხბურთში ფედერაციიდან დაწყებული და ფეხბურთელებით დამთავრებული (რამდენიმეს არ ეხება) თავი მოიყარეს ვიგინდარა ტიპაჟებმა, რომლებიც სულ ფულზე ტირიან! შეადარე ერთი რაგბისტების ხელფასებიბ მაგათსას და მერე ილაპარაკეთ გულშემატკივრობაზე! ამოვიდა ძმაო ყელში მაგათი საქციელი და ეხლა 100 თუ 200 მილიონ ლარს ითხოვენ ბიუჯეტიდან, მაგათ როგორ უნდა მისცეს ამ გაღატაკებულმა ხალხმა ფული?! წლებია სულ გულშემატკივარია თურმე დამნაშავე და ფეხბურთი არ გვესმის, ვერ ვგებულობთ ამათ ღრკა ჩანაფქრს თურმე. არ არის ძმაო ეგრე, ბილომდე უთავმოყვარეობა ნუ შეგვეყრება! კობიაშვილმა ესპანეთის მოგებაზე რომ იბლატავა რუინეთზე და სლოვაკეთზე ხმა რატომ არ ამოიღო?! ვისაც გინდათ დსბოლდით მაგათი ზღაპრებით, მე არ მჯერა რომ ის ხალხი ვინც ქართულ ფეხბურთში ტრიალებს (რამდენიმეს არ ეხება) რამე შედეგდ დადებს, ფულის გარდა ყველაფერი კიდიათ და დროა გაიგოთ ეს ამბავი. სანამ პატიოსანი და განათლებული ხალხი არ მოვა ფედერაცაში მანამდე არაფერი გამოვა!
zuzus
06 ივლისი 2016 11:12
0
ეგეც შენი გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ჩიხურა,ყველას ახალგაზრდა ლობჟანიძე ჯობდა,ან მუმლაძეს ვის უნახავდა ფრუიძე გააფუჭებს ამ ბიჭსაც ისევე როგორც გააფუჭა სხვა ახალგაზრდები რომელთაც სკამი ახეხინა და ჩიხურაში გადასვლით დრო ტყუილა დააკარგვინა,მარტო 11 კაცს რო ენდობი სხვებმა როგორ უნდა მოუმატონ ან კაცი დაგემტვრა,ან ყვითლების გამო ტოვებს ვინმე თამაშს ვინმემ ხომ უნდა შეცვალოს ყველა მოთამაშეს უნდა ქონდეს თამაშის საშუალება საჭიროა სწორი როტაცია ვინმემ ხმა ხომ უნდა ამოიღოს ფრუიძე ხელშეუხებელია თუ რა არის,საფეხბურთო აკადემია რომ გაქვს ვინმე ხომ უნდა გაზარდო,დააწინაურო არც შედეგი გაქვს,არც ვინმეს ზრდი მაშინ რით განისაზღვრება მწვრთნელის წარმატებულობა,ვისაც ენდობა იმათი მოყვანით და ფულის კეთებით?
malxazi
06 ივლისი 2016 11:07
0
არა რა!!!!!!!!!!!!! ..........................ამათ კობი კი არა ბეკენბაუერი ვერ უშველის. არც ფული არის მთავარი. მთავარი ისაა, რომ შპანებისგან შედგება ყველა ქართული კლუბი და შპანების ნათამაშევი ფეხბურთი კი არ გაიშვა. აუცილებელია, ფული რომელსაც გამოყოფს სახეოლმწიფო, პირველ რიგში დაიხარჯოს თითოეულ კლუბში 2-3 ნორმალური ლეგიონერის შესაძენად და მერე სხვა რამეში. ზიმბრუს როგორ უნდა მოუგოს საჩხერემ, ამ "მწვრთნელით" და ამ "ფეხბურთელებით"?, მაშინ როცა ზიმბრუს შემადგენლობა, ბრაზილიელებითაა გაძეძგილი. ბრაზილიელი კი ყოველთვის ბრაზილიელია და ერთი თავით ჯობს ჩვენს ყანა-ფეხბურთელებს. მოკლედ ისე ვარ გულნატკენი, არც კი დავახამხამებ თვალს ..
ამირანი
06 ივლისი 2016 11:07
0
ზუზუ! ნახე აზიურ ტოტალიზატორებში რამხელა ფსონი ჰქონდა ამ უნამუსოების წაგებას და ყველაფერს მიხვდები!
ირაკლი
06 ივლისი 2016 11:06
0
საშინელება ის არის, რომ 11-მა კაცმა დაცვაში დადგომა ვერ მოახერხა მთელი გუნდით ბოლო 5 წუთი. ძალიან უნდა გინდოდეს, რომ ეს ჩაიდინო. ლაპარაკიც კი არ ღირს ამ ტრაგიკომედიაზე
111
06 ივლისი 2016 11:03
0
ბიძინას-არადა ორივე გუნდი ფინალის კანდიდატი იყო
999l
06 ივლისი 2016 11:01
0
მადლობა საზოგადოებრივ მაუწყებელს! რამდენი გულშემატკივარი გადაარჩინა მიკროინფაქტს:)))
შოკირებული გულშემატკივარი
06 ივლისი 2016 10:59
0
როდის გაძღებიან ნეტა ესენი?სად არის კობიაშვილი ეხლა გადაკოცნოს ბიჭები ესპანეთთან ჩაწყობილი თამაშის მერე რო ულოცავდა და კოცნიდა
x
06 ივლისი 2016 10:59
0
25 წელია ძმაო არფერს აკეთებენ და ეხლა დაუჭირო მხარი? ტოტალიზატორი არაფერ შუაშია, დაბალი დონის ფეღბურთს ვთამაშობთ და ეგაა
999
06 ივლისი 2016 10:54
0
ტაჯიკეთის და ყირგიზეთის დონეც არარიან ისინი აზიის ჩემპიონთა ლიგაში მაინც მონაწილეობენ
lali
06 ივლისი 2016 10:52
0

სიახლეები პოპულარული