ჩიხურა-ზიმბრუ 2:3 - გულსაკლავი ქართული სურათი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სტუმრად მოპოვებული გამარჯვების (1:0) შემდეგ საჩხერის "ჩიხურას" ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის მშვენიერი შანსი ჰქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს შანსი ვერ გამოიყენა - საპასუხო შეხვედრაში ბრაზილიელებით გადავსებულ "ზიმბრუსთან" 2:3 დამარცხდა და ევროთასებს პირველივე ეტაპზე გამოეთიშა.

- ზიმბრუ-ჩიხურა 0:1 - ყოჩაღ, "ჩიხურა"! ყოჩაღ, ფრუიძე! [VIDEO+PHOTO]

არადა, სოსო ფრუიძის შეგირდებს ორჯერ მიჰყავდათ ანგარიში, თუმცა კვლავ იჩინა თავი ქართულმა სენმა - ბოლო წუთებზე კონცენტრაცია დაკარგეს და... ისიც გავიხსენოთ, პირველ ტაიმში მასპინძლებმა თითქმის "გასახდელში" რომ გაუშვეს გოლი, ხოლო შემდეგ, იმავე მატჩის ბოლოს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ
დროში დაემართათ.

აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში "ჩიხურა" სტუმართა ბრაზილიელმა ლეგიონერმა ემერსონმა დასაჯა.

...თითქოს ავის მომასწავებლად, მატჩის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ზესტაფონში ცა ნაცრისფრად მოიქუფრა და ისეთი კოკისპირული წვიმა წამოვიდა, თამაშის ჩაშლის საშიშროება შეიქმნა. საგანგებო სიტუაციის გამო მატჩი 37 წუთის დაგვიანებით დაიწყო.

მინდორი წყლით იყო გაჟღენთილი და დამძიმებულ გრუნტზე ფეხბურთელებს გადაადგილება და სწრაფად მოქმედება უჭირდათ, ბურთი ხშირად ჩერდებოდა გუბეებში... მიუხედავად ამისა, გუნდებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და ერთმანეთს საკმაოდ მაღალი ტემპი შესთავაზეს.

"ჩიხურამ" მეტოქეს თავიდანვე შეუტია. განსაკუთრებით აქტიურობდა საჩხერელთა მარჯვენა ფლანგი, სადაც საბა ლობჟანიძის რეიდებს მოლდოველები ვერაფერს უხერხებდნენ.

პირველი რეალური საგოლე მომენტი სწორედ ლობჟანიძემ შექმნა, როცა ორ მეტოქეს აუარა გვერდი და სახიფათოდ დაარტყა, თუმცა "ზიმბრუს" კარის დარაჯი დენის რუსუ დამაჯერებლად გაისარჯა.

მალევე, სტუმრებმა ქართველებს საკმაოდ სახიფათო შეტევით უპასუხეს. ფლანგიდან სპეტარუს დაბალი და გამჭოლი გადაცემის დაგვირგვინებას ემერსონი ცდილობდა, მაგრამ მასპინძლები მეკარე დინო ჰამზიჩმა გადაარჩინა.

ლობჟანიძის მონდომებასა და კარგ გარჯას "ჩიხურას" სწრაფი გოლიც მოჰყვა. მან ისევ დაჯაბნა მოლდოველი მცველები და მახვილი კუთხიდან დაარტყა. ბურთი ძელს მოხვდა, მაგრამ იქვე გიორგი ივანიშვილი გაჩნდა და ანგარიშიც გახსნა.

მალე ანგარიშის გაზრდაც შეიძლებოდა - ლუანის შეცდომის შემდეგ დიმიტრი ტატანაშვილს უნდა გაეტანა, მაგრამ ხეირიანად ვერ დაარტყა.

"ზიმბრუმ", რომელსაც უკანდასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა, მწვავედ შეუტია. მოლდოველთაგან განსაკუთებით ამანსიო ფორტესის სახიფათო თამაში უნდა გამოვარჩიოთ. სტუმართაგან მომენტებს, ძირითადად, ეს ბრაზილიელი ქმნიდა. ერთ ეპიზოდში, საჩხერელი მცველებისა და მეკარის შეუთანხმებელი მოქმედების შემდეგ, ფორტესს შესანიშნავი საგოლე შანსიც მიეცა, მაგრამ ჰამზიჩმა კარში დარტყმის საშუალება არ მისცა.

ჰამზიჩთან შეტაკებისას ფორტესი წაიქცა და მოლდოველები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ სომეხმა არბიტრმა თამაშის გაგრძელება ბრძანა. შემდგომშიც, ფორტესისა და ჰამზიჩის ორი დუელიც საჩხერელთა კიპერის გამარჯვებით დასრულდა.

საპასუხოდ, კვლავ დიდებულად ითამაშა ლობჟანიძემ, რომელმაც სტუმართა თითქმის მთელი დაცვა ჩამოიცილა და კარში "მოჭრილიც" დაარტყა, თუმცა... არაზუსტად.

ტაიმის მიწურულს მოლდოველებმა შორეულ დარტყმებსა და ფლანგურ ჩაწოდებებს უხშირეს. განსაკუთრებით, "ზიმბრუს" მარჯვენა ფლანგი აქტიურობდა. ამან შედეგიც გამოიღო - მსაჯის მიერ დამატებულ, პირველი ტაიმის უკანასკნელ წამზე ემერსონმა თავურით გაათანაბრა ანგარიში - 1:1.

ფრუიძის გუნდმა მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყო და რჩებოდა იმედი, რომ ბოლო მაინც კეთილი იქნებოდა.

ლობჟანიძის მიერ შესრულებული საჯარიმოს შემდეგ მოლდოველთა მეკარე გამოსვლაზე შეცდა, არეულობით ლევან კაკუბავამ ისარგებლა და მასპინძლები მეორედაც დააწინაურა.

ძალზე აქტიური იყო შეცვლაზე შესული დიეგო ლიმა, რომელიც სტუმართა შეტევების მთავარი ორგანიზატორი იყო. "ზიმბრუმ" ისარგებლა იმით, რომ "ჩიხურამ" უპირატესობა დათმო, ძალები მოიკრიბა და ანგარიში სწრაფადვე გაათანაბრა - "სტანდარტულისას" ჟარდანს თანაგუნდელისგან თავით მიუვიდა ბურთი და ახლოდან გადაგზავნა ჰამზიჩის კარში - 2:2.

მატჩის ბოლოსკენ მოედანზე ვითარება დაიძაბა, გახშირდა უხეშობა და მსაჯმაც ყვითელი ბარათები ბლომად ჩამოარიგა (ეს სომეხი არბიტრის, სურენ ბალიანის "სტილია" და მატჩის წინათქმაში "ლელომ" ამაზე მიანიშნა კიდეც "ჩიხურას" ფეხბურთელებს - რედ.).

აქტიურად ჩაერთო თამაშში ირაკლი ლექვთაძე, თუმცა კარში დარტყმები არ გამოუვიდა. ამასობაში, მასპინძლები აშკარა გოლს გადაურჩნენ - ილიე დამაშკანმა ხუთიოდე მეტრიდან ხარიხას მცირედით გადააცილა ბურთი, სპეტარუს თავური კი ჰამზიჩმა მოიგერია.

მატჩის ბოლო წუთებზე "ზიმბრუ" გაცილებით მწყობრად უტევდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, "ჩიხურასაც" შეეძლო ეხეირა - ლექვთაძემ ხელსაყრელი პოზიციიდან ცუდად დაარტყა და ბურთი მეკარე რუსუს იოლი ნადავლი გახდა.

...მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე მოლდოველებმა სწრაფად განავითარეს საპასუხო შეტევა. მასპინძლები მოედნის ცენტრში შეცდნენ. შეტევის ბოლო ფაზაში სპეტარუს დარტყმა მცველებმა და მეკარემ ერთობლივი ძალებით მოიგერიეს, მაგრამ გამოვარდნილ ბურთთან ემერსონი გაჩნდა, რომელმაც მახვილი კუთხიდან დაარტყა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

საინტერესო იქნებოდა მატჩის შემდეგ მწვრთნელების მოსაზრებების მოსმენა, მაგრამ, სამწუხაროდ, ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ გამოგვიცხადეს, რომ პრესკონფერენცია არ ჩატარდებოდა და ამის მიზეზად... ჟურნალისტების სიმცირე (?!) დაასახელეს.

ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი
05.07. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე"
ჩიხურა-ზიმბრუ 2:3
(პირველი მატჩი 1:0)
გოლები: 1:0 ივანიშვილი (13), 1:1 ემერსონი (45), 2:1 კაკუბავა (55), 2:2 ჟარდანი (62), 2:3 ემერსონი (90)
ჩიხურა: ჰამზიჩი, გრიგალაშვილი, კაშია, რეხვიაშვილი, ჩიკვაიძე, კორიფაძე, კაკუბავა, დობროვოლსკი, ს. ლობჟანიძე (78. დეკანოიძე), ივანიშვილი (71. ლექვთაძე), ტატანაშვილი (90. მუმლაძე).
სათადარიგოები: სეფიაშვილი, სარდალიშვილი
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
ზიმბრუ: რუსუ, ჟარდანი, ლუანი, ემერსონი, იზალდო, ერიკი (80. ზაგაევსი), ალექს ბრუნო, კულიბალი (39. დიეგო ლიმა), სპეტარუ, ფორტესი (88. ბურგიუ), დამაშკანი.
სათადარიგოები: ტიმბური, სტარიში, ჟალო, რუსნაკი
მწვრთნელი: ფლავიუს სტოიკანი
გაფრთხილება: ალექს ბრუნო (13), კაკუბავა (14), ემერსონი (17), ლუანი (26), ლექვთაძე (81), ტატანაშვილი (89), რეხვიაშვილი (90), დანიელ ჟალო (90. სათადარიგო), დობროვოლსკი (90)
არბიტრი: სურენ ბალიანი (სომხეთი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 68 /
ვინც რაგბს გაყვირიხართ ფეხბურთს აგინებთ ნიშნისმოგებით, ინტელექტთან რაფერ ხართ?
ფეხბურთი რო სულ გაუქმდეს, თქვენ რა ხეირი?
თავითაც იმუშავეთ...
გიო
06 ივლისი 2016 10:51
0
Zestafoneli var amjamad sazgvargatet movgvaweob,ubralod gaaqvres zestafoni arakacebma da dges eseni jobs zestafons?mudam bolomde zrunavda,dachias da egetebs 3 it nuls da mudam upreblomod ugebda ,exla ki chemi soflis gunds ver mougeben eseni,ubralod mrcxvenia am yvelafris rasac chven fegburts vedzaxi,maxsovs fexid mivdiodit sadzmakaco zestas tamashze soflidan da ukanac fexit movdiodit ar gvqonda taqsis fuli da ogond gveyurebia da wvimashi tovashi edeqit gunds,dges ki es fegburtis dazirvis tolfasia fui fegburts ara ra magrad mwyins,
zestafoneli
06 ივლისი 2016 10:51
0
elementalurad quchashi rom midixar da dainaxav namsxvrevs an dagubebul ckals ras aketeb midixar am namsxvrevebisken tu ubealod gverds auvli romeli celia da igive sul kobiashvils da kaladzes imis survili namdvilad unda hqondet rom imaze uaresi ar unda xdebodes rac mati fexburtelobis dros xdeboda magra mainc xeli moaceres da didi entusiazmit agrdzeleben
zuzu s
06 ივლისი 2016 10:49
0
აბა რას ელოდით? დაელოდეთ სამტრედიის გასვლას, აქ კი იწერდა ქულებს კალას ზეგავლენით მაგრამ იქ ჩაისვარა...როგორც მიცვალებუს პანაშვიდი არ შველის მაგასაც აღარაფერი ეშველება,დილას და დინამოსაც იგივე ელისსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსს
999l
06 ივლისი 2016 10:49
0
ორივე შეხვედროს შედეგი, მეორე შეხვედრის გოლების თანმიმდევრობა და გატანის წუთები, ქრესტომათიაა ტოტოებზე მოთამაშეთათვის.
გიო
06 ივლისი 2016 10:46
0
ამდენი ფულის ფეხბურთზე დახარჯვის მაგივრად ავტობანზე რომ დაეხარჯათ ბოლო 5 წელში დამთავრებული იქნებოდა ავტობანი. ფეხბურთის დაფინანსება უნდა შეწყვიტოს მთავრობამ. ჩვენი ფულია ბიუჯეტი და როდესაც ამხელა თანხები იხარჯება ფეხბურთზე სირცხვილია
XXX
06 ივლისი 2016 10:46
0
zuzus-მერამდენე თამაშია ვერ იგებენ ქართული კლუბები?ყირგიზეთის კლუბების დონეც არ ვართ,შემდეგი სამტრედია და დილაა, დინამო კი დესერტია...
xxx
06 ივლისი 2016 10:46
0
ზოგზოგიერთმა უნდა გაიგოს რომ რაგბი თავის ადგილზე უნდა იყოს და ფეხბურთი თავის ადგილზე.
bebeto
06 ივლისი 2016 10:45
0
წარმოუდგენელია ამათ ხელფასი,როგორ უნდა მისცე, თანაც ჩემს და თვენს მიერ ბიუჯეტში გადახდილი ფულიდან, რა იმედით ვუცდიდი თამაშს, რამდენი ვლანძღე, როგორ თუ ტელევიზია არ აჩვენებს მეთქი და რა..... არაფერი. ხშირად ფეხბურთზე საუბრისას ლაპარაკია პროფესიონალიზმზე, არაპროფესიონალიზმზე და რაღაც რაღაცეებზე. საერთოდ ამ სიტყვის ხმარება ქართველი ფეხბურთელების დახასიათების დროს ძაან უადგილოა. ამ თამაშმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ქართულ ფეხბურთში თავი დაიმკვიდრეს ზედმეტად არასერიოზულმა ხალხმა, გუშინ დინამოს თამაშმა და დღეს კიდევ ჩიხურამ ერთხელ კიდევ დაგვანახა, რომ ჩვენ ფეხბურთელები არ გვყავს, ხალხი, რომლებიც მოედანზე გამოდიან, ფეხბურთით გასართობად, არ არიან ფხბურთელები, თუ მოესურვებათ ირბენენ, როცა მოსწყინდებათ მაყურებლად გადაიქცევიან, თუ უნდა მისცემენ პასს, თუ არა ირბენენ თავჩაღუნული და თან თითქოს გვამადლიან ამდენი ირბინეს და კიდევ მადლობლები არ ვართ. რა ვიცი ასე უკვე შეუძლებელია, რაღაც რადიკალური ზომებია მისაღები. უმაღლესი ლიგა კიდევ უფრო შესამცირებელია და საერთოდ დროა გადავიდეთ სამოყვარულო ფეხბურთზე. საქართველოსი მაშინ იყო ფეხბურთი სანახაობრივი და თანაც ძლიერი როცა ფეხბურთი იყო სამოყვარულო. მთელი თამაში ვუყურებდი და ვფიქრობდი ამათ ლანძღვაში გავატარებ მთელ ღამეს, ამ სერიოზულ საქმეს, რომელმაც ქართულ ფეხბურთს სახელი და ამათ ასეული ათასი ევრო უნდა მოუტანოს ასე არა სერიოზულად როგორ ექცევიან მეთქი, მაგრამ მათ რაღა უნდა უთხრა, ეყოფათ რაც დაკარგეს, რაღა ლანძვა უნდა ისედაჩ საფურთხებლად გაიხადეს თავი, დოლიძეს კი უნდა ვუთხრათ, ამათნაირებზე ჩვენი ფული არგასცეს, რაც გინდა ის მოიგონოს მაგრამ თეთრიც არ გასცეს ამ არასერიოზულ გაურკვეველ, ტრუსიკიან ქუჩის ძველბიჭებზე. მკითხველთან ბოდიში.
gizog
06 ივლისი 2016 10:43
0
გლახები! რას ნერვიულობთ, დაისვენებენ ესენიც და ჩვენც. გუნდი გვყავს რაგბში, ესენი არიან "სასტავი"!
mmg
06 ივლისი 2016 10:42
0

სიახლეები პოპულარული