გორის "დილა" სომხეთში ჩავიდა

AutoSharing Option
გორის "დილა" სომხეთში, გიუმრიში ჩავიდა, სადაც ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს გამართავს.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი გორში "დილას" გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

- დილა-შირაქი 1:0 - მშრალი მინიმუმი [VIDEO+PHOTO]

"დილამ" 5 ივლისს დილით ივარჯიშა და შემდეგ სომხეთში გაემგზავრა, სადაც ქალაქ გიუმრის სასტუმროში დაბინავდა. გუნდი 6 ივლისს, 16:30 საათზე მატჩისწინა ვარჯიშს გამართავს, ხოლო ვარჯიშის დაწყებამდე 15 წუთით ადრე - პრესკონფერენციას.

მატჩს ლიტველ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება: მთავარი მსაჯი სერგეუს სლივა, ასისტენტები: საულიუს დირდა და ვიტის სნარსკისი, მეოთხე მსაჯი კი იური
პავსკოვსკი იქნება.

უეფას დელეგატი პოლონელი ლუკაშ ვაჩოვსკია წარდგენილი, ხოლო მსაჯთა დამკვირვებელი - რუსი იური ბასკაკოვი.

გიუმრის "შირაქისა" და გორის "დილას" შორის მატჩი 7 ივლისს, ჩვენი დროით 17:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ხომ წაიკითხეთ ბიჭებო კომენტარები,მთლიანად საქაართველო თქვენ შემოგყურებთ და თქვენი იმედი აქვთ,აბა თქვენ იცით ბიჭებო,მოგებას ველოდებით გავახაროთ საქართველო.თქვენ ეს შეგიძლიათ, წარმატებები ბიჭებო
გივი გაგნიძე
14:17 07-07-2016
0
დილა ბოლო იმედი ტორემ გასკდა გული
შოთა გუგეშაშვილი
21:22 06-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული