ფანებთან დაკავშირებით, "გაბალა" და "სამტრედია" წინასწარ მოლაპარაკებულები ყოფილან

AutoSharing Option
აზერბაიჯანული "გაბალას" ვიცე-პრეზიდენტმა ფარიზ ნაჯაფოვმა "სამტრედიასთან" თამაშის წინ azerisport.com-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ჩვენთვის საინტერესო რამდენიმე საკითხზე ისაუბრა.

- სამტრედია VS გაბალა - უპირველეს ყოვლისა, უკეთეს თამაში
- გაბალა-სამტრედია 5:1 - დიდი იმედგაცრუება [VIDEO]

"გაბალას" ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ქართულ და აზერბაიჯანულ კლუბებს შორის გარიგება მოხდა, რომლის თანახმადაც, ბაქოში გასამართ პირველ მატჩზე ქართველი გულშემატკივრები არ ჩავიდოდნენ, ზესტაფონურ შეხვედრაზე კი - აზერბაიჯანელები. ამის მიზეზი ფანებს შორის შესაძლო ინციდენტების თავიდან არიდება იყო.

შეგახსენებთ, რომ ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბაქოელებმა 5:1 მოიგეს, საპასუხო მატჩი
კი დღეს, 7 ივლისს, ზესტაფონში გაიმართება.

- თუ მიმართეს საქართველოში მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმა "გაბალას" ბილეთებისთვის?
- ჩვენ საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მხარდაჭერაზე მოველაპარაკეთ, ოღონდ ეს ეხება არა გულშემატკივრობას, არამედ სულ სხვა საკითხს. SOCAR-იდან დაგვიკავშირდნენ და უსაფრთხოების დაცვის საკითხში დახმარება შემოგვთავაზეს.

ჩვენ მოველაპარაკეთ "სამტრედიას", რომ უსაფრთხოების მიზნით, ეს კლუბი თავის ფანატებს არ ჩამოიყვანდა ბაქოში, ჩვენ კი ჩვენსას - საქართველოში. ეს ყველაფერი მხოლოდ უსაფრთხოებისთვის.

- ფიქრობთ, რომ მასპინძლებმა შესაძლოა სტადიონზე პროვოკაციული ბანერები გამოფინონ?
- შესაძლოა, ვიღაცამ რაღაც გააკეთოს, მაგრამ პროვოკაცია, როგორც ასეთი, არა მგონია, მოხდეს. დიდი პროვოკაციული ნაბიჯები იდგმება მაშინ, როცა ამის უკან დიდი ძალები დგას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული